Jump to content

BIS-მა ქვეყნებს მოუწოდა შექმნან სამართლებრივი ბაზა CBDC-სთვის


Recommended Posts

image.jpeg 

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა (BIS) სთხოვა ყველა ქვეყნის ხელისუფლებას - შექმნან მარეგულირებელი ბაზა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების (CBDC) დანერგვისთვის. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აგუსტინ კარსტენსმა კონფერენცია BISIH-FSI-ზე განაცხადა, გვაცნობებს The Block. 

კარსტენსმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ მოძველებულმა საკანონმდებლო ჩარჩოებმა სხვადასხვა იურისდიქციაში შეიძლება ხელი შეუშალოს ტექნოლოგიის განვითარებას. 

„ამ პრობლემების გადასაჭრელად მუშაობა სერიოზულად უნდა დაიწყოს. და უნდა მოხდეს სწრაფი ტემპით, ”- აღნიშნა მან. 

მისი თქმით, ცენტრალური ბანკები ახლა აქტიურად იკვლევენ CBDC-ს ინოვაციების სტიმულირებისთვის, მაგრამ მარტო ვერ მიაღწევენ სასურველ ტრანსფორმაციას. 

BIS-ის თავმჯდომარემ მოიხსენია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2021 წლის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ყველა ცენტრალური ბანკის თითქმის 80%-ს ან არ შეუძლია ციფრული ვალუტის გამოშვება არსებული კანონების საფუძველზე, ან აქვს ბუნდოვანი სამართლებრივი შეზღუდვები. 

ამავე დროს BIS-ის კვლევამ აჩვენა, რომ ცენტრალური ბანკების 93% იმყოფება CBDC-ების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ასეთი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ სამართლებრივი სისტემა ჩამორჩება ახალ ტექნოლოგიებს, აღნიშნა კარსტენსმა. 

მან ასევე მოუწოდა ქვეყნებს - შექმნან კანონები ფულის ახალი ფორმისთვის, რომელიც მაქსიმალურად თავსებადი იქნება სხვა იურისდიქციებთან. 

„სამწუხარო იქნება, თუ ჩვენ მივიღებთ ფრაგმენტულ სისტემას და საკანონმდებლო ბაზას, რომელშიც სხვადასხვა ციფრული ვალუტა არ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან“, განაცხადა კარსტენსმა. 

მისი აზრით ასეთმა კანონმდებლობამ უნდა დაამყაროს ბალანსი მომხმარებლის დაცვასა და ფინანსური სისტემის მთლიანობის შენარჩუნებას შორის. 

ფიატური ფულის მოხმარების შემცირებაზე საუბრისას BIS-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტები და Stablecoin-ები „აძლიერებენ მოთხოვნას ცვლილებაზე“, მაგრამ უარყო მათი ყოველგვარი შინაგანი ღირებულება. 

Stablecoin-ებიც კი არ იძლევა ღირებულების სტაბილურ გარანტიას. ისინი არ და ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რასაც საზოგადოება ფულისგან ელის“, - დაასკვნა კარსტენსმა. 

BIS-ის ექსპერტებმა CBDC-ს უწოდეს მომავლის ფულადი სისტემების საფუძველ. ექსპერტების აზრით სხვა ციფრული აქტივები ტოკენიზაციისკე არასწორი გზაა. 

ადრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალისტებმა აღიარეს, რომ ციფრული აქტივების აკრძალვა არ არის საუკეთესო გზა მათთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.