Jump to content

Recommended Posts

Posted
4 minutes ago, STI-228 said:

საფრანგეთი

inex.ge

  • Thanks 1
Posted
1 hour ago, Gogla1990 said:

inex.ge

ინექს გრუპის საშუალებით ამანათები შეგიძლიათ გამოიწერეთ კომპანიის შემდეგ ქვეყნებში არსებულ მისამართებზე: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, თურქეთი, გერმანია, იტალია, საბერძნეთი და კვიპროსი.

აქ არ ეწერათ და აღარ გამივლია რეგისტრაცია. მადლობა გოგლა :) 

  • Upvote 1
Posted

მე ბოდიში, შემშლია :D

არ აქვთ საფრანგეთი და მგონი არც არავის აქვს, ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება

Posted
1 hour ago, Gogla1990 said:

მე ბოდიში, შემშლია :D

არ აქვთ საფრანგეთი და მგონი არც არავის აქვს, ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება

მაშინ მომიწევს სხვა მაღაზიის ძებნა :D 

  • 4 weeks later...
Posted

მალეოზე დეკლარირება შეუცვლიათ :( ვებ-გვერდის ჩაწერა შეგეძლო დეკლარირების დროს და ეხლა ჩამონათვალი სია ჩნდება. მხოლოდ იმ ჩამონათვალიდან უნდა აარჩიო რომელიმე, სხვა შემთხვევაში ვერ ადეკლარირებ. არადა მე საიდანაც ვიწერ ეგ არაა სიაში. ხვალ დავრეკავ გავარკვევ, რა შეიძლება ჩაიწეროს :)

  • 1 year later...
Posted

გამარჯობა :) 

აღნიშნული საიტიდან: Fox SLS Coil Spring მინდა შემდეგ თვეში გამოვწერო ეს კონკრეტული დეტალი. უწევს განბაჟება, რადგან ღირს 130 $. მაინტერესებს თუ ვინმე სარგებლობთ Onex-ით და რაიმე დეტალი გაქვთ განბაჟებული რა პროცედურებია გასავლელი :) რა უნდა ვიცოდეთ განბაჟებაზე ? ეს უკვე წავიკითხე.

ვერ მივხვდი დეკლარირების დროს ზუსტად რა თანხა უნდა ჩავუწერო, რომ არ შეაფერხოს საბაჟომ ნივთი. 130 $ + შიდა შიპინგის ჯამი ჩავწერო დეკლარირების დროს ? მაგ: 130$ ნივთის ღირებულებას + შიდა შიპინგის თანხა 10 $ = ჯამში ჩავუწერი 140 $ დეკლარირების დროს ? ასევე მაინტერესებს რა ტიპის საბუთს ითხოვენ.

იმ შემთხვევაში, თუ ამანათი დაექვემდებარა განბაჟებას, მომხმარებელმა ჩვენს საიტზე უნდა ატვირთოს ინვოისი/შესყიდვის ორდერი, სადაც ფიქსირდება მიმღების სახელი, გვარი, ოთახის ნომერი, ამანათის შიგთავსი და ჯამური ღირებულება

აღნიშნული კომპანია როგორც ვიცი ინვოისს არ აგზავნის და არც საიტზე არ იტვირთება ინვოისის ფაილი. ესეთ შემთხვევაში რას ვტვირთავ დეკლარირების დადასტურების დროს ? მივწერო ყიდვის შემდეგ და მოვითხოვო ინვოისი თუ გადავიღო სურათი ნაყიდი დეტალის ? სადაც ტრეკინგ კოდი და გადახილი თანხა გამოჩნდება და ავტვირთო სურათი ?

ასევე, როდის უნდა გადავიხადო საბაჟოს თანხა ვერ გავიგე. დეკლარირების გაკეთების შემდეგ სანამ ნივთი ჩამოვა საქართველოში თუ როდის ? 🤔

გაითვალისწინეთ, რომ საბაჟო ითხოვს ამ საფასურის წინასწარ გადახდას, კოდზე - 707017021.
 

და 20 ლარი საბუთების დამზადების მაშინ იქნება ჩასარიცხი, როდესაც ჩამოვა ადგილზე ? ეს როგორც მივხვდი დეკლარანტისთვის გადასახდელი თანხაა, რომ საბუთი დაგიბეჭდოს.

Posted
1 hour ago, Type-X said:

ვერ მივხვდი დეკლარირების დროს ზუსტად რა თანხა უნდა ჩავუწერო, რომ არ შეაფერხოს საბაჟომ ნივთი. 130 $ + შიდა შიპინგის ჯამი ჩავწერო დეკლარირების დროს ? მაგ: 130$ ნივთის ღირებულებას + შიდა შიპინგის თანხა 10 $ = ჯამში ჩავუწერი 140 $ დეკლარირების დროს ? ასევე მაინტერესებს რა ტიპის საბუთს ითხოვენ.

ფიზიკურად რასაც გადაიხდი ის თანხა ჩაწერე, ანუ რამდენიც ჩამოგეჭრება კარტიდან, დეკლარირებისას მიაბი ინვოისი (თუ არაა ცალკე მაშინ ორდერი დაასქრინშოტე) მეტი არაფრი არ უნდა, რო ჩამოვა გადამზიდავი დაამზადებს საბუთებს და გადაიხდი 1 თვის განმავლობაში

 

1 hour ago, Type-X said:

გაითვალისწინეთ, რომ საბაჟო ითხოვს ამ საფასურის წინასწარ გადახდას, კოდზე - 707017021.

მაგ 20 ლარს გადახიდი რო ჩამოვა, თუ სურვილი გაქ წინასწარაც შეგიძლია გადარიცხო, იტოგში სანამ მაგას არ გადარიცხავ არ დაიწყება საბაჟო პროცედურები

 

1 hour ago, Type-X said:

და 20 ლარი საბუთების დამზადების მაშინ იქნება ჩასარიცხი, როდესაც ჩამოვა ადგილზე ? ეს როგორც მივხვდი დეკლარანტისთვის გადასახდელი თანხაა, რომ საბუთი დაგიბეჭდოს.

არა მაგ თანხას მთავრობას ურიცხავ და გადამზიდავი ცალკე გადაგახდევინებს საბუთების ფულს, მაგას წონის საფასურთან ერთად გადაიხდი

  • Thanks 1
Posted
4 hours ago, Type-X said:

თუ ვინმე სარგებლობთ Onex-ით და რაიმე დეტალი გაქვთ განბაჟებული რა პროცედურებია გასავლელი :) რა უნდა ვიცოდეთ განბაჟებაზე ?

რამდენჯერმე გამოვწერე საცდელად, მეტი მიმკარებელი არ ვარ :D

გასაბაჯებელ ამანათზე 2 კვირა ვურეკე დეკლარირება რომ გაეკეთებინათ :D 

 

  • Thanks 1
Posted
On 3/4/2025 at 9:58 PM, david_888 said:

ფიზიკურად რასაც გადაიხდი ის თანხა ჩაწერე, ანუ რამდენიც ჩამოგეჭრება კარტიდან, დეკლარირებისას მიაბი ინვოისი (თუ არაა ცალკე მაშინ ორდერი დაასქრინშოტე) მეტი არაფრი არ უნდა, რო ჩამოვა გადამზიდავი დაამზადებს საბუთებს და გადაიხდი 1 თვის განმავლობაში

 

მაგ 20 ლარს გადახიდი რო ჩამოვა, თუ სურვილი გაქ წინასწარაც შეგიძლია გადარიცხო, იტოგში სანამ მაგას არ გადარიცხავ არ დაიწყება საბაჟო პროცედურები

 

არა მაგ თანხას მთავრობას ურიცხავ და გადამზიდავი ცალკე გადაგახდევინებს საბუთების ფულს, მაგას წონის საფასურთან ერთად გადაიხდი

მაგარი მოუწესრიგებელი სერვისი აქვს Onex-სს. რამდენჯერაც დავრეკე არცერთხელ არ უპასუხიათ. ეგ ფაქტი მაფიქრებს. ვატყობ დამტანჯავენ.

On 3/5/2025 at 12:55 AM, Gogla1990 said:

რამდენჯერმე გამოვწერე საცდელად, მეტი მიმკარებელი არ ვარ :D

გასაბაჯებელ ამანათზე 2 კვირა ვურეკე დეკლარირება რომ გაეკეთებინათ :D 

კარგია თუ პასუხობენ. როცა ვრეკავდი ერთი ზარი გადიოდა და ითიშებოდა ხოლმე. ეტყობა გამოუსწორებიათ სიტუაცია :D 

Boxette ხო არ გიცდიათ ? მეტროში მხვდებოდა ადრე ბანერები, დედამიწა ბრტყელია წარწერით :) ახლოსაა ტერიტორიულად და თუ ნორმალურია მაგით გამოვიწერ. მემგონი გერმანიის მისამართია არ აქვთ, მაგრამ ამერიკაშიც შემიძლია მაგ დეტალის პოვნა.

Posted
3 minutes ago, Type-X said:

მაგარი მოუწესრიგებელი სერვისი აქვს Onex-სს. რამდენჯერაც დავრეკე არცერთხელ არ უპასუხიათ. ეგ ფაქტი მაფიქრებს. ვატყობ დამტანჯავენ.

On 3/5/2025 at 12:55 AM, Gogla1990 said:

კი, მე დამტანჯეს და გამკარებელი აღარ ვარ, უსაზიზღრესი სტაფია

3 minutes ago, Type-X said:

Boxette ხო არ გიცდიათ ?

კაია ოღიონდ პატარა ამანათებზე, 50სმ-ზე მეტი თუა მოცულობით ანგარიშობენ

Posted

მალეოთი პირველად მაქვს გასაბაჟებელი ნივთი გამოწერილი, იმედია არ გამაწვალებენ.

Posted

130 $ ნივთზე პირველი ყიდვის დროს არის 15% ფასდაკლება, გამოდის 19.5 $. 130$-19.5$=110.5$

ეხლა ეს დღევანდელი კურსით უნდა ვიანგარიშო ? boom.ge/ აჩვენებს 306 ლარს. კურსი 2.77. 20% ფასდაკლების შემთხვევაში მაინც მოუწევს განბაჟება ? რა დღესაც ვიყიდი იმ დღის კურსით უნდა ვიანგარიშო ხოლმე თუ საბაჟოზე შესვლის დღეს რა კურსიც იქნება იმით დაითვლება ?

Posted
On 3/11/2025 at 9:13 AM, Type-X said:

130 $ ნივთზე პირველი ყიდვის დროს არის 15% ფასდაკლება, გამოდის 19.5 $. 130$-19.5$=110.5$

ეხლა ეს დღევანდელი კურსით უნდა ვიანგარიშო ? boom.ge/ აჩვენებს 306 ლარს. კურსი 2.77. 20% ფასდაკლების შემთხვევაში მაინც მოუწევს განბაჟება ? რა დღესაც ვიყიდი იმ დღის კურსით უნდა ვიანგარიშო ხოლმე თუ საბაჟოზე შესვლის დღეს რა კურსიც იქნება იმით დაითვლება ?

ეროვნული ბანკის კურსით უნდა იანგარიშო დეკლარაციის შედგენის დღეს.

  • Thanks 1
Posted
22 minutes ago, gtsetsadze said:

საბაჟოზე შესვლის დღეს რა კურსიც იქნება იმით დაითვლება ?

კი

  • Thanks 1
  • 1 month later...
Posted

გამარჯობათ :) ქრისტე აღსდგა ! აღდგომას გილოცავთ, მრავალს დაესწარით 😊

EmDrc1H.png

ესეთი ტიპის გადახდები შევნიშნე რამოდენიმე ვებ-გვერდზე და სულ მაინტერესებდა საქართველოში თუ შეიძლება ამის გამოყენება ?

SLS Spring - 2.9"/74mm $130.00

ნივთი თუ 130 $ ღირს და 4 ნაწილად შეგიძლია გადახდა, ამ შემთხვევაში როგორ ხდება განბაჟების ამბავი ? თუ საქართველოში ვერ ვიყენებთ ? საერთოდ რა პრინციპით მუშაობს ეს გადახდის სისტემა. 32.50 $ გადაიხდი, ნივთს გიგზავნიან და ყოველ ორ კვირაში გაჭრიან დარჩენილ თანხას ეტაპობრივად ? თუ მე გავიგე არასწორად :D 

  • 3 weeks later...
Posted
On 4/20/2025 at 5:27 PM, Type-X said:

გამარჯობათ :) ქრისტე აღსდგა ! აღდგომას გილოცავთ, მრავალს დაესწარით 😊

 

ესეთი ტიპის გადახდები შევნიშნე რამოდენიმე ვებ-გვერდზე და სულ მაინტერესებდა საქართველოში თუ შეიძლება ამის გამოყენება ?

SLS Spring - 2.9"/74mm $130.00

ნივთი თუ 130 $ ღირს და 4 ნაწილად შეგიძლია გადახდა, ამ შემთხვევაში როგორ ხდება გამბაჟების ამბავი ? თუ საქართველოში ვერ ვიყენებთ ? საერთოდ რა პრინციპით მუშაობს ეს გადახდის სისტემა. 32.50 $ გადაიხდი, ნივთს გიგზავნიან და ყოველ ორ კვირაში გაჭრიან დარჩენილ თანხას ეტაპობრივად ? თუ მე გავიგე არასწორად :D 

ჩვენზე არ მუშობს ხო. მხოლოდ კონკრეტული ქვეყნებისთვისაა. ზუსტად იგივე პრინციპია, აქაურ მაღაზიებში BOG/TBC-ს განაწილება/განბადება რომ აქვთ ონლაინ ყიდვისას. სესხს იღებ რეალურად.

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.