Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობა :)

რამოდენიმე ნივთი მაქვს გამოსაწერი და მაინტერესებს 2 გადამზიდ კომპანიაზე, რომ დავრეგისტრირდე და ერთდროულად გამოვიწერო 300 ლარამდე ღირებულების ნივთი განბაჟება მაინც დაჭირდება ? 280 ლარამდე ერთი კომპანიიდან და მეორედან 240 ლარამდე. 

მალეოზე ვარ დარეგისტრირებული და სხვაც ალტერნატივაც მჭირდება. რომელს მირჩევთ ? 🥰

ასევე მაინტერესებს გერმანიდან ყიდვის შემთხვევაში შიპინგს მიწერს მხოლოდ 50 ევროს DHL-ით (ამერიკის მისამართზე, რომ მიიტანონ). სხვა ალტერნატივა არ აქვს არჩევანში და ამ შემთხვევაში თურქეთის ან იტალიის მისამართი, რომ მივუთითო უფრო ნაკლებს თუ დამიწერს ხომ შეიძლება გამოვწერო ? ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა აქამდე საიდან წამოვა ნივთი.

bike-discount.de არ ვიცი, მაგრამ ამერიკის მისამართზე ძვირს წერენ შიპინგში. რომელიმე გადამზიდი თუ არის, ვინც ამათთან შედარებით ახლოს მიიტანს ტერიტორიულად.
 
Posted
12 hours ago, STI-228 said:

2 გადამზიდ კომპანიაზე, რომ დავრეგისტრირდე და ერთდროულად გამოვიწერო 300 ლარამდე ღირებულების ნივთი განბაჟება მაინც დაჭირდება ?

არა. ყველა მასე ვშვრებით. ორი კი არა ხუთზე დარეგისტრირდი თუ დაგჭირდეს. ან ოჯახის წევრები დაარეგისტრირე. მალეო ბებიის პასპორტითაც გამოგატანს ამანათს.

12 hours ago, STI-228 said:

მალეოზე ვარ დარეგისტრირებული და სხვაც ალტერნატივაც მჭირდება. რომელს მირჩევთ ?

მამენტ ყველა ერთი **ეა მარა ზოგი ნამეტანი... ფოსტალონს, ინექსს არ გაეკარო. კვირები გადის მაგათ ლოდინში და პასუხსაც ვერ გცემენ რატო. ბარამიც ნელია.

ცალკე ის გაარკვიე ვინ როგორ ითვლის წონას. მოცულობით ძაან გაიწეწები, ზოგი პატარა პაკეტსაც მოცულობით თვლის :drug:

12 hours ago, STI-228 said:

თურქეთის ან იტალიის მისამართი, რომ მივუთითო უფრო ნაკლებს თუ დამიწერს ხომ შეიძლება გამოვწერო ?

ზუსტად წყაროს ვერ გეტყვი მარა როგორც ვიცი იმპორტულ საქონელზე tax-ებს ამატებს თურქეთი, ასე რომ შუამავლად არ გამოდგება. იქ თუ ყიდულობ რამეს კია იაფი.

Posted
12 hours ago, STI-228 said:

ასევე მაინტერესებს გერმანიდან ყიდვის შემთხვევაში შიპინგს მიწერს მხოლოდ 50 ევროს DHL-ით (ამერიკის მისამართზე, რომ მიიტანონ). სხვა ალტერნატივა არ აქვს არჩევანში და ამ შემთხვევაში თურქეთის ან იტალიის მისამართი, რომ მივუთითო უფრო ნაკლებს თუ დამიწერს ხომ შეიძლება გამოვწერო ? ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა აქამდე საიდან წამოვა ნივთი

გერმანიიდან პირდაპირ შეგიძლია ყიდვა, ბევრ გადამზიდავს ჩამოაქ, camex.ge მაგალითად

Posted

48 minutes ago, Blue_Origin said:

ფოსტალონს, ინექსს არ გაეკარო. კვირები გადის მაგათ ლოდინში და პასუხსაც ვერ გცემენ რატო. ბარამიც ნელია.

არადა ინექსს ვფიქრობდი. რამოდენიმე მისამართს იძლევა, ისე როგორც მალეო და მაწყობდა...

onex.ge-დან ჩამოგიტანიათ ამანათი ? ან აქ ან amanati.ge-ზე ვფიქრობ დარეგისტრირებას დამატებით.

Posted

ტერიტორიულად მაწყობს და რამდენჯერმე ვისარგებლე https://www.mixshop.ge/ -ით.  თუ მდებარეობა მისაღებია ნორმალურია (ნორმალურ დროში ჩამოდის, ფასიც ნორმალურია, პასუხს გცემენ)

  • Thanks 1
  • Upvote 1
Posted
2 hours ago, STI-228 said:

არადა ინექსს ვფიქრობდი. რამოდენიმე მისამართს იძლევა, ისე როგორც მალეო და მაწყობდა...

თუ არ გეჩქარება ჯანდაბას... ერთ თვემდეც კი წელავენ ზოგჯერ. :drug:

  • Haha 1
  • 3 weeks later...
Posted

postalon თუ გამოგიყენებიათ ვინმეს ? 🤔 გერმანიიდან თუ წამოგიღიათ ნივთი ? Maleo-ზე და Onex-ზე ვარ ჯერ-ჯერობით. მესამე გადამზიდსაც ვეძებ :)

Posted

გამარჯობა. გუშინ გამოვიწერე დიდი ბრიტანეთიდან ნივთი და გადამახდევინეს დამატებით თანხა VAT-ის. ჯამში ლარებში გამოვიდა 299 ლარი. ეხლა, რომ ჩამოვა და გამოტანის თანხა დაემატება მომიწევს განბაჟების თანხის გადახდა თუ გამოტანის თანხას არ თვლიან ? 100 გრამი იქნება დაახლოებითი წონა :) 

vat-ის ამბავი არ ვიცი ზუსტად ანგარიშდება თუ არა, აქ იკითხე და გეტყვიან

საფოსტო გზავნილის განბაჟება!♦ ♦ ♦ ♦ VOL 4 ♦ ♦ ♦ ♦ -> თბილისის ფორუმი (forum.ge)

Posted
On 9/10/2023 at 9:12 PM, STI-228 said:

მესამე გადამზიდსაც ვეძებ

1 გადამზიდზე რამოდენიმე ექაუნთის გაკეთებას რა უდგას წინ? 3 ამანათის გამო 3 სხვადასხვა კომპანიაში სიარული არაა საჭირო :D 

6 hours ago, STI-228 said:

გადამახდევინეს დამატებით თანხა VAT-ის

ეგ იგივე ტაქსის, ანუ შიპინგის თანხაა და თუ ნივთის ღირებულება არ არემატება 300 ლარს, ეგ არ ითვლება, ასე რომ არ გიწევს ბაჟი

  • Upvote 1
Posted
14 hours ago, Gogla1990 said:

ეგ იგივე ტაქსის, ანუ შიპინგის თანხაა და თუ ნივთის ღირებულება არ არემატება 300 ლარს, ეგ არ ითვლება, ასე რომ არ გიწევს ბაჟი

£91.90 გადავრიცხე ნივთს + შიპინგთან ერთად და ლარებში გამოვიდა 298.80 ლარი. ეხლა ამაზე მომიწევს განბაჟება როცა ჩამოვა ? ანუ ამას გამოტანის საფასურიც უნდა დავამატო ? თუ ნივთის გამოტანის საფასური არ მოქმედებს განბაჟებაზე ?

თუ მხოლოდ ნივთს + შიპინგით ითვლება განბაჟება, მაშინ არ მიწევს წესით 😕 გამოტანის 3 ლარი თუ დამემატება მაშინ მიწევს :D 

Posted
11 minutes ago, STI-228 said:

£91.90 გადავრიცხე ნივთს + შიპინგთან ერთად და ლარებში გამოვიდა 298.80 ლარი. ეხლა ამაზე მომიწევს განბაჟება როცა ჩამოვა ? ანუ ამას გამოტანის საფასურიც უნდა დავამატო ? თუ ნივთის გამოტანის საფასური არ მოქმედებს განბაჟებაზე ?

თუ მხოლოდ ნივთს + შიპინგით ითვლება განბაჟება, მაშინ არ მიწევს წესით

არც შიფინგი არ ითვლება, დეკლარირებისას მხოლოდ ნივთის სუფთა ღირებულება უნდა ჩაწერო, აი ძირითადი ფასი თუ აღემატება 300 ლარას მერე უკვე ყველაფერი იკრიბება ოღონდ მაგას თავად შეკრებენ  ინვოისის საფუძველზე, შენ მაინც ძირითად ღირებულებას უთითებ, იტოგში ეხლა მიუთითე ის თანხა რაც ღირდა ჩირსტად ნივთი, ვატის და შიფინგის გარეშე

  • Upvote 1
Posted
33 minutes ago, STI-228 said:

£91.90 გადავრიცხე ნივთს

260 ლარიც არაა ეხლანდელ კურსზე, ასე რომ არანაირი ბაჟი არ უწევს

  • Thanks 1
Posted
1 hour ago, david_888 said:

არც შიფინგი არ ითვლება, დეკლარირებისას მხოლოდ ნივთის სუფთა ღირებულება უნდა ჩაწერო, აი ძირითადი ფასი თუ აღემატება 300 ლარას მერე უკვე ყველაფერი იკრიბება ოღონდ მაგას თავად შეკრებენ  ინვოისის საფუძველზე, შენ მაინც ძირითად ღირებულებას უთითებ, იტოგში ეხლა მიუთითე ის თანხა რაც ღირდა ჩირსტად ნივთი, ვატის და შიფინგის გარეშე

მე ნივთს + შიდა შიპინგიანად ვუწერ ღირებულებას დეკლარირების დროს. მაგ: თუ ვინთი 50 $ ღირდა და 20 $ შიპინგის ემატება ჯამურად 70 $ ვუწერ დეკლარირების დროს.

Posted

ეგ შეგიძლია დაწერო მაშინ როდესაც ბაჟი უწევს, 300 ლარამდე თუ ღირს ნივთი, უწერ მხოლოდ ნივთის ღირებულებას, ძალით რატომ გინდა განბაჟება გაიჩალიჩო როდესაც კანონით არ გეკუთვნის :D 

Posted
2 minutes ago, Gogla1990 said:

ეგ შეგიძლია დაწერო მაშინ როდესაც ბაჟი უწევს, 300 ლარამდე თუ ღირს ნივთი, უწერ მხოლოდ ნივთის ღირებულებას, ძალით რატომ გინდა განბაჟება გაიჩალიჩო როდესაც კანონით არ გეკუთვნის :D 

ესე ვიცოდი :D ეხლა რაც დავთვალე წესით მიწევს.

Quote

260 ლარიც არაა ეხლანდელ კურსზე, ასე რომ არანაირი ბაჟი არ უწევს

ევრო დათვალე ეტყობა. ფუნტია გადახდილი.

Posted
4 minutes ago, STI-228 said:

ეხლა რაც დავთვალე წესით მიწევს.

ნივთში რა გადაიხადე?  გაანებე ამ შიპინგებს და ფეხის ქირის ფულს და მხოლოდ ნივთის საფასური დაწერე :D 

Posted
9 minutes ago, STI-228 said:

მე ნივთს + შიდა შიპინგიანად ვუწერ ღირებულებას დეკლარირების დროს. მაგ: თუ ვინთი 50 $ ღირდა და 20 $ შიპინგის ემატება ჯამურად 70 $ ვუწერ დეკლარირების დროს.

ხოდა არასწორია, მხოლოდ ნივთის სუფთა ღირებულება უნდა ჩაწერო ყოველთვის

Posted
8 minutes ago, Gogla1990 said:

ნივთში რა გადაიხადე?  გაანებე ამ შიპინგებს და ფეხის ქირის ფულს და მხოლოდ ნივთის საფასური დაწერე :D 

არ დამაჯარიმებენ ? ერთიანად ჩამომაჭრა.

JRCB3G5.png

ამ VAT-ზე ესეთი რამე დამიწერა მახსოვს :)

3rPRo39.png

Posted
5 minutes ago, STI-228 said:

არ დამაჯარიმებენ ? ერთიანად ჩამომაჭრა.

არ გადაჯარიმებენ, ეგრეა წესი კი არ იტყუები რამეს, შენ წერ რეალურ ღირებულებას ნივთის და თუ არ უწევს განბაჟება თავისუფალი ხარ ჯარიდან, თუ უწევს მერე ინვოისის საფუძველზე თავად შეგიკრებენ ყველაფერს

Posted
3 minutes ago, david_888 said:

არ გადაჯარიმებენ, ეგრეა წესი კი არ იტყუები რამეს, შენ წერ რეალურ ღირებულებას ნივთის და თუ არ უწევს განბაჟება თავისუფალი ხარ ჯარიდან, თუ უწევს მერე ინვოისის საფუძველზე თავად შეგიკრებენ ყველაფერს

ეს VAT საერთოდ რა არის ვერ ვხვდები. შიპინგის ცალკე მაქვს 3.29 გადახდილი და ეს VAT რისი გადავიხადე ვერ ვიგებ, მაგრამ ისეთი ნაწილია მიღირს :D 76.58-ს ჩავუწერ მაშინ და ეგ იქნება :) 

Posted
4 minutes ago, STI-228 said:

ეს VAT საერთოდ რა არის ვერ ვხვდები

value-added tax დამატებითი ღირებულების გადასახადი, დღგ

Screenshot (58).png

6 minutes ago, STI-228 said:

76.58-ს ჩავუწერ მაშინ და ეგ იქნება

73.29 უნდა ჩაწერო

Posted
3 hours ago, david_888 said:

value-added tax დამატებითი ღირებულების გადასახადი, დღგ

Screenshot (58).png

73.29 უნდა ჩაწერო

დიდ ბრიტანეთში რადგან ვიყიდე ალბათ მაგიტომ მახდევინებენ ამ დღგს. სხვაგან არასად არ გადამიხდია შიპინგის თანხის გარდა არაფერი. მადლობა დიდი :) 

Posted
20 minutes ago, STI-228 said:

დიდ ბრიტანეთში რადგან ვიყიდე ალბათ მაგიტომ მახევინებენ ამ დღგს. სხვაგან არასად არ გადამიხდია

უმეტეს შემთხვევაში ნივთის ღირებულებაშივეა ხოლმე შეყვანილი

  • 2 weeks later...
Posted

გამარჯობა. ველოსიპედის ნაწილი რასაც ვეძებ მხოლოდ საფრანგეთშია და რომელი გადამზიდი იძლევა რეგისტრაციის შემდეგ საფრანგეთის მისამართს ? 🤔 სხაგან არასად არ არის და არც ახლომახლო არ ჩააქვთ :( 

LP BOX SPICY / ZESTY FIT CARBON LOCK (თან 3 ცალი უნდა ვიყიდო, 10 ევროზე ნაკლებიან შეკვეთას არ იღებენ)

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.