Jump to content

ექსპერტებმა Bitcoin-ის სოლო-მაინინგისთვის ყველაზე მომგებიანი ქვეყნები დაასახელეს


Recommended Posts

image.jpeg 

მსოფლიოში მხოლოდ 65 ქვეყანა იძლევა Bitcoin-ის მომგებიანი ინდივიდუალური მაინინგის შესაძლებლობას ელექტროენერგიის ღირებულებიდან გამომდინარე. ასეთი დასკვნა გააკეთეს CoinGecko-ს ექსპერტებმა. 

1 BTC-ის მოსაპოვებლად სოლო-მაინერს სჭირდება საშუალოდ 266.000 კვტ/სთ და დაახლოებით შვიდი წელი. ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება იქნება დაახლოებით 143 კვტ/სთ. 

ელექტროენერგიის საშუალო ღირებულება 1 BTC-ის შინაურ პირობებში მაინინგისთვის შეადგენს 46.291.24 აშშ დოლარს. ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 85 76784 აშშ დოლარია, აზიაში კი - მხოლოდ 20635.62 აშშ დოლარი. 

image.jpeg 

წყარო: CoinGecko 

აზიის რეგიონში ციფრული ოქროს მომგებიანი მოპოვება შესაძლებელია 34 ქვეყანაში. აფრიკიდან ამ სიას კიდევ 18 იურისდიქცია ემატება, ევროპიდან - მხოლოდ 5. 

ექსპერტებმა გაიხსენეს, რომ 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით ცხრა ქვეყანამ საერთოდ აკრძალა კრიპტოვალუტების მაინინგ, ვაჭრობა და გამოყენება. ამ ქვეყნებს შორისაა: აზიიდან ბანგლადეში, ჩინეთი, ერაყი, ნეპალი, ყატარი, ასევე აფრიკიდან ალჟირი, ეგვიპტე, მაროკო და ტუნისი. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ იურისდიქციას, მაროკოს გარდა, მომგებიანი სოლო მაინინგის პოტენციალი გააჩნია. 

გასაკვირი არ არის, რომ ტოპ 10 ქვეყანა, სადაც სახლის პირობებში 1 BTC-ის მოპოვების ყველაზე დაბალი ხარჯები, აზიასა და აფრიკაში მდებარეობს. 

image.jpeg 

წყარო: CoinGecko. 

ერაყის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტების გამოყენება ჯერ კიდევ 2017 წელს აკრძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ამ რეიტინგში მეცხრე ადგილს დაიკავებდა. 

წამგებიანია Bitcoin-ის შინაურ პირობებში მოპოვება 82 ქვეყანაში. ათეულში ყველაზე მაღალი ინდივიდუალური მაინინგის ხარჯები მოიცავ ცხრა ქვეყანას ევროპიდან და კაიმანის კუნძულებს. 

image.jpeg 

წყარო: CoinGecko. 

ამასთან, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ 1 BTC-ის მაინინგისთვის საჭირო ელექტროენერგიის მოხმარება არც ისე განსხვავდება სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიერ მოხმარებულისგან. მათი აზრით ეს ადასტურებს მოსაზრებას, რომ Bitcoin არ არის ისეთი საშიში გარემოსთვის, როგორც ამას მეინსტრიმ მედია ამტკიცებს. 

image.jpeg 

წყარო: CoinGecko. 

შეგახსენებთ, რომ აპრილში კრიპტო საზოგადოებამ გააკრიტიკა სტატია მაინინგზე The New York Times-ში. Riot Platforms-მა პუბლიკაციას უწოდა "დამახინჯებებითა და აშკარა სიცრუით სავსე" პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ინდუსტრიაზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.