Magdalena Posted September 13, 2023 Posted September 13, 2023 Microsoft-მა Barclays Bank-ისა და Mastercard-ის მხარდაჭერით წარადგინა საკრედიტო ბარათი Xbox Mastercard. იგი ხელმისაწვდომი იქნება Xbox Insider-ის წევრებისთვის Xbox-სა და PC-ზე 21 სექტემბრიდან და ხელმისაწვდომი გახდება აშშ-ს ყველა მაცხოვრებლისთვის 2024 წლიდან. სხვა ქვეყნებში ბარათის გამოშვება ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის. ფოტოს წყარო: Microsoft Xbox Mastercard-ის სერვისი უფასო იქნება. ბარათზე დახარჯულ ყოველ დოლარზე მისი მფლობელი მიიღებს ქულებს, რომლებიც დაგროვდება Xbox.com-ის საშუალებით ახალი თამაშებისა და დანამატების შესაძენად. რეალურად, Microsoft გთავაზობთ ქეშბექს თამაშებით. Xbox-ის ბლოგში ნათქვამია, რომ Microsoft Store-ში შენაძენებისთვის Xbox Mastercard-ის გამოყენება ხუთჯერ მეტ ქულას გამოიმუშავებს, ხოლო ბარათის მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებელმა გადაიხადოს სტრიმინგ სერვისების, როგორიცაა Netflix და Disney+, ასევე საკვების მიწოდების სერვისების, როგორიცაა Grubhub და DoorDash, საფასური, რაც სამჯერ მეტ ქულას მოუტანს. რეგულარული ყოველდღიური შენაძენებით კი მიიღებს ქულების სტანდარტულ რაოდენობას. Xbox Mastercard-ის მფლობელები მიიღებენ 5000 ქულის ბონუსს (50 აშშ დოლარის ექვივალენტი) ნებისმიერი პირველი შესყიდვისას საკრედიტო ბარათის გამოყენებით. Game Pass-ის ახალი მომხმარებლები მიიღებენ Xbox Game Pass Ultimate-ის სათვიან გამოწერას მის სხვა პირზე გადაცემის შესაძლებლობით, როდესაც ბარათზე დარეგისტრირდებიან. Xbox Mastercard-ზე რეგისტრაციისას მფლობელს შეეძლება აირჩიოს ხუთი ხელმისაწვდომი დიზაინიდან რომელიმე ბარათზე საკუთარი გეიიმინგ-ტეგის დამატების შესაძლებლობით. ბარათები დაცულია თაღლითობისგან. ბარათის მფლობელებს ექნებათ მუდმივი წვდომა საკრედიტო რეიტინგ FICO-ზე. https://tinyurl.com/4de3s9fv Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.