Jump to content

Google-მა უარი თქვა დისკრეტული ვიდეო ბარათების მქონე გეიმინგ ქრომბუკების შემუშავებაზე


Magdalena

Recommended Posts

Google-მა უარი თქვა გეიმინგ ქრომბუკების შექმნის პროექტზე, რომლებიც წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო დისკრეტული გრაფიკული ბარათებით, მაღალი ხარისხის ეკრანებით და RGB-განათების მქონე კლავიატურებით. მათი შემუშავების შესახებ ხმები გასული წლის დასაწყისიდან გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პორტალ Ars Technica-მ დეველოპერების ფორუმ Chromium-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

„გასუფთავდა საწყობი რამდენიმე მკვდარი დაფისგან. Herobrine, Hades და Agah - ყველა გაუქმებულია, ”- წერს Chromium Gerrit თავის ვებ-გვერდზე. Ars Technica-ს ცნობით ესენია დედა დაფების კოდური სახელები, რომლებიც შექმნილია Chrome OS ოპერაციული სისტემის საფუძველზე მოქმედი მომავალი ლეპტოპების ან პლანშეტებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით ისინი აღჭურვილი უნდა ყოფილიყო NVIDIA-ს დისკრეტული მობილური გრაფიკული ბარათებით. 

ქრომბუკების პარალელურად Google ასევე დაკავებულია გეიმინგ პლატფორმა Steam-ის Chrome OS-ისთვის ადაპტაციით. პროექტი ჯერ კიდევ ბეტა-ტესტირების ეტაპზეა, მაგრამ განვითარების თითქმის ერთი წლის შემდეგ ალბათობა იმისა, რომ Steam საბოლოოდ გამოჩნდება Chrome OS-ზე, სულ უფრო და უფრო მცირდება. კომპლექსური პლატფორმისთვის, რომელიც შექმნილია Linux-ისთვის, სწორად იმუშაოს დაბალი სიმძლავრის Chromebook-ებზე, ადვილი საქმე არ არის. მაგალითად, როგორც ოფიციალური პროექტის დოკუმენტებშია ნათქვამი, აპლიკაციას ჯერ კიდევ აქვს ფანჯრების ჩვენებასთან, გარე მონიტორებთან დაკავშირებასთან, მომხმარებლის ინტერფეისის მასშტაბირებასთან დაკავშირებული პრობლემები. არის სირთულეები ხმოვან და ტექსტურ ჩატთან, ასევე Valve-ის Easy Anti-Cheat ტექნოლოგიასთან მიმართებაში 

Steam-ის ალფა-ტესტირების დაწყებიდან Chrome OS-თან თავსებადობის დადასტურება ქრომბუკის მხოლოდ ოცმა მოდელმა მიიღო. თუმცა მათ არ აქვთ მხარდაჭერილი გარე მყარი დისკების დაკავშირება, რაც შეიძლება დიდი პრობლემა იყოს, თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე თამაშების ზომას და მუდმივი მეხსიერების რაოდენობას, რომლითაც აღჭურვილია Chromebook - იგი ხშირად არ აღემატება 64 გბ-ს. 

მაღალი წარმადობის დისკრეტული გრაფიკული ბარათების მქონე ქრომბუკების ეტაპობრივი გაუქმება ასევე ნიშნავს, რომ ამ მოწყობილობების მფლობელებს შეეძლებათ მათზე მხოლოდ ძველი თამაშების, ასევე ახალი, დაბალი მოთხოვნის გრაფიკის თამაშების გაშვება. Google-ის გადაწყვეტილება - უარი თქვას მძლავრი ქრომბუკების განვითარებაზე, არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია არ არის დაინტერესებული თავის მოწყობილობებზე გეიმინგით. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში, თუ მომხმარებელს სურს უახლესი ამბების თამაში, როგორიცაა მაგალითად Baldur's Gate 3, ასეთ შემთვევაში თამაში მოუწევს ქლაუდ გეიმინგ სერვისების მეშვეობით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.