Jump to content

JPMorgan-მა შეაფასა Bitcoin-ის მაინინგის საშუალო ხარჯი


Recommended Posts

image.jpeg 

JPMorgan-ის ექსპერტებმა შეამცირეს 1 BTC-ის მაინინგის თვითღირებულება 21000-დან 18000 აშშ დოლარამდე. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრმა გადახედა მაინინგში ელექტროენერგიის მოხმარების ინდექსის მეთოდოლოგიას, წერს The Block. 

CCAF-ში აღნიშნეს, რომ ყველა მოწყობილობას არ უნდა მიუდგნენ თანაბრად, რადგან მაინერები ხშირად გადადიან ახალ, უფრო მოწინავე მოწყობილობებზე ან იყენებენ სხვადასხვა ეფექტურობის მქონე სხვადასხვა მოწყობილობის კომბინაციას. 

ბანკის ექსპერტების აზრით ელექტროენერგიის ფასების ცვლილება ნაკლებ გავლენას მოახდენს ციფრული ოქროს მოპოვების ეფექტურობაზე. 

„ადრე გამოვთვალეთ, რომ ამ ფაქტორის ღირებულების კვტ/სთ-ზე ერთი ცენტით ზრდა ან შემცირება იწვევს მაინინგის ღირებულების ცვლილებას 4300 შშ დოლარით. მეთოდოლოგიის გადახედვის შემდეგ ჩვენ შევამცირეთ შეფასება 3800 აშშ დოლარამდე. ჰალვინგის შემდეგ იგი ავტომატურად გაორმაგდება“, - ნათქვამია ანგარიშში. 

2024 წლის აპრილში მოსალოდნელი ჰალვინგი - თითო ბლოკის მოპოვებაზე მიღებული ჯილდოს განახევრება ხარჯების მართვას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის ინდუსტრიისთვის. ექსპერტების აზრით ხსენებული მოვლენა გახდება სტრეს-ტესტი მათთვის, ვინც პირველი კრიპტოვალუტის მოპოვებაშია ჩართული ელექტროენერგიის ფასებისადმი მაღალი მგრძნობელობის გამო. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო გადაანგარიშების შედეგად Bitcoin-ის მაინინგის სირთულე 2.65%-ით შემცირდა. 

ადრე კრიპტო მაინინგ აღჭურვილობის მწარმოებელმა Bitmain-მა პირობა დადო, რომ კომპენსაციას გადაუხდიდა მომხმარებელს ციფრული ოქროს ღირებულების მნიშვნელოვანი ვარდნის შემთხვევაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.