Jump to content

MediaTek დანერგავს Meta-ს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს სმარტფონებისთვის განკუთვნილ პროცესორებში


Recommended Posts

MediaTek-მა გააცხადა Meta-თან პარტნიორობის დაწყების შესახებ, რათა დანერგოს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია პირდაპირ მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილ ერთკრისტალია პლატფორმებზე. ამ ინიციატივამ შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ხელოვნური ინტელექტის მუშაობა სმარტფონებზე, გახადოს იგი უფრო ავტონომიური და ქლაუდ სერვისებთან ინტერნეტით დაკავშირებაზე ნაკლებად დამოკიდებული. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MediaTek 

ივლისის დასაწყისში Qualcomm-მა ასევე გამოაცხადა პარტნიორობის დაწყების შესახებ Meta-სთან გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მომავალ ჩიპსეტებში ინტეგრირების მიმართულებით. ეს იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ახალი Snapdragon 8 Gen 3 ჩიპი აღჭურვილი იქნება ასეთი ტექნოლოგიით. MediaTek ახლა მიჰყვება ამ ტენდენციას და გეგმავს ხელოვნური ინტელექტის დიდი ენის მოდელ Llama 2-ის (LLM)დანერგვას ახალ ფლაგმანურ პროცესორში. მიუხედავად იმისა, რომ MediaTek-მა დეტალები არ მოგვაწოდა, არსებობს ვარაუდი, რომ საუბარია Dimensity 9300 ჩიპზე. 

სმარტფონების ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების უმეტესობა ამჟამად ინტერნეტ კავშირს ითხოვს, მაგალითად, ChatGPT-ის გამოყენება Android-ზე. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის უშუალოდ მოწყობილობის ჩიპსეტში დანერგვით ასეთი კავშირი შესაძლოა არ იყოს აუცილებელი. 

MediaTek გვპირდება, რომ ეს მოიტანს ბევრ სარგებელს, მათ შორის გაუმჯობესებულ წარმადობას, გაუმჯობესებულ უსაფრთხოებას, დაბალ შეყოვნებას, შეზღუდული ინტერნეტის მქონე ადგილებში მუშაობის უნარს და ხარჯების შემცირებას. 

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარება ახალ ჰორიზონტს ხსნის მობილური მოწყობილობებისთვის. MediaTek-ისა და Qualcomm-ის Meta-სთან თანამშრომლობის გათვალისწინებით შესაძლოა სხვა მსხვილმა მოთამაშეებმა, როგორებიცაა Apple და Samsung, მომავალში დაიწყონ მსგავსი ტექნოლოგიების ინტეგრირება თავიანთ მობილურ პლატფორმებში. 

ახალ პროცესორ MediaTek Dimensity 9300-ის პრეზენტაცია სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს მოხდება. ეს ნიშნავს, რომ მალე შევძლებთ მოქმედებაში ვიხილოთ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ყველა უპირატესობა ჩვენს სმარტფონებზე. ეს არის ახალი ეტაპი მობილური ტექნოლოგიების განვითარებაში და საინტერესო იქნება ამ სფეროში შემდგომი სიახლეების ნახვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.