Magdalena Posted September 9, 2023 Posted September 9, 2023 კომპანია Samsung-მა ადრე გამოაცხადა, რომ აპირებს გააფართოვოს პოპულარული სერია Samsung 990 Pro NVMe SSD PCIe 4.0 4-ტერაბაიტიანი მოდელით. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა როდის გამოვა დისკი გაყიდვაში და რა ეღირება. ფოტოს წყარო: Samsung Samsung 990 Pro 4TB წარმოდგენილი იქნება, როგორც SSD გაგრილების სისტემის გარეშე (მოდელი MZ-V9P4T0BW), აგრეთვე გამოვა ვერსია ალუმინის რადიატორითა და განათებით (მოდელი MZ-V9P4T0CW). Samsung 990 Pro-ს საფუძვლად გამოყენებულია კომპანიის წარმოების მეხსიერების კონტროლერი Samsung Pascal 8-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის საფუძველზე, აგრეთვე 178-შრიანი ფლეშ-მეხსიერების ჩიპები Samsung TLC 3D NAND. ახალ, 4 ტბ მოდელს ექნება 2-ტერაბაიტიანი მოდელის იდენტური ჩაწერა-წაკითხვის სიჩქარეები - 7540 და 6900 მბ/წმ, შესაბამისად. ახალი SSD-ის წარმადობა წაკითხვის ოპერაციებში 1.6 მლნ IOPS-მდეა, შემთხვევითი ჩაწერის - 1.55 IOPS. SSD-ს ექნება 4 გბ LPDDR4 მეხსიერება და 2400 TBW (ტერაბაიტი გადაწერილი ინფორმაცია) გადაწერის რესურსი. კომპანიამ დაამატა, რომ მაღალი სიმჭიდროვის ( 1 ტბიტ) მე-8 თაობის NAND ფლეშ მეხსიერების ჩიპების გამოყენებამ უზრუნველყო მათი Samsung 990 Pro 4 ტბ დისკზე განთავსება არა ორ, არამედ ერთ მხარეს. ამრიგად, ახალი SSD-ის გამოყენება უპრობლემოდ შესაძლებელია იმავე ლეპტოპებში, მოწყობილობასთან შეუთავსებლობის შიშის გარეშე. 4 ტბ Samsung 990 Pro გაყიდვაში ოქტომბერში გამოვა. კომპანიის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში, ისევე როგორც ონლაინ საცალო ვაჭრობაში, იგი 344.99 აშშ დოლარადაა შეფასებული. ასევე გაიყიდება ვერსია გაგრილების რადიატორით. მისი სარეკომენდაციო ფასია 354.99$. კომპანიამ ასევე გამოაცხადა პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ვერსია Samsung Magician 8.0-ის მზადების შესახებ SSD-ების მონიტორინგისა და მართვისთვის. აპლიკაციის ახალი ვერსია ხელმისაწვდომი მიმდინარე თვეში გახდება. კომპანიას არაფერი გაუზიარებია Magician 8.0-ის ახალი ფუნქციების შესახებ. https://tinyurl.com/ypb7d7c3 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.