Jump to content

PlayStation 5-მა მიიღო ახალი პროგრამული უზრუნველყოფა 8 ტბ-მდე SSD-ის, Dolby Atmos-ის და სხვა სიახლეების მხარდაჭერით


Recommended Posts

Sony-მ გამოუშვა პროგრამული უზრუნველყოფის მსხვილი განახლება PlayStation 5-სთვის. აფდეითის შედეგად დაემატა Dolby Atmos ტექნოლოგიის მხარდაჭერა, კონსოლის ჩართვისას ხმის გამორთვის შესაძლებლობა, დიდი მოცულობის SSD-ის მხარდაჭერა, მეორე კონტროლერის, როგორც დამხმარის დაკავშირების ფუნქცია, აგრეთვე აპლიკაცია PS Remote Play-ს გამოყენების შესაძლებლობა Google Chromecast-სთან Google TV-ით (4K), რის შედეგად შესაძლებელი გახდება PS5-დან ან PS4-დან თამაშების ტრანსლირება Android TV 12 მოწყობილობაზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Sony 

Dolby Atmos მხარდაჭერა ხორციელდება ტექნოლოგიSony 3D Audio-ს (Tempest Audio Tech) მეშვეობით. მხარდაჭერილია ყველა თავსებადი მოწყობილობა, მათ შორის ტელევიზორები, საუნდბარები და სახლის კინოთეატრბი. Netflix-ის მსგავსი მედიასერვისები მალე შეძლებენ PS5-სთვის განკუთვნილი აპლიკაციების განახლებას, რათა მათ Dolby Atmos-ის მხარდაჭერა დაემატოს. 

მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ გამორთონ ხმა კონსოლის ჩართვის ან გამორთვისას, ასევე ლოდინის რეჟიმში გადასვლისას ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დარეგულირდეს ამ ხმოვანი სიგნალის სიმძლავრე. 

image.jpeg 

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სიახლეა მეორე DualSense კონტროლერის დამხმარე კონტროლერად გამოყენების შესაძლებლობა. „შეგიძლიათ მონიშნოთ მეორე კონტროლერი იმავე ანგარიშზე, როგორც დამხმარე კონტროლერი და გამოიყენოთ ორივე მათგანი კონსოლის სამართავად, თითქოს იყენებდეთ ერთ კონტროლერს. ეს ფუნქცია საშუალებას მოგცემთ ისიამოვნოთ თამაშებით სხვა მომხმარებლებთან ერთად ან დაეხმაროთ მეგობარს ან შვილს თამაშის განსაკუთრებით რთული ნაწილების გადალახვაში,” - განაცხადა Sony Interactive Entertainment-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა Hideaki Nishino-მ. 

image.jpeg 

ასევე, მომხმარებლებს შეეძლებათ კონსოლთან ერთად გამოიყენონ M.2 ფორმატის 8 ტბ-მდე მოცულობის მყარი დისკები, ადრე შესაძლებლობ ამ მხრივ 4 ტბ დისკებით შემოიფარგლებოდა. მომხმარებლებს მაინც დასჭირდებათ დისკი, რომელიც აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს, ე.ი. PCIe 4.0 მხარდაჭერა, მაგრამ უზრუნველყოფილი გახდება მეტი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც დამატებითი სანახი სივრცე სჭირდება. 

დეველოპერებმა ასევე გააუმჯობესეს სამომხმარებლო ინტერფეისი და შეცვალეს ნავიგაცია ხელმისაწვდომი მენიუების საშუალებით. გაჩნდა კონტროლერისგან ტაქტილური უკუკავშირის აქტივაციის მხარდაჭერა კონსოლის ინტერფეისთან ურთიერთქმედებისას. ასევე დემტა ახალი შესაძლებლობები ხმოვანი მარვის კუთხით. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია თქვას: Hey, PlayStation, help - მხარდაჭერის გვერდის მოსაძებნად, ან Hey, PlayStation, what’s new - რათა შეიტყოს კონსოლის ახალი ფუნქციების შესახებ. 

image.jpeg 

გარკვეული ცვლილებები განიცადა სოციალურმა ასპექტებმა. მომხმარებლები შეძლებენ გეიმერების მოწვევას დახურულ ჯგუფებში მათი ჯგუფში დამატების გარეშე, ასევე გაუგზავნიან მოწვევას დახურულ ჯგუფში ერთდროულად ყველა მონაწილეს. შესაძლებელი გახდა წინასწარ ნახოთ, თუ როგორ გააზიარა ვინმემ თავისი გეიმინგ პროცესის ტრანსლაცია, სანამ ყურებას შეუერთდებით. მეგობრების სიაში უფრო ადვილი გახდა დანახვა, თუ რომელი მათგანი იმყოფება ჯგუფებში, შეტყობინებებს კი დაემატა ემოჯი-რეაქციები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.