Jump to content

ASUS-მა გამოუშვა ROG Ally კონსოლის ხელმისაწვდომი ვერსია ექვსბირთვიანი AMD Ryzen Z1 ჩიპით


Recommended Posts

გასულ კვირაში Valve-მ გეიმინგ პლატფორმ Steam-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფასდაკლება გამოაცხადა პორტატულ სათამაშო კონსოლ Steam Deck-ზე. ამჟამად კი ASUS-მა განაცხადა პორტატულ კონსოლ ROG Ally-ს უფრო ხელმისაწვდომი ვერსიის გაყიდვის დაწყების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ ივნისში იყო წარმოდგენილი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

გეიმინგ კონსოლ ASUS ROG Ally-ს, მოდელის ნომრით RC71L-Z1512, აქვს ექვსბირთვიანი და 12-ნაკადიანი პროცესორი AMD Ryzen Z1. ჩიპში გამოყენებულია ბირთვების გამომთვლელი არქიტექტურა Zen 4, ასევე აქვს ინტეგრირებულ გრაფიკა RDNA 3-ის ოთხი ბლოკი. შეგახსენებთ, რომ Ryzen Z1 Extreme პროცესორის შემადგენლობაში, რომელიც ROG Ally-ს უფრო ადრე გამოსულ, შედარებით ძვირადღირებულ ვერსიაში გამოიყენება, მოცემულია 8 ბირთვი 16 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და აქვს RDNA 3 გრაფიკის 12 ბლოკი. 

image.jpeg 

ASUS ROG Ally Ryzen Z1-ისა და Ryzen Z1 Extreme-ს დანარჩენი მახასიათებლები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ორივეს აქვს 7-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით - 120 ჰერცი. ორივე მათგანზე მხარდაჭერილია გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგია AMD FreeSync Premium, აგრეთვე გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგიები FSR (FidelityFX) და RSR (Radeon Super Resolution). კონსოლს აქვს 16 გბ ოპერატიული მეხსიერება LPDDR5-6400. 

image.jpeg 

Ryzen Z1 Extreme ჩიპზე დამყარებული ვერსიის მსგავსად ახალ ვარიანტსაც აქვს საფირმო ინტერფეისი ROG XG Mobile გარე ვიდეო ბარათთან დაკავშირებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

პორტალ VideoCardz-ის მიხედვით ASUS ROG Ally პორტატული გეიმინგ კონსოლი Ryzen Z1 პროცესორით უკვე ხელმისაწვდომია მსხვილ ამერიკულ საცალო ქსელ BestBuy-ზე, ასევე ASUS-ის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში. მოწყობილობა სხვა რეგიონებში ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი. კონსოლი 599 აშშ დოლარი ღირს, რაც 100 აშშ დოლარით იაფია Ryzen Z1 Extreme ჩიპის მქონე მოდელთან შედარებით. თუმცა Steam Deck-ის ძირითადი ვერსია მაინც ბევრად უფრო ხელმისაწვდომია - მისი  კონსოლის ფასია 399 აშშ დოლარი, ხოლო ამჟამინდელი ფასდაკლებით - 359 აშშ დოლარი.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.