Jump to content

Apple iPhone 15 Plus რეკორდსმენია ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობის დროით


Magdalena

Recommended Posts

ხალმა iPhone 15 Plus-მა რეკორდი დაამყარა ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობით და უკან ჩამოიტოვა iPhone-ის ყველა წინა მოდელი. iPhone 15-ის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ ბატარეის ტესტირების შედეგებმა ახალი მოდელის უპირატესობა დაადასტურა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

Apple აქტიურად არეკლამებდა ახალ 3-ნანომეტრიან ჩიპ A17 Pro-ს ეფექტურობას, რამაც დიდი მოლოდინი გააჩინა iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max მოდელების ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ბლოგერ Mrwhosetheboss-ის მიერ ჩატარებული ტესტირებისას Pro Max-მა უფრო დიდხანს გაძლო, ვიდრე ყველა წინა iPhone მოდელმა. თუმცა ნამდვილი აღმოჩენა იყო iPhone 15 Plus, რომელმაც აქტიური ეკრანით 13 საათზე დიდხანს იმუშავა და ახალი რეკორდი დაამყარა ყველა iPhone-ს შორის. 

Apple-ის ტექნიკური მახასიათებლების ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია ბატარეის მუშაობის დრო აუდიოს უწყვეტი მოსმენისას და ვიდეო ყურებისას. კომპანიის მონაცემებით iPhone 15 Pro Max მუშაობს ყველაზე დიდხანს ნაკადური ვიდეოს ყურებისას - ეს დროა 25 საათი, iPhone 15 Pro და iPhone 15 Plus კი - 20 საათს. თუმცა აუდიოს მოსმენისას Pro Max მოდელი მუშაობს 95 საათს, Plus ვერსია კი - რეკორდულ 100 საათს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრები ზოგად წარმოდგენას გვიქმნის, რეალური სამუშაო დრ შესაძლოა განსხვავებული იყოს, რადგან სმარტფონის ყოველდღიური მოხმარება მოიცავს სხვადასხვა ამოცანას და არა მხოლოდ ვიდეო ან აუდიო კონტენტის გამოყენებას. 

ბლოგერ Mrwhosetheboss-ის ტესტები მიზნად ისახავდა მოწყობილობის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების სიმულაციას მთელი დღის განმავლობაში: ვიდეოების ყურება TikTok-ზე, ვიდეო ჩათები Zoom-ში, ვიდეოების ჩაწერა და თამაში. ტელეფონის ეკრანი აქტიური იყო ბატარეის სრულად დაცლამდე. ბატარეის მუშაობის ლიდერი ამ დრომდე იყო iPhone 13 Pro Max, თუმცა, ტესტებმა აჩვენა, რომ iPhone 15-ის ყველა მოდელმა აჯობა წინამორბედებს. კერძოდ, iPhone 15 Pro-მ გაძლო 9 საათი 20 წუთი, საბაზისო iPhone 15-მა - თითქმის 10 საათი, 15 Pro Max-მა - 11 საათი 41 წუთი, 15 Plus-მა კი - რეკორდული 13 საათი 19 წუთი. 

ახალი iPhone 15 მოდელების ბატარეის ტესტირების შედეგები ადასტურებს Apple-ის სწრაფვას - გააუმჯობესოს თავისი მოწყობილობების წარმადობა და ეფექტურობა. iPhone 15 Plus-ის საუკეთესო წარმადობა ახალ სტანდარტს ადგენს მომხმარებლებისთვის, რომლებიც ბატარეის ხანგრძლივ მუშაობას აფასებენ. ეს შეიძლება საკვანძო ფაქტორი იყოს მრავალი მომხმარებლისთვის სმარტფონის არჩევისას უახლოეს მომავალში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.