Jump to content

Neuralink-მა დაიწყო მოხალისეების ძებნა ტვინის იმპლანტ N1-ის კლინიკური ცდებისთვის


Recommended Posts

ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა მაისში ადამიანებში ტვინის იმპლანტის პირველი კლინიკური ცდების ჩატარების ნებართვა მიიღო და ახლა პირველ მოხალისეებს არჩევს. კვლევა, რომელიც დაახლოებით 6 წელი გაგრძელდება, გულისხმობს ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) ჩანერგვას ქირურგიულ რობოტ R1-ის გამოყენებით ადამიანის ტვინის იმ სფეროში, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. პროექტის თავდაპირველი მიზანია ადამიანებს მისცეს უნარი აკონტროლონ კურსორი ან კომპიუტერის კლავიატურა გონების ძალით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Neuralink 

Neuralink-მა განაცხადა, რომ ეთიკური საკითხების დამოუკიდებელი საბჭოსგან ნებართვა მიიღო დაიწყოს მონაწილეთა შეგროვება პარალიზებულ პაციენტებში თავის ტვინის იმპლანტის პირველი კლინიკური ცდებისთვის. კვლევა, სახელწოდებით PRIME (Precise Robotically Implanted Brain-Computer Interface), მიზნად ისახავს N1 იმპლანტის და R1 ქირურგიული რობოტის უსაფრთხოების, ასევე BCI-ის ფუნქციონალურობის შეფასებას. 

image.jpeg 

N1 იმპლანტი აღრიცხავს ნერვულ აქტივობას 1024 ელექტროდის გამოყენებით, რომლებიც განაწილებულია 64 ძაფზე. მეტად მოქნილი და თხელი ძაფები უზრუნველყოფს იმპლანტაციისა და შემდგომი გამოყენების დროს დაზიანების მინიმიზაციას. 

მიმდინარე წლის მაისში Neuralink-მა აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისგან (FDA) ნებართვა მიიღო, რათა დაეწყო პირველი კლინიკური კვლევები ადამიანებზე. აღსანიშნავია, რომ იმ დროს კომპანია უკვე იმყოფებოდა გულმოდგინე მარეგულირებელი ზედამხედველობის ქვეშ ცხოველებზე ტესტირებასთან დაკავშირებით. 

კანდიდატებს შორის არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ დამბლა ზურგის ტვინის დაზიანების ან ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის გამო. კომპანიამ არ გაასაჯაროვა რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას კვლევებში, რომელსაც დაახლოებით 6 წელი დასჭირდება. კომპანია ადრე გეგმავდა 10 პაციენტის ჩართვას, მაგრამ FDA-მ შესთავაზა ამ რაოდენობის შემცირება საცდელი უსაფრთხოების შესახებ შეშფოთების გამო. 

image.jpeg 

ქირურგიულ რობოტ R1-ში გაერთიანებულია ოპტიკურ სისტემებდა სენსორებ, მათ შორის 5 კამერა, ასევე აღჭურვილობა ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფიისთვის (OCT) 

კვლევაში გამოყენებული იქნება ქირურგიულ რობოტR1, რათა ქირურგიულად ჩანერგოს BCI ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია გადაადგილების განზრახვის გამომუშავებაზე. N1 იმპლანტი, რომელიც ფიზიკურად შეუმჩნეველი იქნება ჩაყენების შემდეგ, განკუთვნილია ტვინის სიგნალების უსადენოდ გადასაცემად აპლიკაციითვის, რომელიც მოძრაობის განზრახვებს დააფიქსირებს 

image.jpeg 

ადამიანის თმის ღერზე თხელი ნემსი იჭერს, აყენებს და ათავისუფლებს ნეირონულ ძაფებს. 

მასკის აზრით Neuralink-ს დიდი პერსპექტივები აქვს, მათ შორისაა სწრაფ ქირურგიულ ჩარევებ ჩიპების გამოყენებით სიმსუქნის, აუტიზმის, დეპრესიისა და შიზოფრენიის სამკურნალოდ. 

მიუხედავად მიმდინარე პროგრესისა, ექსპერტები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ BCI მოწყობილობა დადასტურდება უსაფრთხოდ ადამიანის მიერ გამოყენებისთვის, კომერციული გამოყენების დამტკიცებას შეიძლება 10 წელზე მეტი დასჭირდეს. ეს გამოწვეულია FDA-ს მიერ დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრად დაცვის აუცილებლობით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.