Jump to content

ექსპერტებმა მიუთითეს Bitcoin-ის პოტენციალზე - 8%-ით შეამციროს მეთანის ემისია


Magdalena

Recommended Posts

image.png 

Bitcoin-ს აქვს პოტენციალი - გახდეს გლობალური ენერგეტიკული გადასვლის კატალიზატორი და შეამციროს მავნე გამონაბოლქვი, ნათქვამია Institute of Risk Management-ის ექსპერტების კვლევაში. 

დილან კემპბელმა და ალექსანდერ ლარსენმა გამოაქვეყნეს ნაშრომი სათაურით " Bitcoin და ენერგიკული გადასვლა: რისკიდან შესაძლებლობამდე". 

ავტორების მტკიცებით მიუხედავად იმისა, რომ პირველი კრიპტოვალუტა აღიქმება რისკად მისი ელექტროენერგიის მოხმარების მაღალი დონის გამო, მას შეუძლია სფეროში გლობალური პრობლემების ახალ გადაწყვეტილებებამდე მისვლა განაპირობოს. 

მკვლევარებმა ხაზგასმით აღნიშნეს ენერგიის მნიშვნელოვანი როლი ცივილიზაციის განვითარებაში და საიმედო, სუფთა და უფრო ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროების საჭიროება. 

Bitcoin-ის ენერგეტიკული ინტენსივობის კრიტიკის მიუხედავად კემპბელმა და ლარსენმა წარმოადგინეს დაბალანსებული შეხედულება, რომელშიც ჩანს მაინინგის პოტენციური სარგებელი. 

მათი აზრით პირველი კრიპტოვალუტის მაინინგი უზრუნველყოფს მინიმუმ შვიდ შესაძლებლობას ენერგეტიკული ინდუსტრიის გაუმჯობესებისთვის. 

ექსპერტების აზრით კრიპტოვალუტის მაინინგ ინდუსტრია 2030 წლისთვის შეძლებს მეთანის გლობალური ემისიების შემცირება 8%-ით სამრეწველო წვის დროს გამოყოფილი სასათბურე გაზების ნაკლებად მავნე ნივთიერებებად გარდაქმნის გზით.  

image.jpeg 

მაინინგისას მეთანის ემისიების გამოყენების პოტენციალი. წყარო: Institute of Risk Management. 

კემპბელმა და ლარსენმა აღნიშნეს მაინინგის სხვა პოტენციური სარგებელი ინდუსტრიისთვის: 

  • ენერგეტიკული ქსელის მართვის ეფექტურობის გაზრდა კრიპტოვალუტის მაინერების დეცენტრალიზაციისა და დატვირთვაზე სწრაფი რეაგირების უნარის წყალობით; 

  • ქარის და მზის გენერაციის დანერგვის დაჩქარება - მაინერებს შეუძლიათ მოხმარება დააბალანსონ; 

  • ატომური და ჰიდროელექტროსადგურების ეკონომიკის გაუმჯობესება ჭარბი ელექტროენერგიის შეძენით; 

  • გამოყოფილი სითბოს რეკუპერაცია. 

„ჩვენი წარმოდგენით მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin ელექტროენერგიის მომხმარებელია, ეს არ ნიშნავს, რომ იგი არის ნახშირორჟანგის ემისიების და ჰაერის სხვა დამაბინძურებლების დიდი წყარო. „კრიპტოვალუტა შეიძლება იყოს კატალიზატორი ყველასთვის სუფთა, უფრო ენერგიით უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფისთვის“, - აცხადებენ მკვლევარები. 

შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის მაინინგი გამოყოფს CO-ის გლობალური გამონაბოლქვის 0.1%-ს კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის მონაცემების მიხედვით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.