Jump to content

დაიწყო ფლაგმანური Xiaomi 13T-სა და 13 T Pro-ს, აგრეთვე პლანშეტ Redmi Pad SE-ს გლობალური გაყიდვები


Recommended Posts

კომპანია Xiaomi-მ ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე დააანონსა მრავალი მოწყობილობა გლობალური ბაზრისთვის, მათ შორისაა ფლაგმანური სმარტფონების Xiaomi 13T სერია -წარმოდგენილი Xiaomi 13T და Xiaomi 13 T Pro მოდელებით, ასევე პლანშეტი Redmi Pad SE. ფლაგმანურ სმარტფონებს აქვთ Leica-სთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი პროფესიონალური დონის კამერები, ასევე ძლიერი პროცესორები და ნათელი ეკრანები. ახალი მოწყობილობები უკვე იყიდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Xiaomi 

Xiaomi 13T-სა და Xiaomi 13T Pro-ს აქვთ სამი უკანა კამერა Leica Summicron ობიექტივით. მათ შორისაა 50-მეგაპიქსელიანი ფართო კუთხის კამერა (1/1.28-დუიმიანი ოპტიკური ფორმატი) 24 მმ ეკვივალენტური ფოკუსური მანძილით და ასფერული 7P ლინზა 1/6 მკმ პიქსელის ზომით, f/1.9 დიაფრაგმით და ოპტიკური სტაბილიზაციის მხარდაჭერით. ასევე წარმოდგენილია 50-მეგაპიქსელიანი კამერა ტელეობიექტივით, რომლის ეკვივალენტური ფოკუსური მანძილი 50 მილიმეტრია და აქვს f/1.9 დიაფრაგმა. მესამე მოდული (f/2.2) 12-მეგაპიქსელიანი 15 მმ ფოკუსური დაშორებით. ფრონტალური კამერის გაფართოება 20 მეგაპიქსელია. 

image.jpeg 

კამერებზე მხარდაჭერილია რეჟიმები Leica Authentic Look  და Leica Vibrant Look და უზრუნველყოფენ ფოტოებს ბუნებრივი ფერის რეპროდუქციით, ძლიერი კონტრასტით და მკვეთრი ჩრდილებით Leica-ს ფოტოების კლასიკურ ესთეტიკასთან ერთად. Leica-ს ექვსი ფილტრი მხარდაჭრილია ფოტოების მაღალ ხარისხ, მათ შორისაა უახლესი ფილტრები Leica Sepia და Leica Blue, რომლებიც ადაპტირებულია LeicaM-Typ240 გადაღების რეჟიმთან. 

image.jpeg 

ტექნოლოგია Xiaomi ProFocus-ის წყალობით Xiaomi 13T სერიის სმარტფონები საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ დასამახსოვრებელი მოვლენები მაღალი დეტალიზაციით, ობიექტების მოძრაობა, ადამიანებისა და პეიზაჟების სურათებ. Xiaomi 13T სერიის სმარტფონების კამერებით მხარდაჭერილია 4K ვიდეოს ჩაწერა ყველა ფოკუსური მანძილით, ასევე სწრაფ და ეფექტურ რედაქტირება. აპლიკაცია Xiaomi Gallery-ში ვიდეო რედაქტორის ფუნქციები საშუალებას გაძლევთ მარტივად დაარედაქტიროთ ტიტრები და დამატებითი საუნდტრეკები ცალკეულ ტრეკებად. გარდა ამისა, Xiaomi 13 Pro გთავაზობთ 8K ვიდეოს გადაღების შესაძლებლობას. 

Xiaomi 13T-ში წარმოდგენილია 4-ნანომეტრიანი 8-ბირთვიანი პროცესორი MediaTek Dimensity 8200-Ultra ტაქტის სიხშირით 3.1 გჰც-მდე, 8/12 გბ LPDDR5 ოპერატიული და 256 გბ UFS 3.1 ფლეშ-მეხსიერება. 

სმარტფონს აქვს 6.67-დუიმიანი CrystalRes AMOLED დისპლეი 2712×1220 (Full HD+) პიქსელი გაფართოებით, 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და შეხების დისკრეტიზაციის 480 ჰერცი სიხშირით. დისპლეს სიკაშკაშის მაჩვენებელი შეადგენს 1200 კდ/2-ს (მაქსიმალური სიკაშკაშე - 2600 კდ/2), სიკაშკაშის რეგულირების სიხშირე 2880 ჰერცამდეა. მხარდაჭერილია ტექნოლოგიები Dolby Vision და HDR10+, უზრუნველყოფილია 68 მილიარდი ფერის ასახვა და DCI-P3 ფერთა გამა. 

5000 მა/სთ მოცულობის ბატარეაზე მხარდაჭერილია 67-ვატიანი დამუხტვა, რომლის მეშვეობით სმარტფონი 0-დან 100%-მდე 42 წუთში იმუხტება. 

image.jpeg 

Xiaomi 13 T Pro-საც აქვს 6.67-დუიმიანი CrystalRes AMOLED დისპლეი 2712×1220 პიქსელი (Full HD+) გაფართოებით და 144 ჰც-მდე კდრის განახლების სიხშირით. მაქსიმალური სიკაშკაშეა 2600 კმ/მ2, მხარდაჭერილია Dolby Vision, HDR10+ და DCI-P3. 

სმარტფონი ემყარება მძლავრ რვაბირთვიან ჩიპ MediaTek Dimensity 9200+-ს ტაქტის სიხშირით 3.35 გჰც-მდე, აქვს 12 ან 16 გბ LPDDR5X ოპერატიული და 256 გბ, 512 გბ ან 1 ტბ მოცულობის UFS 4.0 ფლეშ-მეხსიერება. 

Xiaomi 13 T Pro-ს ბატარეის მოცულობაა 5000 მა/სთ. 120-ვატიანი სწრაფი HyperCharge დამტენის მეშვეობით სმარტფონი 0-დან 100%-მდე 19 წუთში იმუხტება. დამუხტვის 5 წუთი საკმარისია მუხტის 36%-მდე გაზრდისთვის. 

Xiaomi 13T-სა და 13T Pro-ს აქვს ორი სტერეოდინამიკი Dolby Atmos Audio-ს მხარდაჭერით, ორივე სმარტფონი დაცულია წყლისა და მტვრისგან IP68 სტანდარტის შესაბამისად. სმარტფონების მართვისთვის გამოიყენება ოპერაციული სისტემა Android 13 ინტერფეისით MIUI 14. 

ორივე მოდელი ხელმისაწვდომია ფერის სამ ვარიანტში: მინის პანელის მქონე მოდელები: Meadow Green (მწვანე) და Black (შავი), აგრეთვე Alpine Blue (ცისფერი) - ცალკე, BioComfort ვეგანური ტყავის მქონე ვერსია. 

image.jpeg 

გაყიდვაში ასევე გამოვიდა პლანშეტი Redmi Pad SE, რომელსაც აქვს 11-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით FHD+ (1920 × 1200 პიქსელი), 90 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირე და 180 ჰერცამდე შეხების დისკრეტიზაციის სიხშირე. დისპლეიზე მხარდაჭერილია 16.7 მილიონი ფერის ასხვა, სიკაშკაშის მაჩვენებელია 400 კდ/2, კონტრასტულობის - 1500:1. უზრუნველყოფილია 70%-იანი NTSC ფერთა გამა და 8-ბიტიანი ფერის სიღრმე. TÜV Rheinland Low Blue Light და TÜV Rheinland Flicker Free ტექნოლოგიები უზრუნველყოფს თვალების დაცვას მავნე, ლურჯი გამოსხივებისგან და გამორიცხავს ეკრანის ციმციმს. 

პლანშეტში მოცემულია 6-ნანომეტრიანი 8-ბირთვიანი პროცესორი Snapdragon 680 ტაქტის სიხშირთ 2.4 გჰც-მდე, 4/6/8 გბ LPDDR4X ოპერატიული და 128 გბ eMMC 5.1 ფლეშ-მეხსიერება, რომლის გაფართოება შესაძლებელი 1 ტბ-მდე microSD ბარათის მეშვეობით. 

image.jpeg 

პლანშეტს აქვს ფრონტალური 5-მეგაპიქსელიანი კამერა f/2.2 დიაფრაგმით, რომელიც სელფის გადაღებისა და ვიდეოზარების განხორციელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, აგრეთვე უკანა 8-მეგაპიქსელიანი კამერა (f/2.0). 

8000 მა/სთ მოცულობის ბატარეაზე მხარდაჭერილია სწრაფი, 10-ვატიანი დამუხტვა USB Type-C პორტიდან. დანარჩენ მახასიათებლებს შორისაა Wi-Fi და Bluetooth 5.0 ადაპტერები, ოთხი დინამიკი Dolby Atmos-ისა და Hi-Res Audio-ს მხარდაჭერით, აგრეთვე 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. პლანშეტი ხელმისაწვდომია შემდეგი ფერის ვარიანტებად: მწვანე (Mint Green), ნაცრისფერი (Graphite Gray) და იისფერი (Lavender Purple). წონა შეადგენს 843 გრამს. მოწყობილობა მუშაობს MIUI Pad 14-ზე ოპერაციულ სისტემა Android 13-ის ბაზაზე. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.