Jump to content

AMD-ის ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლებმა Microsoft-ის ტექნიკური დირექტორის მოწონება დაიმსახურა - ჩიპების მწარმოებლის აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა


Recommended Posts

AMD-ის აქციების ღირებულება თითქმის 5%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Microsoft-ის ტექნიკურმა დრექტორმა განაცხადა, რომ ჩიპების მწარმოებელი აძლიერებს თავის პოზიციას ხელოვნური ინტელექტის აპარატული უზრნველყოფის ბაზარზე, სადაც ახლა დიდი სხვაობით დომინირებს NVIDIA. 

image.jpeg 

ხელოვნური ინტელექტის ბუმის პირობებში NVIDIA-ს აქციები წელს თითქმის სამჯერ გაიზარდა, ხოლო AMD-ის აქციები - დაახლოებით 60%-ით. მას შემდეგ, რაც 2022 წლის ბოლოს OpenAI-მ ჩატ-ბოტი ChatGPT გამოუშვა, ტექნიკურმა ინდუსტრიამ მნიშვნელოვანი ინტერესი გამოავლინა დიდი ენობრივი მოდელების გამოყენების მიმართ, რომელთა ბაზაზე მუშაობს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები. თუმცა, ინდუსტრიის მასშტაბით, მათ ფუნქციონირებისთვის უზარმაზარი გამოთვლითი ძალაა საჭირო. 

ამ გამოთვლითი სიმძლავრის ძირითად ნაწილს უზრუნველყოფს NVIDIA. ხელოვნურ ინტელექტზე სპეციალიზებულ გრაფიკულ პროცესორებზე არსებული წარმოუდგენელი მოთხოვნის გამო კომპანია პროგნოზირებს შემოსავლების 170%-იან ზრდას მიმდინარე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. AMD-ც ცდილობს ფეხი აუწყოს ხელოვნური ინტელექტის ციებ-ცხელების ტალღას. ივნისში AMD-მ განაცხადა, რომ მესამე კვარტალში დაიწყებს თავისი მომხმარებლებისთვის სპეციალიზებული MI300X ამაჩქარებლების მიწოდებას. ეს ამაჩქარებლები შეიქმნა სპეციალურად ხელოვნური ინტელექტის მოდელებთან მუშაობისთვის. 

„ისინი ამზადებენ სულ უფრო მიმზიდველ აპარატულ შეთავაზებებს, რომლებიც, ვფიქრობ, ბაზრისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება მომდევნო წლებში“, - განაცხადა Microsoft-ის ტექნიკურმა დირექტორმა კევინ სკოტმა კონფერენცია Code Conference-ზე. 

Microsoft და AMD დიდი ხნის პარტნიორები არიან. Microsoft დაინტერესებულია, რომ ბაზარზე მომწოდებლების ფართო სპექტრის მიერ წარმოდგენილი იყო უფრო მეტი მძლავრი ჩიპი. მრავალი წლის განმავლობაში Microsoft თავის ქლაუდ სერვის Azure-ს მომხმარებლებს სთავაზობდა AMD-ის გარკვეულ გრაფიკულ პროცესორებს. გარდა ამისა, კომპანიები დიდი ხანია თანამშრომლობენ გეიმინგ კონსოლების მიმართულებით - AMD აწვდის ჩიპებს Xbox კონსოლებისთვის. 

მაისში AMD-მ განაცხადა, რომ Microsoft-მა დაიწყო მომხმარებლებისთვის ქლაუდ სერვისების შეთავაზება მისი Pensando სერიის DPU-ის (Data Processing Unit) ბაზაზე. კონფერენცია Code-ის ფარგლებში The Verge-ის მთავარმა რედაქტორმა Nilay Patel-მა ჰკითხა სკოტს, რამდენად მარტივად მოხდება AMD-ის გრაფიკული პროცესორების მასშტაბური დანერგვა და NVIDIA-ს პროდუქტებზე უარის თქმა. Microsoft-ის ტექნიკურმა დირექტორმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეკავა და აღნიშნა, რომ დეველოპერებს, რომლებიც იყენებენ ხელოვნური ინტელექტის პროგრამირების ინსტრუმენტებს, არ სჭირდებათ ფიქრი მათ სისტემებში გამოყენებულ აპარატურაზე. მან ასევე განაცხადა, რომ ”კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრისთვის”. 

Bloomberg-ის ინფორმაციით AMD და Microsoft ქმნიან საკუთარ ჩიპს ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისთვის, მაგრამ სკოტმა უარი თქვა ამ თემის შესახებ საუბარზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.