Jump to content

NVIDIA Grace Superchip-ის პირველი ბენჩმარკები: არა-უარესი EPYC-ზე და Xeon-ზე სწრაფი, ენერგოეფექტურობით კი AMD-სა და Intel-ზე ბევრად უკეთესი


Recommended Posts

144-ბირთვიან Arm-პროცესორ NVIDIA Grace Superchip-ის წარდგენა გაზაფხულზე შედგა კონფერენცია GTC 2023-ზე. ჩიპის ტექნიკური მახასიათებლები დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ტესტირების პირველი შედეგების გამოქვეყნება კომპანიამ ახლა გადაწყვიტა, სავარაუდოდ, Arm-ის მოწოდებით, რომელიც IPO-სთვის ემზადება.  Grace Superchip-ის წარმოება უკვე დაწყებულია, მის ბაზაზე აგებული ОЕМ-სისტემების გამოშვება კი 2024 წლის მე-2 კვარტალშია მოსალოდნელი. 

Grace Superchip - ეს არის ორი Grace ჩიპის ნაკრები, თითოეული მოიცავს 72 ბირთვ Arm Neoverse V2-ს (Arm v9) ვექტორულ გაფართოება SVE2-ის მხარდაჭერით. პროცესორს შეუძლია BF16/INT8 ფორმატთან მუშაობა და 7.1 Tflops-ის უზრუნველყოფა FP64 რეჟიმში. სისტემური თვალსაზრისით ჩიპების ნაკრები წარმოდგენილია ერთიანი 144-ბირთვიანი პროცესორის სახით. 

image.png 

Grace Superchip-ის სტრუქტურა. წყარო: NVIDIA 

Grace Superchip-ის კონკურენტებად შერჩეული იყო პლატფორმები AMD EPYC Genoa 9654-ის ბაზაზე (2 პროცესორი, 192 ბირთვი) და Intel Xeon Sapphire Rapids 8480+ (2 პროცესორი, 112 ბირთვი). შედეგი საკმაოდ საინტერესოა: მიუხედავად იმისა, რომ ბირთვების რაოდენობით შესამჩნევად ჩამორჩება AMD-ის სისტემას, NVIDIA-ს ჩიპმა მოახერხა პარიტეტის მიღწევა ტესტების აბსოლუტურ უმრავლესობაში და აჩვენა კიდეც 1.4x უპირატესობა გრაფიკის ანალიტიკის სცენარში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

შესაძლოა, NVIDIA-ს პროცესორს ხელი შეუწყო მეხსიერების მძლავრმა ქვესისტემამ: Grace Superchip-ს აქვს LPDDR5x ჩიპების ნაკრები 960 გბ მოცულობით და  მეხსიერების ჯამური 1 ტბ/წმ სიჩქარით. თუმცა უფრო მეტად საინტერესოა შედეგები ენერგოეფექტურობის მხრივ - Grace Superchip-ს უზარმაზარი უპირატესობა აქვს და შეადგენს 70%-დან 150%-ს. 

მიღებული შედეგები დიდწილად ემთხვევა ტესტში მონაწილე სისტემების ენერგომოხმარების ოფიციალურ მონაცემებს - ესენია 720 და 700 ვატი AMD-ისა და Intel-ის ჩიპებში, შესაბამისად, ხოლო NVIDIA Grace Superchip-ის მაჩვენებელი 500 ვატს შეადგენს. თუ გამოქვეყნებული შედეგები დამოუკიდებელი ტესტებით დადასტურდა, შეგვიძლია ვისაუბროთ სერიოზული კონკურენტის გამოჩენაზე x86 სერვერის გადაწყვეტილებებში. თუმცა, NVIDIA-ს ფასების პოლიტიკა Grace Superchip-თან მიმართებაში ჯერ კიდევ საიდუმლოა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.