Jump to content

ხელოვნური ინტელექტი ატომურ ენერგიაზე: Microsoft მონაცემთა ცენტრების კვებისთვის ბირთვულ რეაქტორებს გამოიყენებს


Magdalena

Recommended Posts

Microsoft-ის მონაცემთა ცენტრები უზარმაზარი მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარენ, ამიტომ კომპანიას კლიმატის ნეიტრალიტეტის მისაღწევად სუფთა ენერგიის წყაროები სჭირდება. უკიდურესად ენერგოინტენსიური ხელოვნური ინტელექტის განვითარება პრობლემას მნიშვნელოვნად ამწვავებს. Microsoft თვლის, რომ მომავალი თაობის ბირთვულ რეაქტორებს შეუძლია მისი მონაცემთა ცენტრების ენერგიით უზრუნველყოფა და ხელოვნური ინტელექტის ამბიციების განხორციელებაში ხელშეწყობა. კომპანია ახლა ეძებს პიროვნებას, რომელიც „უხელმძღვანელებს პროექტის ინიციატივებს ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის ყველა ასპექტში გლობალური ზრდისთვის“. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: unsplash.com 

ბირთვული ენერგია არ გამოყოფს სასათბურე გაზებს, თუმცა მან შეიძლება პანდორას ყუთი გახსნას ავარიების შემთხვევაში, რომ აღარაფერი ვთქვათ რადიოაქტიური ნარჩენების უტილიზაციასა და ურანის მიწოდების ჯაჭვის ლოგისტიკის სირთულეზე. ბირთვული ენერგიის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ჯერ კიდევ საკამათოა, თუმცა Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი დიდი ხანია ამ ტექნოლოგიის დიდი გულშემატკივარია. 

Microsoft გეგმავს მცირე მოდულური რეაქტორების (SMR) მიმართულების განვითარებას. მისი ბევრად უფრო დიდი წინამორბედებისგან განსხვავებით SMR-ის აშენება მნიშვნელოვნად ადვილი და იაფია. გეითსი არის TerraPower-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, რომელიც ავითარებს SMR პროექტებს, მაგრამ კომპანიას „ამჟამად არ აქვს არანაირი შეთანხმება Microsoft-ისთვის რეაქტორების მიყიდვის შესახებ“. 

ცნობისთვის, ბოლო დიდი ბირთვული რეაქტორი, რომელიც აშშ-ში შვიდწლიანი შეფერხების შემდეგ ამოქმედდება, ბიუჯეტს 17 მლრდ აშშ დოლარზე მეტი დაუჯდა, SMR ბევრად იაფი იქნება. 

აშშ-ის ბირთვული საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ ახლახანს პირველად დაამტკიცა SMR პროექტი, რამაც შეიძლება ახალ გზას დაუდოს სათავე ბირთვულ ენერგიაში. SMR-ის სწრაფი განხორციელების მთავარი დაბრკოლება არის უფრო მეტი გამდიდრებული ურანის საწვავის (HALEU) საჭიროება ტრადიციულ რეაქტორებთან შედარებით, რომლის მთავარი გლობალური მიმწოდებელი ამ დრომდე რუსეთი იყო. 

შეერთებული შტატები ცდილობს შექმნას ურანის მიწოდების შიდა ჯაჭვი, მაგრამ ამას აფერხებენ აქტივისტები ურანის მაღაროებისა და ქარხნების მახლობლად. გარდა ამისა, ბირთვული ნარჩენების უტილიზაციის საკითხი ჯერ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი. 

Microsoft ცდილობს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას, მან სუფთა ენერგიის კრედიტების შესაძენად უკვე დადო გარიგება კანადურ კომუნალურ კომპანია Ontario Power Generation-თან, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში SMR ქსელის ამოქმედებას აპირებს. Microsoft ასევე გეგმავს მომავალში ელექტროენერგიის შეძენას Helion-ისგან, რომელიც ავითარებს ელექტროსადგურ fusion-ის პროექტს. Helion-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი და ChatGPT-ის დეველოპერი Sam Altman. 

კლასიკური ბირთვული რეაქტორებისგან განსხვავებით, რომლებიც დიდი რაოდენობით რადიოაქტიურ ნარჩენებს წარმოქმნიან, თერმობირთვული რეაქტორი შეიძლება გახდეს სუფთა ენერგიის რეალური წყარო განსხვავებული მოქმედების პრინციპის წყალობით. სამწუხაროდ, ექსპერტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მუშა თერმობირთვული ელექტროსადგურის შექმნამდე სულ მცირე რამდენიმე ათწლეულია დარჩენილი, ხოლო კლიმატის ცვლილების პრობლემები დღეს უკვე აქტუალურია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.