Jump to content

დესკტოპ GeForce RTX 3060 Steam-ზე ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათი გახდა


Recommended Posts

თითქმის სამი წლის წინ გამოსულმა დესკტოპ GeForce RTX 3060-მა მიაღწია გეიმინგ პლატფორმა Steam-ის ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათების მწვერვალს, ნათქვამია Steam Survey-ს ბოლო, სექტემბრის ანგარიშში. ამაჩქარებელმა გასულ თვეში მომხმარებლების ბაზა გააფართოვა 1.4%-ით და ახლა ბარათის მომხმარებლების წილი პლატფორმაზე 6.10%-ს შეადგენს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tom's Hardware 

მოდელი GeForce GTX 1650, რომელიც ამ დრომდე პლატფორმაზე პოპულარობით პირველ ადგილს იკავებდა, სექტემბერში მეორე ადგილზე გადავიდა. მისი მომხმარებლების წილი შემცირდა 0.33%5-ით და შეადგინა 4.78% გასული თვის შეჯამებით. მესამე ადგილზეა GeForce RTX 2060, რომლის წილი 4.69%-მდე გაიზარდა (+0.75 %). აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების ამდენივე პროცენტი ამ დრომდე ყავს GeForce GTX 1060-ს, გასულ თვეში პლატფორმაზე მისი მომხმარებლების წილი 0.38%-ით გაიზარდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Steam 

Steam-ზე ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათების რეიტინგში პირველი თერთმეტი ადგილი NVIDIA-ს ამაჩქარებლებს უკავია. მე-12 ადგილზე ბუნდოვანი სახელწოდების მქონე AMD Radeon Graphics. Steam-ის უახლესი სტატისტიკის შედეგები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ NVIDIA-ს ვიდეო ბარათები ბევრად უფრო პოპულარულია პლატფორმის მომხმარებლებს შორის, ვიდრე AMD Radeon და Intel-ის ვიდეო ბარათები. NVIDIA-ს ვიდეო ბარათებს იყენებს პლატფორმის მომხმარებლების 77%, AMD-ისას - 14.8%, ხოლო Intel-ის - 7.9%. "სხვა" მოწყობილობები, ანუ Intel-ისა და Qualcomm-ის გრაფიკის წილი მომხმარებლების 0.3%-ს შეადგენს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Steam 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოშვებული დისკრეტული გრაფიკული ბარათების სამი უახლესი თაობა და სამი განსხვავებული გრაფიკული არქიტექტურის გამოყენებით შეადგენს Steam-ზე გეიმინგ გრაფიკული ბარათების მთლიანი ბაზრის 67.5%-ს. იგი მოიცავს Radeon RX 5000 (AMD RDNA), Radeon RX 6000 (RDNA 2) და Radeon RX 7000 (RDNA 3) მოდელებს, ასევე NVIDIA GeForce GTX 16 და GeForce RTX 20 სერიას (Turing), GeForce-RTX 30-ს (Ampere) და GeForce RTX 40 სერიას (Ada Lovelace). NVIDIA-ს უპირატესობა აქ კიდევ უფრო დიდია - პლატფორმის მომხმარებელთა 92.21% AMD-ის 7.79%-ის წინააღმდეგ. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.