Jump to content

გამოჩნდა Intel Core i9-14900K-ს ინჟინრული ნიმუში 6 გჰც სიხშირით


Recommended Posts

 

image.jpeg 

პროცესორი Intel Core i9-14900K გაიტესტა ბენჩმარკ CPU-Z-ზე. 

სამომავლო პროცესორ Core i9-14900K-ს, რომელიც განახლებულ Intel Raptor Lake სერიაში შევა, ექნება იმდენივე ბირთვი, რაც Core i9-13900K-ს - 24 ბირთვი, რომლებიც შედგება 8 P და 16 E ბირთვისგან. თუმცა ტაქტის სიხშირე შესამჩნევად გაიზარდა, როგორც ჩანს ინტერნეტში ახლახანს გაჟონილ CPU-Z-ის სქრინშოტებზე. 

@wnxod-ის მიერ გამოქვეყნებული სქრინშოტების მიხედვით (VideCardz-ის მეშვეობით), Core i9-14900K შესაძლებელია 6.0 გჰც-მდე აჩქარდეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გაიტესტა i9-14900K-ის ინჟინრული ნიმუში. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით დასტურდება პროცესორის TDP-ის დონე 125 ვატი და ტაქტის ამ სიხშირის მისაღწევად აუცილებელი ძაბვა 1385 ვოლტი. 

CPU-Z-ზე პროცესორის ერთბირთვიანი წარმადობის შედეგმა შეადგინა 978 ქულა, მრავალბირთვიანის - 18117.5. Core i9-13900K-სთან შედარებით 14900K აღმოჩნდა 8.4%-ით სწრაფი ერთბირთვიან ტესტში და 9.0%-ით სწრაფი - მრავალბირთვიანში. Core i9-12900K-სთან შედარებით ზრდა 19.9%-სა და 59.5%-ს შეადგენს, შესაბამისად.  

რაოფიციალური ინფორმაციით მე-14 თაობის Core K სერიის პროცესორების წარდგენას Intel გეგმავს ღონისძიება Innovation-ზე მიმდინარე თვის ბოლოს. რელიზი უნდა შედგეს ოქტომბერში ან ნოემბერში. 

image.png

image.png 

  • Thanks 2
Link to comment
Share on other sites

ვაა. მაგარი მატებაა თუ ეს ტესტი დადასტურდა და სხვა აპებშიც თუ გამოჩნდება ასეთივე მატება. 2 თაობაში 60 პროცენტამდე მშვენიერია. ესეც საინტერესოა 6 გიგაჰერცს როგორ მიაღწიეს. რა დანერგეს ასეთი. წესით შემჭიდროვებულ ტრანზისტორებზე სიხშირის გაზრდა პრობლემაა

Link to comment
Share on other sites

ნუ უფრო მაღალ ვატებზეა ეგ მატება + ისიც მოქმედებს მანდ რომ ახალზე მეტი აქვს კეში 12 სერიაზე + უკეთესი DDR5 სკალირება ქონია, მაგის გარდა 12900 ეგ უფრო 14700 ბირთვების მხრივ, 13900-14900 უკვე 24 ბირთვი და 32 თრიდი აქვს, ანუ იმდენივე რაც ბოლო 7950X 16 ბირთვიანს, მულტიში მართლა ძალიან კარგი სკალირება აქვს მაგ ჰიბრიდულ პროცესორებს, მგონი თითქმის მაქსიმუმს აწურინებენ თვითოუელი ბირთვიდან, ზუსტათ მაგიტომ იღებს მაგხელა ქულებს სინთეთიკურ ბენჩმარკებში, ამდ ერთი ნაკლი აქვს კიდე ახალ სერიაზე, ერთ ჩიპზე მარტო 6 და 8 ბირთვიანი მოდელებია 12 და 16 ბირთვიანზე ორ ჩიპზეა გაყოფილი ბირთვები, ეგ ზრდის ლატენტურობას და ამცირებს წარმადობას მულტიში, ინტელს ეგ პრობლემა არა აქვს 8 დიდი და 16 პატარა ბირთვი ერთ ჩიპზეა სუყველა, ისეთი პირი უჩანს რომ მალე ამდ გადავა შემდგომ სერიებში უკვე ჰიბრიდულ პროცესორებზე,თავიდან არ ჩანსდა რომ რამე დიდი წინსვლა ექნებოდა ინტელს 11 14 ნანომეტრიანი სერიის ფონზე და არც ფიქრობდა ამდ ჰიბრიდული პროცესორების გამოშვებას მაშინ, მაგრამ ეხლა თუ ძალიან დააგვიანა შეიძლება ჩამორჩენაც დაიწყოს შემდგომ სერიაში უკვე, ანუ ძველი ვარიანტი აღარ ეყოფა, ან მაშინ კიდე უნდა გაზარდონ ბირთვების რაოდენობა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.