Jump to content

NVIDIA გახდა ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში შემოსავლების მიხედვით - AMD და Qualcomm ძალიან ჩამორჩნენ


Recommended Posts

მესამე კვარტალი დასასრულს უახლოვდება და TrendForce-ის სპეციალისტებმა მეორე კვარტლის შედეგები შეაჯამეს. მათ დაადგინეს, რომ ინტეგრირებული მიკროსქემების ათი უმსხვილესი მწარმოებლის მთლიანი შემოსავალი გასული პერიოდის განმავლობაში გაიზარდა 12.5%-ით 38.1 მლრდ აშშ დოლარამდე. ამ თანხის თითქმის 30% მოდის NVIDIA-ზე, რომელმაც თანმიმდევრულად გაზარდა საკუთარი შემოსავალი 68.3%-ით 11.3 მლრდ აშშ დოლარამდე და კონკურენტებ დიდი სხვაობით ჩამოიტოვა უკან. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

შედარებისთვის, მეორე ადგილზე განთავსებული კორპორაცია Qualcomm მეორე კვარტალში 7.2 მლრდ აშშ დოლარი შემოსავლით დაკმაყოფილდა. ეს მაჩვენებელი 9.7%-ით შემცირდა და შედეგად იგი აკონტროლებს ფულად გამოხატულებაში ბაზრის 18.8%-ს, წინა კვარტლის მაჩვენებელი 23.5% იყო. კომპანიის შემოსავლის უარყოფითი დინამიკის მიზეზი TrendForce-ის წარმომადგენლების განმარტებით იყო სმარტფონებზე მოთხოვნის კლება, რომელზეც Qualcomm მეტად დამოკიდებულია.  

NVIDIA-ს შემთხვევაში მეორე კვარტალში სერვერების სეგმენტში შეინიშნებოდა 105%-იანი ზრდა. დიდი მოთხოვნით სარგებლობდა გამომთვლელი არქიტექტურის ამაჩქარებლები Hopper და Ampere HGX სისტემების შემადგენობაში, აგრეთვე ქსელის ინფრასტრუქტურა InfiniBand, რომელიც მათი მუშაობისთვის აუცილებელია. შემოსავლების მხრივ მეორე კვარტალში NVIDIA აკონტროლებდა ნახევრადგამტარი კომპონენტების ბაზრის 29.7%-ს სექტორის უმსხვილეს კომპანიებს შორის. რეიტინგში არ შევიდა ის კომპანიები, რომლებიც თავად აწარმოებენ თავიანთ შექმნილ ჩიპებს, მაგალითად Intel და Samsung Electronics. 

image.png 

ფოტოს წყარო: TrendForce 

კომპანია Broadcom მესამე ადგილზეა 5.9 მლრდ აშშ დოლარიანი შემოსავლით, მისი საბაზრო წილი 20.4-დან 18.1%-მდე შემცირდა. შემცირდა კომპანიის შემოსავალი ქსელური მონაცემთა სანახი სისტემებისთვის, ფართოზოლოვანი ქსელური გადაწყვეტილებებისა და უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი კომპონენტებიდან, ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის განკუთვნილ კომპონენტებზე მოთხოვნის ზრდამ ვერ უზრუნველყო ამ ვითარების კომპენსირება. 

მეოთხე ადგილზეა AMD 5.36 მლრდ აშშ დოლარიანი შემოსავლით, რომელიც სიმბოლური 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო კომპანიის ბაზრის წილი 15.8-დან 14.1%-მდე შემცირდა ფულადი თვალსაზრისით NVIDIA-ს მხრიდან ზეწოლის შედეგად. მეხუთე ადგილი დაიკავა ტაივანურმა MediaTek-მა შემოსავლების 1.5%-ით 3.2 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდით და ბაზრის 8.4%-იანი წილით, რომელიც ასევე შემცირებულია პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 9.3%-თან შედარებით. 

ჯამში NVIDIA-ს გარდა, რომელიც რეიტინგის სათავეშია, მეორე კვარტალში საკუთარი წარმოების ჩიპების ტოპ მომწოდებელთა ათეულიდან მხოლოდ Novatek-მა და Realtek-მა, რომლებმაც, შესაბამისად, მეშვიდე და მერვე ადგილები დაიკავეს, შეძლეს თავიანთი საბაზრო პოზიციების გამყარება ფულადი თვალსაზრისით. მათი შემოსავალი გაიზარდა 24.7 და 32.6%-ით, შესაბამისად. პირველ მათგანს ხელი შეუწყო სატელევიზიო აღჭურვილობაზე მოთხოვნის ზრდამ, მეორეს კი ლეპტოპებისა და კომპიუტერების კომპონენტებზე მოთხოვნა დაეხმარა. 

TrendForce-ის პროგნოზების მიხედვით თუ ბაზრის მიმდინარე ტენდენციები გაგრძელდება მესამე კვარტალში ბაზრის ლიდერების ათეული გააგრძელებს შემოსავლების ზრდას მთლიანობაში ორნიშნა პროცენტით და, რა თქმა უნდა, განაახლებს ისტორიულ რეკორდებს. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.