Jump to content

Bitcoin პირველად სამ თვეში 25 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა


Recommended Posts

ორშაბათს Bitcoin-ის ფასი 25 ათას აშშ დოლარამდე დაეცა პირველად ბოლო სამი თვის განმავლობაში. ეს მოხდა გავრცელებული ხმების ფონზე, რომ სკანდალური ბირჟა FTX გეგმავს ციფრული აქტივების გაყიდვას გაკოტრების პროცესის ფარგლებში, განაცხდა Bloomberg-მა. 

image.jpeg 

Bitcoin-ის ფასი 3.3%-ით, 24958 აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 15 ივნისის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ იმ დროს BlackRock-მა შეიტანა განაცხადი Bitcoin ETF-ის დასარეგისტრირებლად. შედეგად იგი უნდა გამხდარიყო პირველ კომპანია, რომელიც აშშ-ს ბირჟაზე წარადგენდა სავაჭრო ფონდს უშუალოდ Bitcoin-ში ინვესტირებით. აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) გადადო გადაწყვეტილების მიღება BlackRock-ის განაცხადზე ისევე როგორც სხვა კომპანიების მსგავს განაცხადებზე. თუმცა კომისიას მოუწევს განხილვას დაუბრუნდეს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომ SEC-ის უარი - დაემტკიცებინა განაცხადი Grayscale Bitcoin Trust-ის (GBTC) Bitcoin ETF-ად გარდაქმნის შესახებ, უკანონო იყო. 

„ჩვენ ვხედავთ დოლარის გამყარებას ზედიზედ 8 კვირა, რაც Bitcoin-ის ფასზე დაღმავალ ზეწოლას ახდენს“, - განაცხადა CoinShares-ის კვლევის ხელმძღვანელმა James Butterfill-მა. „Bitcoin-ის რეგულაციასთან დაკავშირებით ასევე ნარჩუნდება იმედგაცრუება და ჩვენ გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება FTX კრიპტო აქტივების მთელ რიგზე, როგორიცაა Solana, რამაც შეიძლება ჭარბი მიწოდება გამოიწვიოს. 

Solana-ს კურსი ზედიზედ მეოთხე სავაჭრო სესიაზე იკლებს და ამ დროის განმავლობაში 10%-ით არის შემცირებული. ბაზრის ვარდნას ხელი შეუწყო გაკოტრებული კრიპტო ბირჟFTX-ისა და მისი შვილობილი კომპანიების აქტივების მოახლოებული გაყიდვის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა. როგორც ირკვევა, FTX ამჟამად ფლობს თითქმის 1.2 მლრდ აშშ დოლარს SOL-ში - Solana-ს ქსელის საკუთარ ტოკენში, ასევე 560 მლნ აშშ დოლარს Bitcoin-ში და 192 მლნ აშშ დოლარს - Ethereum-ში. 

გასულ თვეში კრიპტო ბირჟამ სასამართლომიმართა ციფრული აქტივების გაყიდვის ან გადაცემის ნებართვისთვის. სავსებით შესაძლებელია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს კრიპტობირჟის მოთხოვნა. შეგახსენებთ, რომ FTX-ის ადმინისტრაციამ აგვისტოში მოითხოვა სასამართლოს თანხმობა Galaxy Digital-ის ინვესტიციების მენეჯერად დანიშვნაზე, რომელიც აკონტროლებდა ტოკენის რეზერვებს, რაც დაარეგულირებდა კრიპტო ბირჟის გაყიდვებს და შეამცირებდა მათ გავლენას კრიპტოვალუტების ბაზარზე. 

Link to comment
Share on other sites

ცოტა ხნით იყო ჯერ დაცემული და მერე ისევ 26500$ ავიდა, თუმცა ეხლაც 26200$+ დგას ჯერ, ეთერეუმს უფრო გაუჭირდა მაგ პერიოდში 1540$-მდე დაეცა ეგ კოინი და მერე 1620$ დააბრუნეს ისევე, თითქოს თვის ბოლომდე მინიმუმ ერთი დაცემა კიდე უნდა იყოს, არაა გამორიცხული ამჯერათ 24000$-მდეც კი, სექტემბერი ისტორიულათ ყველაზე ცუდი თვე იყო ბიტკოინისთვის, ან არ იზრდებოდა საერთოდ ან საკმაოთ სერიოზულათ ეცემოდა ხოლმე წინა წლებშიც კურსი, ისე ოქრო კი ჩამოვიდა 1900$ თითქმის, თუმცა ადრეც დაეცა 1880$ მაგრამ მერე ისევ გაიზარდა, დოუ ჯონსია მაინც ყველაზე კარგ ფორმაში ბოლო თვეებია, რახან 35600 დოუს ინდექსი 2020 წლის შემდეგ აღარ ყოფილა ასული

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.