Jump to content

Intel Core Ultra დეკემბერში გამოვა - Meteor Lake რევოლუციას გვპირდება ენერგოეფექტურობაში


Recommended Posts

Intel-მა გააზიარა დეტალები Meteor Lake პროცესორების შესახებ, რომელშიც კომპანია სამომხმარებლო სეგმენტისთვის პირველად გამოიყენებს ჩიპლეტურ დიზაინს და ახალ ტექნოპროცეს Intel 4-ს EUV ლითოგრაფიით. სერიის წარმომადგენლებს აღარ ექნება დასახელებაში „i“, ამის ნაცვლად მათი სახელწოდება იქნება Core Ultra და მათი წარდგენა 14 დეკემბერს შედგება. ესენი იქნება მობილური ჩიპები მოწინავე სეგმენტის ლეპტოპებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Meteor Lake პროცესორები ოთხი ჩიპლეტისგან შედგება, ესენია: CPU, GPU, SoC და I/O. ორი კრისტალი - GPU და SoC - იწარმოება TSMC-ის მიერ N5 და N6 (5- და 6-ნანომეტრიანი ტექნოლოგიები, შესაბამისად) ტექნოპროცესებით. CPU ჩიპლეტს Intel თავად აწარმოებს Intel 4 (7 ნმ) ტექნოპროცესით. ჩიპლეტების ერთ მთლიანობად გაერთიანება ხორციელდება საფირმო ტექნოლოგიFoveros-ის გამოყენებით. 

image.jpeg 

Meteor Lake-ის სტრუქტურა ენერგოეფექტურობაზეა ორიენტირებული. Intel-ის დაპირებით ახალ ჩიპს ექნება ისეთივე წარმადობა, როგორიც აქტუალურ მობილურ Raptor Lake-ს, თუმცა მოიხმარს ორჯერ ნაკლებ ენერგიას. შედეგად შესაძლებელი გახდება უფრო მძლავრი ჩიპები უფრო თხელ ლეპტოპებში განთავსდეს. 

image.jpeg 

Meteor Lake-ის ბირთვებს ახალი არქიტექტურა აქვს: მძლავრი P ბირთვების არქიტექტურაა Redwood Cove, E ბირთვების - Crestmont. აგრეთვე, Meteor Lake-ს აქვს ცალკე „დაბალვოლტიანი E ბირთვები“, რომლებიც SoC ჩიპლეტშია განთავსებული. შედეგად კომპიუტერი შეძლებს იმუშაოს ენერგიის დაზოგვის რეჟიმში და არ გამოიყენოს CPU ჩიპლეტი, რომელიც პოტენციურად ყველაზე მეტი ენერგიის მომხმარებელია. 

image.jpeg 

სამი სახის ბირთვის გამოყენებამ Intel აიძულა გადაეკეთებინა დამგეგმავი Thread Director, რომელიც ამოცანის ამა თუ იმ ნაკადზე გადანაწილებაზეა პასუხისმგებელი. სამუშაო დატვირთვა დაიწყება ყველაზე ეკონომიური ბირთვებით. P ბირთვები ყველაზე ბოლოს ჩაერთვება. 

image.jpeg 

image.jpeg 

SoC ჩიპლეტს დაემატა ხელოვნური ინტელექტის პროცესორი NPU VLIW-არქიტექტურით, რომელიც ორიენტირებული გამრავლება-დაგროვების ოპერაციის პარალელურ შესრულებაზე. Intel აქტიურად თანამშრომლობს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებთან, რათა ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებმა NPU-ის შესაძლებლობები გამოიყენონ. პრეზენტაციაზე Intel-მა აჩვენა სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის სისტემის მუშაობა ლოკალურ რეჟიმში, ქლაუდზე ან სხვა გარე სერვერზე წვდომის გარეშე. ზოგადად, Meteor Lake-ის მარკეტინგი აიგება იმ თეზისზე, რომ ეს არის პირველი AI პროცესორი, რომელიც შესაფერისია ლოკალურ სისტემაზე სწრაფი და ენერგოეფექტური ინფერენსისთვის. 

image.jpeg 

Meteor Lake-ში ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი Iris Xe-დან გადავიდა უფრო მძლავრ XeLPG არქიტექტურაზე, რომელმაც XeHPG-სგან მიიღო იგივე ბლოკების ნაკრები, როგორც Arc A380 ვიდეო ბარათს აქვს. Meteor Lake-ს ექნება აპარატული რეითრეისინგის და ხელოვნური  ინტელექტის მაშტაბირების ტექნოლოგია XeSS-ის მხარდაჭერ. Intel-ის დაპირებით წარმადობა Iris Xe-სთან შედარებით ორჯერ გაიზრდება. 

image.jpeg 

I/O ჩიპლეტზე მხარდაჭერილია Thunderbolt 4 და PCIe 5.0, SoC ჩიპლეტზე - Wi-Fi 6Е და Wi-Fi 7, აგრეთვე DisplayPort 2.1 და HDMI 2.1. 

image.jpeg 

Meteor Lake-ის მოდელების შემადგენლობა უცნობია, თუმცა Intel-მა წარადგინა „წინასწარი ეტაპის“ MSI-ს ლეპტოპი ახალი პროცესორით, რომელსაც 6 P და 8 E ბირთვი აქვს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.