Jump to content

გამოჩნდა მობილურ პროცესორ AMD Phoenix 2-ის კრისტალი Zen 4 და Zen 4c ბირთვებით


Recommended Posts

ინფორმატორმა HXL-მა გააზიარა სავარაუდო ჰიბრიდულ მობილურ პროცესორ AMD Phoenix 2-ის ფოტო, რომლის შემადგენლობაში შედის დიდი ბირთვები Zen 4,რეთვე ზოგადი დანიშნულების დამხმარე Zen ბირთვები. მოსალოდნელია, რომ Phoenix 2 აჯდება Ryzen Phoenix პროცესორების ხაზის ქვედა იერარქიაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: @9550pro / X 

წარმოდგენილ სურათზე ჩანს L3 ქეშის დიდი ბლოკი (მონიშნულია მწვანეფოტოს მარცხენა მხარეს), ორი მაღალი წარმადობის Zen 4 ბირთვი (L3 ქეშის ქვემოთ), ოთხი პატარა Zen 4c ბირთვი (სამი მათგანი - L3 ქეშის ზემოთ, ერთი - Zen ბირთვების გვერდით), ასევე ინტეგრირებული GPU-ს დიდი ბლოკი (ფოტოს მარჯვენა მხარეს). ჩიპის ზედა ნაწილში მოცემულია DDR5/LPDDR5 PHY ინტერფეისები, APU-ს ქვედა და მარცხენა მხარეს - ინტერფეისები PCIe-ს, USB-სა და სხვა ფიზიკური კონექტორებისთვის. 

ორიგინალ AMD Ryzen 7040 (Phoenix) პროცესორებში წარმოდგენილია რვა მაალი წარმადობის Zen 4 ბირთვი. Phoenix 2-ს აქვს მხოლოდ 6 - ორი დიდი Zen 4 და ოთხი ენერგეფექტური Zen 4c, რამაც შესაძლებელი გახადა კრისტალის ფართობის შემცირება.  ეს მიუთითებს იმაზე, რომ Phoenix 2 გამოყენებული იქნება შედარებით ბიუჯეტურ ლეპტოპებში. ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რა მოაკლო AMD-მ პროცესორს, რათა იგი უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო - ცნობილი გახდება ჩიპის ანონსის დროს. 

მიიჩნევა, რომ განსხვავებული ბირთვების მქონე, AMD-ის პირველი ჰიბრიდული პროცესორები კონკურენციას გაუწევს Intel Alder Lake და Raptor Lake პროცესორების უმცროს მოდელებს ლეპტოპების სეგმენტში. მაღალი წარმადობის და ენერგოეფექტური ბირთვების კომბინაციით კომპანიას შეუძლია მიაღწიოს საკუთარი პროცესორებისთვის ამ დრომდე მიუღწეველ ენერგოეფექტურობის დონეებს. 

Phoenix 2-ის ანონსი მიმდინარე წელს იყო მოსალოდნელი, თუმცა სექტემბრის მდგომარეობით მათ შესახებ ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არსებობს. შესაძლოა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ისინი Ryzen 8000 პროცესორების სერიის ნაწილად აქციოს, რომელთა გამოსვლა მოსალოდნელია 2024 წელს. ასეთ შემთხვევაში მათ მოუწევთ კონკურენცია გაუწიონ Intel Meteor Lake-ის უმცროს მოდელებს. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.