Jump to content

Google-მა წარადგინა Chromebook Plus - განახლებული ქრომბუკები ხელოვნური ინტელექტით და გაზრდილი წარმადობით


Magdalena

Recommended Posts

Google-მა და მისმა პარტნიორებმა - Acer-მა, HP-მ, Lenovo-მ და ASUS-მა დააანონსეს ქრომბუკების ახალი კატეგორია - Chromebook Plus. ამ მოწყობილობებიდან პირველი რვა ხელმისაწვდომი გახდება 8 ოქტომბერს 399 აშშ დოლარიდან. Chromebook Plus დამზადებულია Google-ის წინასწარ წარმოდგენილი სტანდარტების შესაბამისად. მოწყობილობები უფრო სწრაფად მუშაობენ, აქვთ ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მქონე ვებ-კამერები, გაუმჯობესებული დისპლეები და გაორმაგებული მოცულობის ოპერატიული და ინტეგრირებული მეხსიერება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Google Blog 

ქრომბუკების წინა ვერსიებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად წარმოდგენილი იყო Intel Celeron ან N-სერიის ჩიპებით, Chromebook Plus-ში წარმოდგენილი იქნება მე-12 და უფრო ახალი თაობის Intel Core i3 პროცესორები, აგრეთვე AMD Ryzen 3 7000 და უფრო ახალი ჩიპები. მოწყობილობების საბაზისო კონფიგურაციაში ხელმისაწვდომია 8 გბ ოპერატიული და 128 გბ SSD, რაც ორჯერ მეტია წინამორბედთან შედარებით. 

Chromebook Plus-ს ექნება IPS დისპლეი Full HD ან უფრო მაღალი გაფართოებით. გარდა ამისა, ზოგიერთი მწარმოებელი თავის მოწყობილობას სენსორული ეკრანით წარმოადგენს. Chromebook Plus-ებს ექნება არანაკლებ 1080p გაფართოების ვებ-კამერები ხმის ჩახშობის ფუნქციით, აგრეთვე ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დამყარებული ფონის გაბუნდოვნების და განათების გაუმჯობესების შესაძლებლობები.  

Google-მა საფუძვლიანად განაახლა ChromeOS-ის 117 ვერსია და დაამატა რამდენიმე ექსკლუზიური ფუნქცია, რომელთა სრულ ჩამონათვალს კომპანია მოგვიანებით გააზიარებს. ზოგიერთი არსებული ქრომბუკი, შესაბამისი მახასიათებლებით, ასევე მიიღებს Chromebook Plus პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს უახლოეს კვირებში. 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამატებაა ფაილების სინქრონიზაცია Chromebook Plus-ზე. ვინაიდან ახალ ქრომბუკებს უფრო დიდი მეხსიერების მოცულობა აქვთ, შეგიძლიათ შეინახოთ Google Workspace ფაილები თქვენს მოწყობილობაში და ავტომატურად დაასინქრონოთ Google Drive-თან. აპლიკაცია Google Photos-ს დაემატა HDR ეფექტ და ჯადოსნური საშლელის ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ არასასურველი ობიექტები ფოტოებიდან ამოშალოთ. Chromebook Plus-მა მიიღო დინამიური ფონი და ეკრანმზოგი, რომელიც დღის დროის მიხედვით იცვლება. 

image.jpeg 

Chromebook Plus-ის მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნბა Google Photos Movie Maker, ვიდეო რედაქტორ Lumafusion და ახალ Adobe Photoshop ონლაინ სერვის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით Adobe Firefly-ის ბაზაზე. 

image.jpeg 

პლიკაცია ChromeOS Explore-ში "პრივილეგიების" განყოფილებაში მომხმარებელს შეუძლია გაააქტიუროს Photoshop-ის ვებ-ვერსიის უფასო სამთვიანი გამოწერა, მიიღოს GeForce NOW-ს სამთვიანი პრიორიტეტის გაზრდა და 25%-მდე ფასდაკლება საბაზისო 30 აშშ დოლარი ღირებულების LumaFusion-ის შეძენისას. 

 

მომავალი წლისთვის Google გეგმავს ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დამატებითი ფუნქციების დანერგვას Chromebook Plus-ის ყველა მოდელში. ტექსტების წერა შესაძლებლია გამარტივდეს ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი დამხმარის მეშვეობით, რომელიც კონტექსტურ მენიუში იქნება ხელმისაწვდომი. 

image.jpeg 

ხელოვნური ინტელექტის დამატებითი ფუნქციები მოიცავს ვიდეო ზარებისთვის მორგებული სივრცისა და ფონის შექმნის შესაძლებლობას მარტივი ტექსტური მოთხოვნის გამოყენებით. 

 

რვა ახალი Chromebook Plus მოდელი Acer-ის, HP, Lenovo-სა და ASUS-ისგან ხელმისაწვდომი იქნება 8 ოქტომბრიდან. მოწყობილობების ფასები 399-დან 800 აშშ დოლარამდე მერყეობს. 

Acer-ის შემოთავაზებაა ტრადიციული ფორმ-ფაქტორის ლეპტოპები Chromebook Plus 515 და Acer Chromebook Plus 514 ფასით 400 აშშ დოლარიდან. ორივე მოდელს ექნება 8 ან 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 1080p გაფართოების ვებ-კამერა. Acer Chromebook Plus 515 წარმოდგენილი იქნება მე-13 ან მე-12 თაობის Intel Core პროცესორებით და 15.6-დუიმიანი FHD დისპლეით, რომელიც ოფციურად შესაძლოა იყოს სენსორული. SSD-ის მოცულობა 512 გბ-ს შეადგენს. 

 

Acer Chromebook Plus 514 აგებულია AMD Ryzen 5 7520 სერიის პროცესორებზე და აქვს 14-დუიმიანი დისპლეი 1920 × 1080 გაფართოების დისპლეი სენსორული ან არასენსორული მართვით. SSD-ის მოცულობა 256 გბ-ია. 

image.jpeg 

HP Chromebook Plus 15.6-დუიმიანი ეკრანით და FHD გაფართოებით ტრადიციული ლეპტოპის ფორმატისაა. იგი აგებულია Intel Core i3-N305 პროცესორების ბაზაზე, აქვს 8 გბ ოპერატიული და 256 ან 128 გბ SSD. ვებ-კამერის გაფართოებაა 1080p, მოყობილობის საწყისი ფასი 600 აშშ დოლარია. 

image.jpeg 

14-დუიმიანი HP Chromebook Plus x360 - ეს გახლავთ ტრანსფორმერი სენსორული ეკრანით და 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით, მასში მოცემულია Intel Core i5-1235U ან Intel Core i3-1215U პროცესორი. კონფიგურაციის ვარიანტებში გათვალისწინებულია 8 ან 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 128, 256 ან 512 გბ SSD. ვებ-კამერის გაფართოეა 5 მეგაპიქსელია. ამ ქრომბუკის საბაზისო მოდელი 750 აშშ დოლარი ღირს. 

image.jpeg 

Lenovo IdeaPad Flex 5i Chromebook Plus - ეს არის ტრანსფორმერი და აქვს Intel Core i3-1315U ან Intel Core i5-1334U პროცესორი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს, ხელმისაწვდომია კონფიგურაცია 128 გბ eMMC ფორმატის მეხსიერებით, ასევე 256 ან 512 გბ SSD-ით. ვებ-კამერის გაფართოებაა 1080p, დისპლეი 14-დუიმიანია გვერდების შეფარდებით 16:10 და აქვს Lenovo USI სტილუსის მხარდაჭერა. მოწყობილობის საწყისი ფასი 550 აშშ დოლარია. 

image.jpeg 

Lenovo IdeaPad Slim 3i ტრადიციული 14-დუიმიანი ლეპტოპია, აქვს სენსორული ან არასენსორული FHD ეკრანი, Intel Core i3-N305 პროცესორი, 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 128 ან 256 გბ eMMC ფორმატის SSD. 

image.jpeg 

ASUS Chromebook Plus CX34-ს აქვს Intel Core i7 პროცესორი, 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება, 512 გბ SSD, FHD დისპლეი, 1080p ვებ-კამერა, აგრეთვე ანტიმიკრობული საფარის მქონე დიდი ზომის თაჩპედი. მოწყობილობის საწყისი ფასი 400 აშშ დოლარია. 

image.jpeg 

ტრანსფორმერ ASUS Chromebook Plus CM34 Flip-ში წარმოდგენილია AMD Ryzen 3+ პროცესორი და აქვს 14-დუიმიანი FHD დისპლეი. მისი ფასი 500 აშშ დოლარია. 

image.jpeg 

ChromeOS-ის პროდუქტების, ინჟინერიისა და მომხმარებლის გამოცდილების ვიცე-პრეზიდენტმა John Maletis-მა Google-ის ბლოგში ახალი მოწყობილობების შესახებ დაწერა: „10 წელზე მეტი ხნის წინ ჩვენ შევქმენით ქრომბუკები, რათა მოგაწოდოთ ადვილად გამოსაყენებელი კომპიუტერები, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო წარმადობას და შეუდარებელ უსაფრთხოებას. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ქრომბუკების ახალ კატეგორიას, რომელიც ჩვენს დაპირებას კიდევ უფრო აფართოებს: Chromebook Plus“. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.