Jump to content

Xiaomi-მ წარადგინა Redmi Note 13 Pro - Snapdragon 7s Gen 2, 1.5K OLED-ეკრანი და 200 მპ კამერა 200 აშშ დოლარზე ნაკლებად


Recommended Posts

კომპანია Xiaomi-მ წარადგინა სმარტფონების სერია Redmi Note 13, რომელშიც შედის მოდელი Redmi Note 13 Pro. ახალი სმარტფონი დამყარებულია კომპანია Qualcomm-ის 4-ნანომეტრიან პროცესორ Snapdragon 7s Gen 2-ზე, რომელიც გასულ კვირაში დაანონსდა და ზემოთხსნებული სმარტფონი პირველია ამ ჩიპით. 

image.jpeg 

Redmi Note 13 Pro-ს აქვს 6.67-დუიმიანი OLED დისპლეი გაფართოებით 2712 × 1220 პიქსელი (1.5K), 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამით. დისპლეი უზრუნველყოფს 1800 კდ/2 მაქსიმალურ სიკაშკაშეს, ხოლო განათების რეგულირება 1920 ჰერცს შეადგენს. სმარტფონის განბლოკვისთვის გამოიყენება ეკრანზე ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერი. 

image.jpeg 

Redmi Note 13 Pro-ს ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8-დან 16 გბ-მდე, ფლეშ-მეხსიერების - 128-დან 512 გბ-მდე. სმარტფონის უკანა პანელზე განთავსებულია კამერა ძირითადი, 200-მეგაპიქსელიანი Samsung HP3 სენსორით, ოპტიკური სტაბილიზაციითა და f/1.65 დიაფრაგმით. ასევე მოცემულია სუპერფართოკუთხიანი 8 მპ მოდული და 2-მეგაპიქსელიანი სენსორი მაკროგადაღებისთვის. ფრონტალური კამერის გაფართოება 16 მეგაპიქსელია. 

image.jpeg 

5100 მა/სთ მოცულობის ბატარეას აქვს სწრაფი 67-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა. სმარტფონის ზომაა 161.15 × 74.24 × 7.98 მმ, წონა - 187 გრამი. სმარტფონი ხელმისაწვდომია შემდეგ ფერებში: შავი (Midnight Dark), ცისფერი (Time Blue), ნაცრისფერ (Light Dream) და თეთრი (Star Sand White). სმარტფონს ასევე აქვს თანამედროვე სმარტფონებისთვის იშვიათი, 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენისთვის. 

საბაზისო Redmi Note 13 Pro 8/128 გბ მოდელის ფასია დაახლოებით 192 აშშ დოლარი, ყველაზე ძვირადღირებული Redmi Note 13 Pro 16/ 512 გბ ვერსიის ფასი კი დაახლოებით 275 აშშ დოლარს შეადგენს. 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.