Jump to content

Intel-ის სარეკლამო მასალებით დადასტურდა Raptor Lake Refresh პროცესორების მახასიათებლები


Recommended Posts

Intel-ის პირველი ოფიციალური მარკეტინგული მასალების გაჟონვამ განახლებული Raptor Lake-S Refresh პროცესორების შესახებ დაადასტურა სამი მოსალოდნელი ჩიპის მოდელის მახასიათებლები. კერძოდ, საუბარია ფლაგმანურ Core i9-14900K მოდელზე, ასევე საშუალო დონის Core i7-14700K და Core i5-14600K ჩიპებზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Intel-ის იაპონურ ოფისის მარკეტინგული მასალები ადასტურებს, რომ 24-ბირთვიანი Core i9-14900K-ს შემდგენლობაში მოცემულია 8 მაღალი წარმადობის P- და 16 ენერგოეფექტური E-ბირთვი. ეს არის Intel-ის პირველი პროცესორი, რომელსაც შეუძლია 6 გჰც-მდე ავტომატური აქარება ერთ-ერთ მაღალი წარმადობის ბირთვზე. 

Intel Core i7-14700K მოდელს ექნება ოთხი დამატებითი ენერგოეფექტური ბირთვი. ამრიგად, პროცესორში წარმოდგენილი იქნება 20 ბირთვი 8P+12E კონფიგურაციით და 28 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. ეს გახლავთ Raptor Lake Refresh სერიის ერთადერთი მოდელი, რომელშიც ბირთვების რაოდენობა გაიზარდა. შედარებისთვის, აქტუალური Intel Core i7-13700K ჩიპის კონფიგურაციაა 8P + 8E ბირთვი. ახალი პროცესორის მაქსიმალური სიხშირე 5.6 გჰც-ს შეადგენს. 

image.jpeg 

Core i5-14600K მოდელს აქვს 14 ბირთვი (6P+8E) 20 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, მაქსიმალური სიხშირე 5.3 გჰც-ია. ამრიგად, ამ ინფორმაციით დასტურდება, რომ განახლებულ ჩიპებს 200 მჰც მაქსიმალური სიხშირე დაემატა. არაოფიციალური ცნობებით მათი საბაზისო სიხშირეც 200 მჰც-ით გაიზარდა. 

image.jpeg 

ინფორმაციის გაზიარების ფონზე ზოგიერთმა მომხმარებელმა ამ პროცესორების სასაქონლო შეფუთვების ფოტოები გამოაქვეყნა. 

image.jpeg 

image.jpeg 

მე-14 თაობის Intel Core პროცესორების, კონკრეტულად კი 125-ვატიანი TDP-ის მქონე განბლოკილი მამრავლების მქონე მოდელების (ჩიპები K და KF სუფიქსებით) გაყიდვის დაწყების დროდ 17 ოქტომბერია მოსალოდნელი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Raptor Lakes-S Refresh პროცესორების ღირებულება Intel-ს ჯერ არ გამოუცხადებია. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.