Jump to content

ETF-ის შესახებ SEC-ის მიერ გადაწყვეტილების მიღების გადადებამ Bitcoin-ფონდებიდან თანხების გადინება გამოიწვია


Recommended Posts

image.jpeg 

კრიპტოვალუტების საინვესტიციო პროდუქტებიდან თანხების გადინებამ 12-დან 18 აგვისტომდე პეროოდში შეადგინა 55.4 მლნ აშშ დოლარი, ერთი კვირით ადრე შემოსული თანხების მოცულობა 28.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. ასეთი შეფასება გააკეთეს CoinShares-ის ანალიტიკოსებმა. 

image.png 

წყარო: CoinShares. 

ანალიტიკოსებმა გაყიდვების ზრდა ახსნეს ARK Invest-ისა და 21Shares-ის Bitcoin ETF-ის გამოშვების განაცხადის შესახებ SEC-ის მიერ გადაწყვეტილების მიღების გადადებით. 

სეზონური ეფექტების გამო ვაჭრობის მოცულობა საშუალოზე საკმაოდ დაბალი იყო, რამაც დიდი ტრანზაქციების მიმართ ფასების დაუცველობის შენარჩუნება განაპირობა. 

ექსპერტების გამოთვლებით პანიკის შედეგად ყველა პროდუქტზე აქტივების მოცულობა 10%-ით, 32.3 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. 

Bitcoin-ის ფონდებიდან გატანილ იქნა 42 მლნ აშშ დოლარი, რაც ერთნახევარჯერ მეტია წინა საანგარიშო პერიოდთან (27 მლნ აშშ დოლარი) შედარებით. 

იმ სტრუქტურებიდან, რომლებიც პირველ კრიპტოვალუტაში მოკლევადიანი პოზიციების გახსნის საშუალებას იძლევა, მომხმარებლებმა გაიტანეს 2.2 მლნ აშშ დოლარი, ერთი კვირით ადრე ეს მაჩვენებელი 2.7 მლნ აშშ დოლარი იყო. 

გადინება დაფიქსირდა Altcoin-ებზე დამყარებულ პროდუქტებშიც. Ethereum-ის ფონდებიდან მომხმარებლებმა გაიტანეს 9 მლნ აშშ დოლარი, ერთი კვირით ადრე  დაფიქსირდა 2.5 მლნ აშშ დოლარის შემოდინება. 

Polygon-ზე, Litecoin-სა და Polkadot-ზე დამყარებული პროდუქტებიდან ინვესტორებმა გაიტანეს 0.9, 0.6 და 0.5 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად. 

XRP ფონდებში შემოდინების ტალღა ზედიზედ 17 კვირა გაგრძელდა. შემსულმა თანხამ 1.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

image.png 

წყარო: CoinShares. 

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა SEC-ის მოთხოვნა Ripple-ის წინააღმდეგ საქმეზე შუალედური საჩივრის შეტანის შესახებ. 

მანამდე სააგენტოს ყოფილმა ადვოკატმა ჯონ რიდ სტარკმა ტორესის განაჩენ Fintech-კომპანიის წინააღმდეგ საქმეზე „მერყევ ნიადაგზე დაფუძნებული“ უწოდა. მისი აზრით კომისიას დიდი შანსი აქვს, წარმატებით გაასაჩივროს იგი ზემდგომ ორგანოებში. 

Link to comment
Share on other sites

აქვს გარკვეული ლოგიკა მაგ ინფოს, მაგრამ შეიძლება ყველაფერი ერთად დაჯდა, დოუ ჯონსი და თვითონ ოქროს ფასიც კარგათ შემცირდა ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, რაც არ უნდა იყოს ოქროს ფასი კი ავიდა 1980$ როცა ბიტკოინი გაცდა 31000$, ეხლა კი 1890$ ჩამოცდა უკვე ფაქტიურათ, დოუ ჯონსი კი 35600 ასვლის შემდეგ უახსლოვდება ნელ-ნელა ისევ 34000 ატმეტკას, ანუ ყველაფერი დაეცა და ბიტკოინმაც ჩაყვინთა, თუმცა რამდენზე დაეცემა კიდე ჯერ არ ჩანს, თითქოს უნდა ჩამოცდეს სულ მცირე 25000$ მაინც და ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეიძლება 22000$ კი ჩამოცდეს სექტემბერისთვის უკვე კურსი, თუმცა მანამდე შეიძლება მოასწროს 25000$-ან 28000$ ასვლაც კი, ანუ უფრო სერიოზულ დაცემამდე შეიძლება ერთი მცდელობა კიდე იყოს კურსის დაპამპვის, ისე ეთერეუმი უფრო სერიოზულათ დაეცა გუშინ, დაჟე 1610$ მიუახლოვდა რაც წინა დაცემაზე მეტია უკვე, ალბათ უნდა ჩამოცდეს მინიმუმ 1600$ მაინც ამ დღეებში ეთერეუმის კურსიც, კრაინი ვარიანტში უფრო 1400$ დაეცემა თუ ბიტკოინი ჩამოცდა 22000 ან 23000$ ცოტა ხნით 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.