Magdalena Posted September 21, 2023 Share Posted September 21, 2023 AMD-მ წარმოადგინა EPYC 8004 სერიის პროცესორები კოდური სახელწოდებით Siena. ჩიპები დამზადებულია ახალი SP6 პროცესორის სოკეტისთვის, აქვს 64-მდე Zen 4c ბირთვი და ექვსარხიანი DDR5 მეხსიერების ქვესისტემა. AMD EPYC Siena პროცესორები შექმნილია პერიფერიული და საკომუნიკაციო სერვერებისთვის, რომლებიც ეყრდნობიან ერთ პროცესორს და საჭიროებენ არა იმდენად მაღალ წარმადობას, არამედ გაუმჯობესებულ I/O შესაძლებლობებსა და ენერგოეფექტურობას. AMD EPYC 8004 Siena პროცესორები შედგება Zen 4c არქიტექტურის 16-ბირთვიანი კრისტალებისგან (ჩიპლეტებისგან). თუმცა მათში გამოყენებულია მხოლოდ ოთხი ასეთი ჩიპლეტი იმ დროს, როდესაც მანამდე გამოსულ EPYC 9004 Bergamo ჩიპებში რვა ასეთი ჩიპლეტი იყო წარმოდგენილი, ხოლო I/O კრისტალები იგივეა. ახალ ჩიპებში მოცემულია 8-დან 64-მდე ბირთვი (128-მდე ნაკადი) ტაქტის სიხშირით 2.0-დან 3.1 გჰც-მდე, მათი სტანდარტული TDP-ის დონე 80-დან 200 ვატამდეა. ამავე დროს, შესაძლებელია ამ პროცესორების კონფიგურირება 225 ვატამდე მუშაობისთვის, ასევე ენერგომოხმარების 70 ვატამდე შემცირებისთვის. Zen 4 ბირთვებისგან Zen 4c განსხვავდება უფრო მჭიდრო განლაგებით, რის გამოც მათი ტაქტის სიხშირე შედარებით დაბალია, აგრეთვე შემცირებულია მესამე დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობა: Zen 4c-ის 32 მბ L3 ქეში ნაწილდება 16 ბირთვზე, Zen 4-ის შემთხვევაში კი - რვა ბირთვზე. მიუხედავად იმისა, რომ Zen 4c ზომით ნაკლებია და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს სრულფასოვან Zen 4 ბირთვთან შედარებით, მასზე მხარდაჭერილია ინსტრუქციების ანალოგიური ნაკრები, მაგალითად მას შეუძლია მუშაობა AVX-512 აპლიკაციებთან. AMD EPYC 9004 სერიის პროცესორები უზრუნველყოფენ უფრო მაღალ წარმადობას, თუმცა ახალი AMD EPYC 8004 სერია იქნება უფრო იაფი და ენერგოეფექტური. AMD ამტკიცებს, რომ კონკურენტ Intel Xeon Platinum 8490H-სა და Xeon Platinum 8471N-თან შედარებით Siena უზრუნველყოფს წარმადობა/ვატის დაახლოებით ორმაგ უპირატესობას SPECpower_ssj 2008 ტესტებში. AMD-ის ტესტების მიხედვით პროცესორი EPYC 8324P აფიქსირებს 16%-ით მაღალ წარმადობას ბირთვზე ვიდეოს კოდირების ამოცანებში 32-ბირთვიან Intel Xeon 6421N-თან შედარებით. აგრეთვე, AMD-ის ახალი პროცესორები უზრუნველყოფენ უფრო მაღალ (1.8-ჯერ მეტ) ბირთვის სიმკვრივეს სტეკზე Intel-ის ჩიპებთან შედარებით უფრო დაბალი (1.4-ჯერ ნაკლები) ენერგიის მოხმარებით. ახალი AMD EPYC 8004 პროცესორები დამზადებულია ახალ SP6 სოკეტზე, რომელიც უფრო კომპაქტურია EPYC 9004-სერიაში გამოყენებულ SP5-თან შედარებით. SP6-ის ზომაა 75.4 × 58.5 მმ და აქვს 4844 კონტაქტი, SP5-ის ზომაა 75.4 × 72 მმ და მასში 6096 კონტაქტია. ამის გამო ახალ სერიას აქვს მეხსიერების ექვსარხიანი კონტროლერი, EPYC 9004 სერიას კი - 12-არხიანი. PCIe 5.0 არხების რაოდენობაც შემცირებულია 128-დან 96-მდე, ამასთან ახალი პროცესორების 48 არხს აქვს CXL 1.1+ პროტოკოლის მხარდაჭერა თანამედროვე ამაჩქარებლებისთვის (ხელოვნური ინტელექტისა და სხვა აპლიკაციებისთვის) და/ან მეხსიერების გაფართოებისთვის. „ახალი EPYC 8004 სერიის პროცესორები კიდევ ერთხელ ადასტურებენ AMD-ის ლიდერობას ერთსოკეტიან პლატფორმებში, გვთავაზობენ პროცესორის ენერგოეფექტურობის აღმატებულობას კორპუსში, რაც აკმაყოფილებს სივრცითა და ენერგომოხმარებით შეზღუდული ინფრასტრუქტურის მოთხოვნებს“, - განაცხადა AMD-ის ვიცე-პრეზიდენტმა და სასერვერო განყოფილების გენერალურმა მენეჯერმა დენ მაკნამარამ. AMD აცხადებს, რომ EPYC 8004 Siena პროცესორები უკვე ხელმისაწვდომია Dell-ის, Lenovo-სა და Supermicro-ს ახალ Edge-სერვერებში. ახალ პროცესორებზე ასევე მხარდაჭერილია Ericsson და Microsoft Azure. AMD EPYC 8004 Siena პროცესორების გამოშვებით კომპანიამ დასრულებული სახე მისცა მე-4 თაობის EPYC ჩიპების პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს Genoa ჩიპებს ზოგადი დანიშნულების სერვერებისთვის, მაღალი წარმადობის გამოთვლების Genoa-X HPC-ს, ქლაუდ Bergamo-ს და „ინტელექტუალურ“ Siena ჩიპებს. „AMD-მ გამოუშვა მონაცემთა ცენტრის პროცესორების მრავალი თაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ განსაკუთრებულ ეფექტურობას, წარმადობას და ინოვაციას“, - აღნიშნა მაკნამარამ. „ახლა, როდესაც მე-4 თაობის EPYC პროცესორების პორტფოლიო დასრულებულია, ეს ლიდერობა გაგრძელდება სამუშაო დატვირთვების ფართო სპექტრში - დაწყებული კორპორატიული და ქლაუდ გამოთვლებიდან - ინტელექტუალურ გამოთვლებამდე, ტექნიკურ გამოთვლებამდე და ა.შ.“ https://tinyurl.com/2x7adv45 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.