Jump to content

ექსპერტებმა დააფიქსირეს სპოტ ვაჭრობის შემცირება და ლონგების მასიური ლიკვიდაცია


Recommended Posts

image.png 

ჯერჯერობით პირველი კრიპტოვალუტის კურსი ნელ-ნელა მოძრაობს 25-27 ათასი აშშ დოლარის დიაპაზონში, ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს სპოტ ვაჭრობის მოცულობის შემცირებასა და დერივატივების ბაზარზე დიდი ლიკვიდაციის რისკებზე. 

სადაა ლიკვიდურობა? 

CryptoQuant-ის თანახმად გასულ კვირას პირველი კრიპტოვალუტის სპოტ ვაჭრობის მოცულობა 2018 წლის დონემდე დაეცა, ამ პერიოდის განმავლობაში დღეში 8000-დან 15000-მდე ტრანზაქცია დაფიქსირდა. 

image.png 

Bitcoin-ის სპოტ და დერივატივებით ვაჭრობის მოცულობა. წყარო CryptoQuant. 

შედარებისთვის, მიმდინარე წლის მარტში საშუალოდ 600 000 ტრანზაქცია იყო დაფიქსირებული. 

ანალიტიკოს კაუ ოლივეირას აზრით ეს ტენდენცია ეფუძნება შეერთებული შტატების ეკონომიკურ მდგომარეობას. 

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაკროეკონომიკური სცენარის მიმართ მზარდი შიშია. აშშ-ის ცენტრალური ბანკის ქმედებები აძლიერებს გაურკვევლობის მუდმივ განცდას, რის გამოც ინვესტორები შესაძლო რეცესიის მოლოდინში არიან“, - განმარტა მან. 

ოლივეირამ ახსენა ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის გავლენა ძირითადი განაკვეთის გაზრდასთან მიმართებაში, თუმცა Bitcoin-ის კურსს ბოლო ცვლილებაზე რეაგირება არ მოუხდენია. 

ფაქტობრივად, სპოტ ვაჭრობის კლების ტენდენციამ აჩვენა ჰოდლის მიმართ ინტერესის ზრდა. თუმცა, ამ შემთხვევაში, Bitcoin-ის ზრდა შეზღუდულია ლიკვიდობის შემცირების გამო. 

იმის ნაცვლად, რომ მოკლევადიანი ვაჭრობით ეძებონ სწრაფი მოგება, სულ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს კრიპტოვალუტებს გრძელვადიან ინვესტიცია. მათ ურჩევნიათ თავიანთი მონეტები შეინარჩუნონ და დაიჯერონ მათი მომავალი ღირებულების, ვიდრე გაყიდონ მოგების მიღების პირველივე ნიშნის გამოჩენისას“, - განმარტა ოლივეირამ. 

ექსპერტის აზრით ასეთი განწყობა შეიძლება აღმოჩნდეს ციფრული ოქროს ფასის ტრაექტორიის მთავარი კატალიზატორი. 

ადრე Binance იყო Bitcoin-ის სპოტ ვაჭრობის შემცირების ანტირეიტინგის სათავეში. K33-ის ინფორმაციით 1 სექტემბრიდან კურსი 57%-ით დაეცა. 

ყველა პლატფორმისთვის მთლიანი მაჩვენებელი 48%-ით შემცირდა. ამავდროულად, პირველი კრიპტოვალუტის სპოტ მოცულობა კიდევ 8%-ით დაეცა აგვისტოს ხუთწლიან მინიმუმთან შედარებით. 

ტრეიდერები ზარალს განიცდიან 

Bitfinex-ის თანახმად Bitcoin-ის ბაზარი განიცდის მზარდ ყოველდღიურ ცვალებადობას, რაც უვადო ფიუჩერსების მასიურ ლიკვიდაციას იწვევს. 

გასული კვირის განმავლობაში დახურული პოზიციების უმეტესი ნაწილი იყო ლონგი, რომელიც მოხდა მოკლევადიანი ვარდნის დროს. მაგალითად, 18 სექტემბერს მოხდა 44 მლნ აშშ  დოლარის ღირებულების გრძელვადიანი პოზიციები ლიკვიდაცია. 

ანალიტიკოსების თქმით ეს ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს და კიდევ გაუარესდეს სპოტ ვაჭრობის მოცულობის შემცირების გამო. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ Bitcoin ყველაზე დაბალ ცვალებადობას განიცდის აქტივის ისტორიაში. 

„ჩვენ ვიხილეთ სიტუაცია, როდესაც უვადო სვოპ-ბაზრებზე გრძელვადიანი პოზიციები ცდილობდნენ Bitcoin-ის ფასის გაზრდას, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა სპოტ ბაზარზე ყიდვის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო“, განმარტა Bitfinex-მა. 

CoinGecko-ს მონაცემებით პირველი კრიპტოვალუტის ფასი გასულ კვირას 3.4%-ით, 26.165 აშშ დოლარამდე შემცირდა. 

image.png 

BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში Bitcoin-ის 20 წამყვან ბირჟაზე სპოტ ვაჭრობის მთლიანი მოცულობა 36%-ით შემცირდა - 2.6 ტრილიონდან 1.66 ტრილიონ აშშ დოლარამდე. 

Matrixport-ის ანალიტიკოსმა მარკუს ტილენმა ივარაუდა Bitcoin-ის დომინირების ზრდა, რადგან ბევრ ცნობილ Altcoin-ს ფასების დაცემის მზარდი რისკი ემუქრება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.