Jump to content

დაანონსდა Surface Laptop Studio 2 - ყველაზე მძლავრი ლეპტოპი Microsoft-ის ისტორიაში


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Microsoft-მა ღონისძიება Surface-ზე ნიუ-იორკში წარადგინა ლეპტოპი-ტრანსფორმერი Surface Laptop Studio 2. ლეპტოპში შენარჩუნებულია წინმორბედის ზოგადი ესთეტიკა მოძრავი, 14.4-დუიმიანი დისპლეის ჩათვლით, რის შედეგად მისი გამოყენება მოსახერხებელია სენსორული მართვისთვის. თუმცა ახალ ოდელს აქვს უფრო მძლავრი კომპონენტები და ახალი სასარგებლო ფუნქციები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Microsoft 

Microsoft-მა Surface Laptop Studio 2-ს თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოწყობილობა უწოდა - იგი წარმადობით წინა მოდელს ორჯერ აღემატება. ლეპტოპი დამყარებულია მე-13 თაობის Intel Core ჩიპებზე (Core i7-13700H ან Core i7-13800H) და აქვს NVIDIA GeForce RTX 4050 ან GeForce RTX 4060 ვიდეო ბარათი. 

image.jpeg 

Microsoft Surface Laptop Studio 2 იქნება პირველი ლეპტოპი Windows-ზე, რომელიც წარმოდგენილი იქნება NPU (Neural Processing Unit) ბლოკი. ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესორ Intel Core i7-13700H-ს დაემატება Intel-ის ხელოვნური ინტელექტის სპეციალური ამაჩქარებელი Gen3 Movidius 3700 VPU. ლეპტოპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გბ-მდეა, SSD-ის - 2 ტბ-მდე.  

Studio 2-ს აქვს 14.4-დუიმიანი სენსორული დისპლეი 2400 × 1600 პიქსელი გაფართოებით ა 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. გვერდების შეფარდებაა 3:2, მაქსიმალური სიკაშკაშე - 650 კდ/2. ეკრანს გააჩნია HDR400 სერტიფიკაცია. მონაცემთა შეყვანისთვის გამოიყენება სტილუსი Surface Slim Pen 2. მოწყობილობის ავტონომიური მუშაობის დრო 18 საათამდეა. 

image.jpeg 

Studio 2-ში გაფართოვა კომუნიკაციის შესაძლებლობები: მას აქვს ორი პორტი USB-C (Thunderbolt 4), ერთი პორტი USB-A და ქარდრიდერი microSD მეხსიერების ბარათისთვის, აგრეთვე 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. გარდა ამისა, წარმოდგენილია კონფიგურირებადი და უფრო მგრძნობიარე სენსორული პანელი. 

Surface Laptop Studio 2 გაყიდვაში 3 ოქტომბერს გამოვა და მისი საწყისი ფასი 1999 აშშ დოლარს შეადგენს. ამ ფასად შემოთავაზებული იქნება ვერსია დისკრეტული ვიდეო ბარათის გარეშე, მას ექნება ინტეგრირებული Intel Iris Xe. ვერსია, რომელსაც ექნება GeForce RTX 4050, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ SSD, შეფასებულია 2399 აშშ დოლარად. უფროსი ვერსია GeForce RTX 4060 ვიდეო ბარათით, 64 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და 2 ტბ SSD-ით 3699 აშშ დოლარად გაიყიდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.