Magdalena Posted August 23, 2023 Posted August 23, 2023 SK Hynix-მა განაცხადა, რომ შეიმუშავა HBM3E - მომდევნო თაობის მაღალსიჩქარიანი ოპერატიული მეხსიერება (DRAM) მაღალი წარმადობის გამოთვლებისა და კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის სფეროსთვის. კომპანიის მტკიცებით ეს მეხსიერება მსოფლიოში ყველაზე მაღალი წარმადობის მქონეა და ამჟამად SK Hynix-ის მომხმარებლების მიერ ტესტირებებს გადის. ფოტოს წყარო: news.skhynix.com HBM (High Bandwidth Memory) არის მაღალსიჩქარიანი მეხსიერება, რომელიც წარმოადგენს ვერტიკალურად დაკავშირებული რამდენიმე DRAM ჩიპის სტეკს, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების სიჩქარის მნიშვნელოვან ზრდას ჩვეულებრივ DRAM ჩიპებთან შედარებით. HBM3E არის მეხუთე თაობის HBM3 მეხსიერების გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც ცვლის წინა - HBM, HBM2, HBM2E და HBM3 თაობებს. SK hynix ხაზს უსვამს, რომ HBM3E-ის წარმატებული განვითარება შესაძლებელი გახდა კომპანიის, როგორც HBM3-ის ერთადერთი მასობრივი მწარმოებლის მიერ მიღებული გამოცდილებით. დაგეგმილია HBM3E-ს მასობრივი წარმოების დაწყება მომავალი წლის პირველ ნახევარში, რაც განამტკიცებს კომპანიის ლიდერ პოზიციას ხელოვნური ინტელექტის მეხსიერების ბაზარზე. SK hynix-ის თანახმად ახალი პროდუქტი არა მხოლოდ აკმაყოფილებს ინდუსტრიის უმაღლეს სტანდარტებს ხელოვნური ინტელექტის ამოცანების სიჩქარესთან მიმართებაში, არამედ სხვა კატეგორიებში, მათ შორისაა მოცულობა, გაგრილება და მოსახერხებელი გამოყენება. HBM3E-ს შეუძლია მონაცემების დამუშავება 1.15 ტბ/წმ-მდე სიჩქარით, რაც 230-ზე მეტი, თითო 5-გიგაბატიანი სრულმეტრაჟიანი ფილმის Full HD გაფართოებით წამში გადაცემის ეკვივალენტურია. გარდა ამისა, HBM3E-ს აქვს 10%-ით უკეთესი გაგრილება Advanced Mass Reflow Molded Underfill (MR-MUF2) ტექნოლოგიის წყალობით. ახალი მეხსიერება ასევე უზრუნველყოფს უკუთავსებადობას, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას HBM3-ისთვის შექმნილ, აქტუალურ ამაჩქარებლებში. „ჩვენ გვაქვს SK hynix-თან თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია მაღალსიჩქარიან მეხსიერებაზე დამყარებული მოწინავე დაჩქარებული გამოთვლითი გადაწყვეტილებების მხრივ. ჩვენ მოუთმენლად ველით HBM3E-თან თანამშრომლობის გაგრძელებას ხელოვნური ინტელექტის გამოთვლების შემდეგი თაობის შესაქმნელად,” - განაცხადა NVIDIA-ს ჰიპერმასშტაბირებისა და მაღალი წარმადობის გამოთვლების ვიცე-პრეზიდენტმა Ian Buck-მა. SK hynix-ის DRAM პროდუქტების დაგეგმვის ხელმძღვანელმა Sungsoo Ryu-მ აღნიშნა, რომ კომპანიამ გააძლიერა თავისი პოზიცია ბაზარზე HBM პროდუქციის ხაზის გაფართოებით, რომელიც ყურადღების ცენტრშია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარების ფონზე. https://tinyurl.com/2bjuf887 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.