Jump to content

ხელოვნური ინტელექტი ყველა მოწყობილობაში: Samsung ნეირონულ ჩიპებს თავის სრულ საყოფაცხოვრებო ტექნიკაში 2024 წელს დანერგავს


Recommended Posts

Samsung, როგორც ჩანს, ფსონს დებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მთელ სპექტრის ხელოვნური ინტელექტით სრულყოფაზე. DigiTimes-ის ანგარიშის თანახმად კომპანია 2024 წელს გეგმავს "აღჭურვს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველა ახალი პროდუქტი ნეიროპროცესორებით (NPU)". უფრო მეტიც, ეს გეგმები მოიცავს როგორც პრემიუმ, ასევე მასობრივი ბაზრის მოწყობილობებს პროდუქციის კატეგორიებში, როგორიცაა ტელევიზორები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, ღუმელები, მაცივრები და კონდიციონერები. შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი Samsung-ის უთოებსა და ტოსტერებშიც კი გამოჩნდეს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

NPU-ების ასეთ ფართო გამოყენებაში Samsung-ის ინვესტიციის მიზეზი არის კომპანიის სურვილი - დაამატოს თავის მოწყობილობებს ხელოვნური ინტელექტი, როგორც მარკეტინგული განმასხვავებელი მახასიათებელი. კომპანიას სურს ბაზარზე გაიტანოს მოწყობილობები ულტრადაბალი ენერგმოხმარებით და მუდმივად მოქმედი ხელოვნური ინტელექტით, რათა უზრუნველყოს დამატებითი ფუნქციები და დახმარება მომხმარებლებისთვის. 

საწყოფაცხოვრებო მოწყობილობებში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს კომპიუტერულ ხედვას, ხმის ამოცნობას და ხმოვან ასისტენტ Bixby-ს სრულ ფუნქციონირებას, რის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მომხმარებლის კითხვებზე პასუხის გაცემისა და თავსებადი საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ერთმანეთთან ინტეგრირების შესაძლებლობები. 

image.jpeg 

ცოტა ხნის წინ Samsung-ის მიერ წარმოდგენილი საყოფაცხოვრებო მოწყობილობები კიდევ უფრო ვითარდება. მაგალითად, ღუმელს შეუძლია განსაზღვროს მზადებადი საკვები და მომხმარებელს მისი მომზადების მეთოდები შესთავაზოს, ხოლო მაცივარს შეუძლია მასში განთავსებული პროდუქტების ამოცნობა.  

Samsung-ის გეგმები 2024 წლისთვის მჭიდროდ არის დაკავშირებული NPU-ების მწარმოებლებთან, როგორიცაა კორეული DeepX, რომელიც გეგმავს დაიწყოს ახალი თაობის NPU-ების მასობრივი წარმოება და მიწოდება 2024 წლის მესამე კვარტალში ჩინური წარმოების კომპონენტების ჩანაცვლების მიზნით. 

image.jpeg 

Samsung-ის ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკაში NPU-ების დამატება ხელს შეუწყობს კომპანიის SmartThings ეკოსისტემის დანერგვას. Samsung-ის SmartThings Routines მაგალითები ძალიან მიმზიდველად გამოიყურება: მაგალითად, „მზის სინათლის რეჟიმის“ განხორციელება, რომლის შემთხვევაში კონდიციონერი ავტომატურად ჩაირთვება მზიან და ცხელ დღეებში, იგი იღებს ენერგიას მზის პანელებიდან, ხოლო ფარდები და ჟალუზები ბლოკავს ოთახში შემავალ ზედმეტ სითბოს. 

ხელოვნური ინტელექტის საყოფაცხოვრებო ტექნიკაში დანერგვაყველა არ მიესალმება. ბევრი მომხმარებელი შეშფოთებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის საკითხებით, რომ მოწყობილობებს შეუძლიათ „ნახონ“, „მოისმინონ“, გადასცენ შეგროვებული ინფორმაცია, ან მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.