Magdalena Posted September 9, 2023 Share Posted September 9, 2023 კომპანია Samsung-მა ადრე გამოაცხადა, რომ აპირებს გააფართოვოს პოპულარული სერია Samsung 990 Pro NVMe SSD PCIe 4.0 4-ტერაბაიტიანი მოდელით. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა როდის გამოვა დისკი გაყიდვაში და რა ეღირება. ფოტოს წყარო: Samsung Samsung 990 Pro 4TB წარმოდგენილი იქნება, როგორც SSD გაგრილების სისტემის გარეშე (მოდელი MZ-V9P4T0BW), აგრეთვე გამოვა ვერსია ალუმინის რადიატორითა და განათებით (მოდელი MZ-V9P4T0CW). Samsung 990 Pro-ს საფუძვლად გამოყენებულია კომპანიის წარმოების მეხსიერების კონტროლერი Samsung Pascal 8-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის საფუძველზე, აგრეთვე 178-შრიანი ფლეშ-მეხსიერების ჩიპები Samsung TLC 3D NAND. ახალ, 4 ტბ მოდელს ექნება 2-ტერაბაიტიანი მოდელის იდენტური ჩაწერა-წაკითხვის სიჩქარეები - 7540 და 6900 მბ/წმ, შესაბამისად. ახალი SSD-ის წარმადობა წაკითხვის ოპერაციებში 1.6 მლნ IOPS-მდეა, შემთხვევითი ჩაწერის - 1.55 IOPS. SSD-ს ექნება 4 გბ LPDDR4 მეხსიერება და 2400 TBW (ტერაბაიტი გადაწერილი ინფორმაცია) გადაწერის რესურსი. კომპანიამ დაამატა, რომ მაღალი სიმჭიდროვის ( 1 ტბიტ) მე-8 თაობის NAND ფლეშ მეხსიერების ჩიპების გამოყენებამ უზრუნველყო მათი Samsung 990 Pro 4 ტბ დისკზე განთავსება არა ორ, არამედ ერთ მხარეს. ამრიგად, ახალი SSD-ის გამოყენება უპრობლემოდ შესაძლებელია იმავე ლეპტოპებში, მოწყობილობასთან შეუთავსებლობის შიშის გარეშე. 4 ტბ Samsung 990 Pro გაყიდვაში ოქტომბერში გამოვა. კომპანიის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში, ისევე როგორც ონლაინ საცალო ვაჭრობაში, იგი 344.99 აშშ დოლარადაა შეფასებული. ასევე გაიყიდება ვერსია გაგრილების რადიატორით. მისი სარეკომენდაციო ფასია 354.99$. კომპანიამ ასევე გამოაცხადა პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ვერსია Samsung Magician 8.0-ის მზადების შესახებ SSD-ების მონიტორინგისა და მართვისთვის. აპლიკაციის ახალი ვერსია ხელმისაწვდომი მიმდინარე თვეში გახდება. კომპანიას არაფერი გაუზიარებია Magician 8.0-ის ახალი ფუნქციების შესახებ. https://tinyurl.com/ypb7d7c3 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.