Jump to content

NVR (Hikvision)


Recommended Posts

გაუმარჯოს,

სახლითვის ვიყიდე Hikvision ERI-Q104-P4  (4 PoE + 1 LAN პორტიანი NVR) და სამი ცალი MarQuis IPC-YT40 (ფიქსირებული 1440P PoE IP კამერა ინფრაწითელი ხედვით და ხმის ჩაწერით) კამერებს უწერიათ რომ არიან Hikvision-თან თავსებადი

გეგმაში მქონდა, რომ შემეერთებინა კამერები პირდაპირ NVR-ზე, რომელსაც დაცულ/დამალულ ადგილას მოვათავსებდი NVR-ის PoE პორტებზე (ერთი თავისუფალი რჩებოდა სამომავლოდ) და NVR კი ქსელზე დამეერთებინა LAN პორტით, ამ გზით შემეძლო მათი იზოლაცია ქსელიდან (ცალკე VLAN) და ქსელიც არ დაიტვირთებოდა ვიდეო სტრიმებით

პრობლემა არის ის, რომ NVR-ის POE პორტებზე კამერები არ მუშაობს, საერთოდ არ აქვთ რეაგირება (კამერის ქსელის კონექტორზე led-ია რომელიც ინთება როცა ჩართულია და როცა ვაერთებ NVR-ზე მაშინ არ ანათებს, ხოლო PoE სვიჩში კი ანათებს და მუშაობენ უპრობლემოდ

ვნახე ინსტრუქციები სადაც ამბობენ, რომ უნდა დავაერთო სვიჩის გავლით (ანუ კამერები და NVR უნდა იყოს ერთ PoE სვიჩზე, ხოლო NVR LAN პორტით უდნა იყოს შეერთებული, ანუ მისი 4 PoE პორტი გამოუყენებელი ხდება და დატვირთვა გადადის სვიჩზე, თან ვიდეო სტრიმი მთავარ ქსელშია და მეტი საჩალიჩოა რომ კამერების იზოლაცია გავაკეთო,

ამ სვიჩს ცალკე vlan-ში ვერ ვსვამ, რადგანაც მასზე 2 ცალი WiFi AP უნდა დავაერთო (8 პორტიანი სვიჩიდან 4 წავა კამერები+NVR-ზე, 2 WiFiზე, 1 აფსტრიმი (როუტერთან) და 1 პორტი რჩება თავისუფალი

იდეაში ასეც იმუშავებს, მაგრამ ამ როუტერზე სხვა რამეების დაერთება მირჩევნია

ხომ არ გაქვთ ვინმეს გამოცდილება რომ Hikvision-ის NVR-ის PoE პორტები გამოვიყენო ჯენერიკ IP კამერასთან?

Link to comment
Share on other sites

ამუშავდა თავისით :facepalm:

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.