Jump to content

ASUS-მა გამოუშვა ყველაზე ძვირადღირებული და სწრაფი ვიდეო ბარათი - Matrix GeForce RTX 4090 Platinum


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა განაცხადა, რომ დაიწყო ფლაგმანურ ვიდეო ბარათ ROG Matrix GeForce RTX 4090 Platinum-ის გაყიდვა, რომელიც რიგით გეიმერებზე არ არის გათვლილი. მისი ფასი 3200 აშშ დოლარს შეადგენს, რაც ორჯერ აღემატება GeForce RTX 4090-ის ეტალონურ ვერსიას. ეს გახლავთ ყველაზე ძვირადღირებული ვიდეო ბარათი გრაფიკულ პროცესორ NVIDIA AD102-ის ბაზაზე.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

ASUS ROG Matrix GeForce RTX 4090 Platinum გვთავაზობს გრაფიკული პროცესორის ყველაზე მაღალ ქარხნულ აჩქარებას, აგრეთვე აქვს თხევადი გაგრილების უნიკალური სისტემა. მის შემადგენლობაში შეის გარე რადიატორი სამი ქულერით, სპილენძის დიდი ბლოკი, რომელსაც კონტაქტი აქვს GPU-სთან, მეხსიერების ჩიპებთან და კვების ქვესისტემის ელემენტებთნ, ასევე აქვს ადაპტირებული ტუმბო (პომპა) - ზომით უფრო დიდი, ვიდრე ASUS ROG GeForce RTX 4090 Strix LC მოდელებში გამოყენებული. 

image.jpeg 

თავად ROG Matrix GeForce RTX 4090 Platinum-ის ზომა 286.5 × 148.3 × 24.5 მილიმეტრია და იკავებს 2.5 გაფართოების სლოტს კომპიუტერის კორპუსში. რადიატორის ზომაა 400 × 120 × 65 მმ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: HardwareUnboxed 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

ASUS გახდა პირველი კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა გამოეყენებინა თხევადი ლითონი ჩვეულებრივი თერმპასტის ნაცვლად, როგორც თერმული ინტერფეისი გაგრილების სისტემასა და გრაფიკულ ჩიპს შორის GeForce RTX 40 სერიის გეიმინგ ვიდეო ბარათებში. საბოლოო ჯამში, ROG Matrix GeForce RTX 4090 Platinum ასევე არის ყველაზე სწრაფი გეიმინგ ვიდეო ბარათი მსოფლიოში, ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ. 

image.jpeg 

image.jpeg 

ასევე აღსანიშნავია, რომ ROG Matrix GeForce RTX 4090 Platinum-მა დაამყარა ერთ-ერთი უახლესი მსოფლიო რეკორდი GPU-ს აჩქარებაში. თუმცამისთვის გამოიყენებოდა არა კომპლექტის გაგრილების სისტემა, არამედ თხევადი აზოტი. 

image.jpeg 

გრაფიკული პროცესორის ქარხნული სიხშირე 2670 მეგაჰერცია, რაც 6%-ით აღემატება ეტალონურ მაჩვენებელს. ROG Matrix GeForce RTX 4090 Platinum-ის მაქსიმალური ენერგომოხმარება 500 ვატია, თუმცა სურვილის შემხვევაში შესაძლებელია მისი გაზრდა 600 ვატამდე, რაც მისი 12+4-პინიანი 12VHPWR კონექტორის მაქსიმუმს წარმოადგენს. უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მწარმოებელი GeForce RTX 4090-ის პრემიუმ ვერსიებში წარმოადგენს ერთდროულად ორ ასეთ კონექტორ, ამის მაგალითია GeForce RTX 4090 HOF ვიდეო ბარათები Galax-ისგან. ანუ, ენერგმოხმარების თვალსაზრისით, ROG Matrix GeForce RTX 4090 Platinum-ს მაინც აქვს თავისი შეზღუდვები. 

არათს აქვს ორმაგი BIOS სისტემა ჩუმი და მაღალი წარმადობის რეჟიმებით. ROG Matrix GeForce RTX 4090 Platinum-ის გაგრილების სისტემა მეტად ეფექტურად უმკლავდება დავალებას, როგორც ეს ჩანს ქვემოთ მოცემულ სქრინებზე Cyberpunk 2077-დან, რომელიც 4K გაფართოებაზე იყო გაშვებული. 

image.jpeg 

გაგრილების პრობლემა არ ჩნდება გრაფიკული პროცესორის ხელით აჩქარების შემთხვევაშიც კი. 

image.jpeg 

ASUS-მა შეარჩია მხოლოდ რამდენიმე მიმომხილველი, რომლებმაც შეძლეს პირადად გაცნობოდნენ ROG Matrix GeForce RTX 4090 Platinum-ს. ესენი რესურსები TechPowerUP, Overclock3D და HardwareUnboxed. 

გეიმინგ წარმადობა 4K გაფართოებაზე. ფოტოების წყარო: Overclock3D 

image.pngimage.pngimage.pngimage.png 

რაც შეეხება წარმადობას, ახალი ბარათი აფიქსირებს წამში კადრების ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს თამაშებში GeForce RTX 4090-ის სხვა ვერსიებთან შედარებით, მათ შორის აჩქარებული ROG Strix მოდელის ჩათვლით. თუმცა, აბსოლუტურ მნიშვნელობებში განსხვავება მხოლოდ რამდენიმე FPS-ია ROG Matrix GeForce RTX 4090 Platinum-ის სასარგებლოდ. 

image.jpeg 

image.jpeg 

დავამატებთ, რომ ASUS გამოუშვებს ამ ვიდეო ბარათის სპეციალურ ვერსიას, რომელზეც ხელს თავად NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი მოაწერს. ROG Matrix GeForce RTX 4090 Platinum-ის ეს ექსკლუზიური ვერსია საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდება Make-A-Wish Foundation-ისთვის. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.