Jump to content

ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს ხარული ტრენდის განახლების ნიშნები


Recommended Posts

image.jpeg 

Bitcoin-ის გრძელვადიანი მფლობელები აგროვებენ მონეტებს, რომლებიც მათ მიყიდეს მოკლევადიან ინვესტორებგაზაფხულზე, რაც სამომავლოდ პოზიტიური პერსპექტივაა. ამ დასკვნამდე მივიდნენ Bitfinex-ის სპეციალისტები. 

ასეთ ქცევას ჰოდლერები ავლენენ ხარული ბაზრების დასაწყისში, როდესაც ისინი სწრაფად იღებენ სარგებელს თავიანთი სპოტ-აქტივების გარკვეული ნაწილიდან და შემდეგ ხელახლა აგროვებენ მათ სწრაფი კრახის ან ბაზრის ვარდნის პერიოდის შემდეგ“, - ნათქვამია დოკუმენტში. 

ანალიტიკოსების აზრით მიმდინარე პერიოდი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც დროებითი კაპიტულაცია - ბაზარი გაურკვეველია ფასების უეცარი ვარდნის შემდეგ, როდესაც მოხდა ლიკვიდაციების ბევრი შემთხვევა. ამ დროს ხშირად ხდება მონეტების გაცვლა მოკლევადიანი ინვესტორებიდან გრძელვადიანზე. 

ექსპერტებმა მიუთითეს ფასების დინამიკაზე - სპეკულანტებმა დაიწყეს კვირის დასაწყისში შეძენილი მონეტების მოშორება ფასის 3%-იანი ნახტომის შემდეგ, რაც „მათთვის ტიპური ქცევაა“. 

მათ თავიანთი დასკვნები HODL Waves სქემაზე წარმოადგინეს. შავი მართკუთხედები აღნიშნავს ორიდან რვა წლამდე ან მეტი ვადით შეკავების „ტალღებს“, წითელი ოთხკუთხედები - სამ თვემდე. 

image.png 

წყარო: Bitfinex, ChainExposed. 

ანალიტიკოსებმა ასევე მოიხსენიეს CryptoQuant-ის მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ „მოკლევადიანი მფლობელების ჯგუფი ზარალშია, რის გამოც ისინი უარ იტყვიან იმ მონეტებზე, რომლებიც ადრე ჰოდლერებისგან იყიდეს“. 

image.png 

წყარო: Bitfinex, CryptoQuant. 

The Block-თან ინტერვიუში Crypto Quant-ის ანალიტიკოსმა ადამ მურადმა ყურადღება გაამახვილა ამ უკანასკნელის მიერ მონეტების ცენტრალიზებული პლატფორმებიდან ამოღებაზე. მისი შეფასებით ფასების ბოლო ზრდის შემდეგ 10000-ზე მეტი BTC ცივ საფულეებში გადავიდა. 

Bitfinex ვარაუდობს, რომ გრძელვადიანი ინვესტორები უფრო დარწმუნებულნი გახდნენ მაკროეკონომიკურ პერსპექტივაში. შეფასება სხვა საკითხებთან ერთად ეფუძნება ინფლაციის უახლეს ანგარიშს, რომელსაც 20 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან ფედერალური სარეზერვო სისტემის თავშეკავებაზე გავლენა არ მოუხდენია. 

QCP Capital-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ის ფასის 27 ათას აშშ დოლარზე მეტად აღდგენა დაუკავშირეს გავრცელებულ ხმებს, რომ Mt.Gox-ის მომხმარებლებისთვის თანხების განაწილების დაწყება 2024 წლისთვის გადაიდება. 

პროცესი 2023 წლის 31 ოქტომბრისთვის უნდა დასრულებულიყო. ამჟამად Mt.Gox-ის განკარგულებაშია 142 ათასი BTC (3.9 მლრდ აშშ დოლარი), 143 ათასი BCH (17.9 მლნ აშშ დოლარი) და 69 მლრდ ¥ (523 მლნ აშშ დოლარი) - ჰაკების თანხების დაახლოებით 20%. 

ჩვენ ვთვლით, რომ ბევრს არ ჰქონდა გათვლა ტრანსფერზე. ოფიციალური განცხადება უდავოდ გამოიწვევს მოკლევადიან შეკუმშვას (Short squeeze - აქციების ფასის სწრაფი ზრდა, უპირველეს ყოვლისა ამ აქციის ჭარბი მოკლე გაყიდვის და არა სხვა ფუნდამენტური ფაქტორების გამო). ეს იგივეა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება SEC-ისა და Grayscale-ის დაპირისპირების საქმეზე“, - განმარტეს მათ. 

QCP Capital-ის ექსპერტები მეოთხე კვარტალში ციფრული ოქროს მიმართ დათვურ განწყობას ავლენდნენ 1 ოქტომბერს მოსალოდნელი, აშშ-ხელისუფლების მხრიდან დაფინანსების პოტენციური შეწყვეტისა და ნავთობზე ფასების ზრდის მოტივით. 

მათ ოქტომბერში კურსის ორიენტირად 22 ათასი აშშ დოლარი დაასახელეს, სცენარი გაუქმდება, თუ 32 ათას აშშ დოლარიანი დონე აირღვევა. 

image.png 

წყარო: QCP Capital. 

„ამ სცენარში ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის შემსუბუქების გარეშე, სავარაუდოდ, აქციების ღირებულებები დაეცემა და მათთან ერთად კრიპტოვალუტების ფასებიც“, - ასკვნიან ექსპერტებ. 

ადრე BitMEX-ის თანადამფუძნებელმა არტურ ჰეისმა დაუშვა Bitcoin-ის შესაძლო მოკლევადიანი ჩასვლა 20 ათას აშშ დოლარს ქვემოთ, რასაც ახალი ზრდის იმპულსი მოჰყვებოდა. თუმცა სექტემბერში მან მიუთითა ციფრული ოქროს პოზიტიურ პერსპექტივაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის მიუხედავად. 

Edelman Financial Engines-ის დამფუძნებელ რიკ ედელმანის პროგნოზით პირველი კრიპტოვალუტის ფასი 2025 წლის ზაფხულისთვის 150 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.