Magdalena Posted September 30 Share Posted September 30 კომპანია Meta-მ ღონისძიება Connect-ის ფარგლებში გამოაცხადა, რომ მალე გამოვა ახალი ავტონომიური ვირტუალური რეალობის ჰედსეტი Quest 3, რომელიც ზაფხულში დაანონსდა. მოწყობილობა 10 ოქტობრიდან გაიყიდება. ფოტოს წყარო: Meta Quest 3-ის წონა 512 გრამია - 12 გრამით მძიმე წინამორბედთან შედარებით. მოწყობილობას აქვს ექვსი მაღალეფექტური კამერა შერეული რეალობის მხარდაჭერით, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მაგალითად, ნებისმიერი ადგილიდან დაუკრას ვირტუალურ პიანინოზე ფერების სრულფასოვანი გადმოცემით. ჰედსეტს აქვს ორი თხევადკრისტალური დისპლეი, თითოეული 2064 × 2209 პიქსელი გაფართოებით, ასევე 8 გბ ოპერატიული მეხსიერება. შეგახსენებთ, Quest 2-ის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გბ-ია. სამწუხაროდ, Quest 3-ს არ აქვს თვალის მზერისთვის თვალყურის მიდევნების ტექნოლოგიის მხარდაჭერა. Quest 3-ის საფუძვლად გამოყენებულია მეორე თაობის პროცესორი Qualcomm Snapdragon XR2. Meta-მ ასევე შეცვალა VR-ჰედსეტის კონტროლერების დიზაინი. კომპანიამ უარი თქვა Quest-ისა და Quest 2-ის რგოლის ფორმის კონტროლერზე და წარმოადგინა ახალი Touch Plus კონტროლერები. ისინი უფრო ერგონომიულია და განსხვავებულ ტაქტილურ შეგრძნებებს იძლევა. თითოეული კონტროლერი კვლავ AA ტიპის ბატარეით იკვებება. Quest 3-თან აგრეთვე თავსებადია Touch Pro კონტროლერები. Meta-ს განცხადებით Quest 3-ის ავტონომიური დრო წინამორბედის მსგავსად თამაშის დროს 2.4 საათამდეა. კომპლექტში შემავალი საფირმო 18-ვატიანი დამტენის გამოყენებით 0-დან 100%-მდე დამუხტვისთვის საჭიროა 2 საათი. Quest 3-ის დანარჩენი მახასიათებლებია Wi-Fi 6E, 90 და 120 ჰერცი კადრის განახლების მხარდაჭერა, აგრეთვე პერსონალური კომპიუტერის VR-თამაშების მხარდაჭერა Air და Air Link ფუნქციების მეშვეობით. Quest 3-ის ანონსის მიუხედავად Meta ჯერჯერობით არ გეგმავს პოპულარული Quest 2 მოდელის გამოშვების შეწყვეტას. ადრე კომპანიამ განაცხადა, რომ Quest 2-ის მხარდაჭერას გააგრძელებს Quest 3-ის გამოსვლის შემდეგ და ახალ თამაშებს ორივე ჰედსეტისთვის ქმნის. თუმცა ახლანდელ პრეზენტაციაზე კომპანია ამ საკითხს არ შეხებია. ფოტოებზე: Quest 3 Meta Quest 3 ჰედსეტის ფასი 128 გბ მუდმივი მეხსიერებით 499.99 აშშ დოლარი იქნება, 512 გბ-ის მქონე მოდელის - 649.99 აშშ დოლარი. მოწყობილობაზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. https://tinyurl.com/frcn5evc Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.