Magdalena Posted October 4, 2023 Posted October 4, 2023 კომპანია AMD-მ დააანონსა სპეციალიზებული ამაჩქარებელი Alveo UL3524 – FPGA-ს ბაზაზე, რომელიც ორიენტირებულია Fintech-სფეროზე. როგორც ცნობილია, მოწყობილობა ტრეიდერებს, ჰეჯ-ფონდებს, საბროკერო ორგანიზაციებსა და ბირჟებს საშუალებას მისცემს ოპერაციები ნანოწამების შეყოვნებით განახორციელონ. ამაჩქარებელს საფუძვლად უდევს 16-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული ჩიპი Virtex UltraScale+. კონფიგურაცია მოიცავს 64 ტრანსივერს ულტრადაბალი შეყოვნებით, 780 ათას LUT-სა და 1680 DSP-ს. აღნიშნულია, რომ Alveo UL3524 უზრუნველყოფს შვიდჯერ უფრო დაბალ შეყოვნებას წინა თაობის FPGA-ებთან შედარებით. კერძოდ, გადამცემის ინოვაციური არქიტექტურა ოპტიმიზებული ქსელის ბირთვით 3 ნანოწამზე ნაკლები მაჩვენებლით მუშაობის საშუალებას იძლევა. ფოტოს წყარო: AMD ამაჩქარებელი შესაძლებელია გამოყენებული იყოს პლატფორმა Vivado Design Suite-თან ერთად. AMD ასევე აწვდიის დეველოპერებს FINN სივრცეს ღია კოდით, რაც საშუალებას იძლევა დაინერგოს ხელოვნური ინტელექტის მოდელების მაღალი წარმადობის ტრეიდინგ-სისტემები შეყოვნების დაბალი მაჩვენებლით. ამაჩქარებელი დამზადებულია ერთსლოტიანი გაფართოების ბარათის სახით PCIe 4.0 x16 ინტერფეისით. გამოყენებულია პასიური გაგრილების სისტემა, TDP-ის მაჩვენებელი 125 ვატს შეადგენს. გათვალისწინებულია ქსელის ოთხი პორტი QSFP-DD. ბარათს აქვს 16 გბ DDR4-2666 და 72 მბ QDR II+ მეხსიერება. ამაჩქარებელი 832 გრამს იწონის. https://tinyurl.com/mahmtnm5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.