Jump to content

Sony-მ წარადგინა პორტატული კონსოლი PlayStation Portal PS5 თამაშების სტრიმინგისთვის


Recommended Posts

კომპანია Sony-მ წარადგინა პორტატული კონსოლი PlayStation Portal, რომელსაც „PS5-ის შესაძლებლობები მობილურ ფორმატში გადააქვს“. კონსოლი საშუალებას იძლევა გაეშვას თამაში მომხმარებლის PlayStation 5-ზე და Portal-ზე მოხდეს გეიმინგ-პროცესის ტრანსლირება ინტერნეტის მეშვეობით. ახალ კონსოლს აქვს კონტროლერ DualSense-ის ყველა ძირითადი ფუნქცია ადაპტური ტრიგერებისა და ტაქტილური უკუკავშირის ჩათვლით, ხოლო 8-დუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანი 1080p გაფართოებითა და 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით ხარსხიან გამოსახულებას უზრუნველყოფს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Sony 

PlayStation Portal პოზიციონირებ, როგორც იდეალური მოწყობილობა ისეთი ოჯახებისთვის, სადაც მისაღები ოთახის ტელევიზორის გამოყენების ბევრი კანდიდატია სიახლე საშუალებას იძლევა მომხმარებელმა PS5-ის თამაშები ითამაშოს სახლის სხვა ოთახში, როდესაც ტელევიზორი დაკავებულია. ასევე, პორტატული კონსოლით, შეგიძლიათ ისიამოვნოთ თქვენი თამაშებით დედამიწის მეორე მხარესაც კი სწრაფი ინტერნეტის პირობებში. PlayStation პორტალი უერთდება ინტერნეტს Wi-Fi-ის საშუალებით. იგი საშუალებას გაძლევთ ითამაშოთ თქვენს PS5 კონსოლზე დაინსტალირებული ყველა თამაში და გამოიყენოთ DualSense კონტროლერი. PS VR2 თამაშები, ანუ ის თამაშები, რომლებიც ვირტუალური რეალობის ჰედსეტს საჭიროებს, ასევე ის თამაშები, რომლებიც PlayStation Plus Premium ქლაუდ სერვისით გადაიცემა, მხარდაჭერილი არ არის. 

image.jpeg 

PlayStation Portal-ს აქვს 3.5 მმ აუდიოკონექტორი სადენიანი ყურსასმენის დასაკავშირებლად. პორტატულ კონსოლს არ გააჩნია Bluetooth სტანდარტის მხარდაჭერა, ამიტომ უსადენო ყურსასმენის დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საფირმო Sony PlayStation Link პროტოკოლის გამოყენებით. Sony ამტკიცებს, რომ „ეს ინოვაცია უზრუნველყოფს დაბალ შეყოვნებას, ხმას დაკარგვის გარეშე და ადვილად გადართვას მრავალ PlayStation Link ჰოსტს შორის, როგორებიცაა PS5 USB ადაპტერი და PlayStation Portal“.  

PlayStation Portal-ის პარალელურად Sony-მ აგრეთვე წარადგინა უსადენო ჰედსეტი Pulse Elite და ყურსასმენი Pulse Explore, რომლებიც პირდაპირ PlayStation Portal-ს უკავშირდება უსადენო აუდიოტექნოლოგია PlayStation Link-ის გამოყენებით. Pulse Elite-ისა და Pulse Explore-ის PS5-ზე გამოყენებისთვის PlayStation Link-ს დასჭირდება USB-ადაპტერი, რომელიც ორივე ყურსასმენის კომპლექტში შედის. ახალი ყურსასმენების დაკავშირება შესაძლებელია როგორც PlayStation Link-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობასთან, ასევე Bluetooth-ის მქონე მოწყობილობასთან ერთდროულად. 

ზოგიერთმა ბლოგერმა უკვე მოახერხა ახალი Sony პორტატული კონსოლის ტესტირება. იხილეთ მათი ძირითადი შთაბეჭდილებების კრებული: 

ჯოისტიკები ჰგავს PS5-ისას, მაგრამ ანალოგური სტიკები ოდნავ უფრო მცირეა Dual Sense-თან შედარებით. ეკრანი კაშკაშაა, ფერების რეპროდუქცია კარგია, მაგრამ HDR-ზე საუბარი არ არის. შეგიძლიათ ითამაშოთ ყველგან, სადაც არის კავშირი თქვენი სახლის LAN-თან, სადაც PS5-ია დაკავშირებული. სტრიმინგის დროს შეფერხებები არ ყოფილა, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტესტირება ჩატარდა იდეალურ პირობებში და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული Wi-Fi-ის ხარისხზე ან ინტერნეტ კავშირის სიჩქარეზე - არ უნდა გქონდეთ სასტუმროს ინტერნეტის იმედი. თუ სხვა მომხმარებელი იყენებს PS5-ს, პორტატული კონსოლი არ იმუშავებს. PlayStation Portal-ს არ აქვს ჩაშენებული მეხსიერება, შეუძლებელია აპლიკაციის გაშვება PS5-თან დაკავშირების გარეშე. Bluetooth-ის ნაკლებობა დიდი მინუსია, რადგან იგი გაიძულებს შეიძინო Sony-ის ახალი ყურსასმენები, რომელთა ღირებულებაა 149-დან 199 აშშ დოლარამდეა, რაც თითქმის აორმაგებს სრულფასოვანი დისტანციური თამაშის ღირებულებას. 

პორტატული კონსოლი PlayStation Portal გამოვა წლის ბოლოს და გაყიდება 199.99 აშშ დოლარად. დამატებითი ინფორმაცია კონსოლზე წინასწარი შეკვეთების დაწყების შესახებ ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.