Jump to content

Coinbase-მა დაამატა PayPal-ის Stablecoin-ის მხარდაჭერა


Recommended Posts

image.png 

31 აგვისტოს კრიპტო ბირჟა Coinbase-მა განახორციელა საგადახდო გიგანტ PayPal-ის Stablecoin PYUSD-ის ლისტინგი. 

„მას შემდეგ, რაც საკმარისი რაოდენობის აქტივი შემოვა, ეტაპობრივად დაიწყება ჩვენი PYUSD/USD წყვილებით ვაჭრობა. Stablecoin-ის მხარდაჭერა შესაძლოა შეზღუდული იყოს ზოგიერთ იურისდიქციაში“ - განაცხადეს ბირჟის წარმომადგენლებმა. 

PayPal-ის პროდუქტს აქვს იარლიყი „ექსპერიმენტული“, რომელიც ენიჭება მცირე სავაჭრო მოცულობის მქონე ახალ მონეტებს ან ტოკენებს. 

Stablecoin-ს მხარს უჭერს სტანდარტული Coinbase Exchange პლატფორმა და ექსპერტების პლატფორმა Advanced Trade. პირველ ეტაპზე მეიკერებს საკომისიო არ დაერიცხებათ, მიმღებებისთვისგი შეადგენს 0.1%-ს. 

7 აგვისტოს PayPal-მა გამოაცხადა აშშ დოლარით გამყარებული, Ethereum-ზე დამყარებული Stablecoin-ის გამოშვების შესახებ. მონეტის ემიტენტი იყო ინფრასტრუქტურული ბლოკჩეინ-კომპანია Paxos. 

აქტივმა კრიპტო საზოგადოების წევრებში საკამათო რეაქცია გამოიწვია. ზოგი მიიჩნევდა, რომ PYUSD ხელს შეუწყობს ციფრული აქტივების მასობრივ მიღებას, სხვები მიუთითებდნენ ცენტრალიზაციის რისკებზე. 

Bank of America-ს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ Stablecoin-ის გამოშვება გაზრდის გადახდების ეფექტურობას და გააუმჯობესებს სამომხმარებლო გამოცდილების ხარისხს, მაგრამ გავრცელების მასშტაბი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასშტაბური იყოს. 

Nansen-ის ანალიტიკოსების აზრით PYUSD-ის ემისიის 90%-ზე მეტი კვლავ ემიტენტ კომპანია Paxos-ის ბალანსზეა. მონეტების შეთავაზების მხოლოდ 7% არის მომხმარებლის საფულეებში, რომლებიც დაკავშირებულია ბირჟებთან - Kraken, Gate.io და Crypto.com. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა მაქსინ უოტერსმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა PayPal-ის Stablecoin-ის გაშვებასთან დაკავშირებით. მან მიუთითა ასეთი აქტივების მარეგულირებელი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის არარსებობაზე. 

JPMorgan-ის ანალიტიკოს Nikolaos Panigirtzoglou-ს აზრით PYUSD-ს შეუძლია Ethereum-ს სარგებელს მოუტანოს ქსელში დაბლოკილი თანხების მთლიანი ღირებულების გაზრდით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.