Jump to content

Lenovo-მ დააანონსა თხელი გეიმინგ ლეპტოპი Legion 9i ულტრათხელი გაგრილების სისტემით, Core i9-13980HX-ითა და GeForce RTX 4090-ით


Recommended Posts

კომპანია Lenovo-მ დააანონსა ფლაგმანური გეიმინგ ლეპტოპი Legion 9i. მის საფუძვლად გამოყენებულია 24-ბირთვიანი Intel Core i9-13980HX და დისკრეტული ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090 16 გბ მეხსიერებით. ამავე დროს, ლეპტოპი მეტად კომპაქტურია - მისი სისქე მხოლოდ 18.9 მმ-ს შეადგენს. Legion 9i-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მასში გამოყენებული თხევადი გაგრილების სისტემა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSPOWERUSER / Lenovo China 

Lenovo-ს განცხადებით Legion 9i-ში გამოყენებულია მსოფლიოში ყველაზე თხელი თხევად გაგრილების სისტემა. ლეპტოპის პრეზენტაციის ფარგლებში კომპანიამ განაცხადა, რომ გაგრილების სისტემა აქტიურდება მხოლოდ მაშინ, როცა სისტემის ტემპერატურა 84 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. შედეგად იზრდება გაგრილების სისტემაში შემავალი ტუმბოს რესურს. იგი არ ბრუნავს, როდესაც ლეპტოპი უმოქმედოა ან არ გამოიყენება თამაშებისთვის. 

image.jpeg 

გაგრილების სისტემაში შედის სამი ქულერი. ლეპტოპის კომპაქტური ზომის მიუხედავად მასში შესაძლებელია ორი M.2 2280 SSD-ის და ორი DDR5 მეხსიერების მოდულის განთავსება. ლეპტოპის უფროს მოდიფიკაციაში ხელმისაწვდომია DDR5-5600 მეხსიერების ორი მოდული თითო 32 გბ მოცულობით. ლეპტოპს აქვს 99.9 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. 

image.jpeg 

Lenovo Legion 9i-ს აქვს 16.3-დუიმიანი IPS 2K ეკრანი და 165 ჰერცამდე კადრის განახლების ცვლადი სიხშირე (VRR). დისპლეიზე გამოიყენება Mini-LED განათება. 

image.jpeg 

არ არსებობს ინფორმაცია ლეპტოპის გაყიდვაში გამოსვლის თარიღისა და მისი ფასის შესახებ. აღინიშნება, რომ ლეპტოპის წარმოება მიმდინარე თვეში დაიწყო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.