Jump to content

2027 წლისთვის ყოველი მე-20 სმარტფონი დასაკეცი იქნება - იმ დროისთვის მათი ფასი ხელმისაწვდომი გახდება


Recommended Posts

2023 წლის ბოლოსთვის სმარტფონების ბაზარზე დასაკეცი მოდელების წილმა შეიძლება მიაღწიოს 1.6%-ს, ხოლო 2027 წლისთვის 5%-ს გადააჭარბოს, აცხადებს ანალიტიკური კომპანია TrendForce. მიმდინარე წელს ასეთი მოწყობილობების მიწოდების მოცულობა წინა წელთან შედარებით 43%-ით გაიზრდება და 18.3 მილიონ ერთეულს შეადგენს. ზრდის მთავარი მამოძრავებელი კომპონენტების ღირებულების შემცირებაა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

2024 წელს დასაკეცი სმარტფონების წილი შესაძლოა გაიზარდოს 2.2%-მდე, რაც აბსოლუტურ რიცხვებში 25.2 მილიონ მოწყობილობას შეადგენს. 

დასაკეცი სმარტფონების გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის კომპონენტების, განსაკუთრებით დასაკეცი პანელებისა და სახსრების ღირებულების კლება. TrendForce ვარაუდობს, რომ დასაკეცი სმარტფონები ფასები შეიძლება 1000 აშშ დოლარიან ზღვარს უახლოეს მომავალში ჩამოსცდეს, რაც რა თქმა უნდა მიზიდავს მომხმარებელთა ინტერესს. 

მიმდინარე წელს Samsung აგრძელებს ლიდერობას დასაკეცი სმარტფონების ბაზარზე და გეგმავს 12.5 მილიონი ასეთი მოწყობილობის მიწოდებას. თუმცა 2022 წელს კომპანიის წილი 82%-დან 68%-მდე შემცირდა ჩინელი კონკურენტების აქტიური შეტევის გამო. Huawei-ი მეორე ადგილზეა ბაზრის 14%-ით და დაახლოებით 2.5 მილიონი მოწყობილობის პროგნოზირებული მიწოდებით. მა მოსდევს OPPO და Xiaomi 5%- და 4%-იანი წილებით, შესაბამისად. 

ბაზრის დინამიკაზე თავისი კვალი დატოვა პანდემიამ. ჩინური ბრენდები, რომლებიც დაზარალდნენ პანდემიის ეკონომიკური შედეგებით, ამ დრომდე აქცენტს აკეთებდნენ შიდა ბაზარზე და თავიდან იცილებდნენ აგრესიულ გაფართოებას ქვეყნის გარეთ. თუმცა, თუ ისინი შეცვლიან თავიანთ სტრატეგიას, შეუძლიათ მნიშვნელოვნად დააჩქარონ დასაკეცი სმარტფონების ბაზრის ზრდა. 

კომპანია Apple ჯერჯერობით თავს იკავებს საკუთარი დასაკეცი სმარტფონების შემუშავებისგან სავარაუდოდ იმის გამო, რომ სურს შეინარჩუნოს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების ხარისხი. დრეკადი პანელისა და სახსრის განვითარებასთან დაკავშირებულმა საკითხებმა შეიძლება შეაფერხოს Apple-ის დებიუტი ამ დინამიურ სეგმენტში. დრო გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა ტექნოლოგიურ გიგანტ ბაზრის კვლავ შეცვლას ამჯერად დასაკეცი მოწყობილობებით. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.