Jump to content

Intel-მა 33%-მდე გააუმჯობესა Arc A-სერიის ვიდეო ბარათების წარმადობა DirectX 11-ში


Recommended Posts

Intel-მა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გამოუშვებს გრაფიკული დრაივერების მთავარ განახლებას ვიდეო ბარათებისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის Arc ამაჩქარებლების წარმადობას DirectX 11 API მხარდაჭერის მქონე თამაშებში, ასევე შეამცირებს ე.წ. კადრების გახანგრძლივების დროს (frame time), რაც პირდაპირ გავლენას ახდენს გეიმინგ გრაფიკის დინამიურობასა და ხარისხზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

გასულ წელს გამოშვებული Intel Arc A770 და Arc A750 დისკრეტული გეიმინგ გრაფიკულ ბარათები არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს გეიმერებს შორის. ერთი მხრივ, ისინი აფიქსირებენ წარმადობის კარგ დონეს DirectX 12-ისა და რეითრეისინგის მხარდაჭერის მქონე თანამედროვე თამაშებში, მაგრამ მათი წარმადობა ძველ თამაშებში DirectX 11-ისა და DirectX 9-ს მხარდაჭერით შესამჩნევად მოიკოჭლებს კონკურენტულ გადაწყვეტილებებთან შედარებით. თუმცა Intel-ის ინჟინრები აგრძელებენ მუშაობას დრაივერების ოპტიმიზაციაზე, რათა Arc ბარათებმა უკეთ იმუშაონ ძველ თამაშებზე და უკვე შეძლეს წარმადობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, მაგალითად, პოპულარულ თამაშებში, როგორებიცაა CS:GO და League of Legends, რომლებიც ძველ DirectX 9 API-ს იყენებენ. 

image.jpeg 

მჟამად Intel-მა განაცხადა, რომ გადახედა ვიდეოდრაივერის ზოგიერთი კომპონენტის არქიტექტურას, რათა საბოლოოდ უზრუნველეყო Arc A-სერიის ვიდეო ბარათების მაღალი სიჩქარე DirectX 11-ში. კომპანიამ აგრეთვე წარადგინა მონიტორინგის პროგრამა PresentMon და წარმადობის ახალი პარამეტრი GPU Busy. 

Intel-ის წარმომადგენელმა ტომ პეტერსენმა განაცხადა, რომ „ინჟინრებმა მთლიანად გადააკეთეს DX11-ის დრაივერების არქიტექტურა“, რის შედეგად DirectX 11-ის მხარდაჭერის მქონე თამაშებში საშუალოდ 19%-ით გაუმჯობესდა კომპიუტერის წარმადობა Core i5 პროცესორითა და Arc A750 გრაფიკული ბარათით დრაივერის ორიგინალ ვერსიასთან შედარებით. 

image.jpeg 

ფლაგმანურCore i9-13900K-ს და იმავე გრაფიკული ბარათის მქონე კომპიუტერის შემთხვევაში წარმადობის ზრდა 12%-ია. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალი დრაივერი უზრუნველყოფს უკეთეს წარმადობას DirectX 11-ი თამაშებში ნელი პროცესორების გამოყენებისას. 

image.jpeg 

image.jpeg 

ზემოთ მოყვანილი გრაფიკებიდან ჩანს, რომ წარმადობის რეალური ზრდა განსხვავდება თამაშებში, მაგრამ ზოგადად DX11 თამაშები ახლა მუშაობს ათობით FPS-ით უფრო სწრაფად, ვიდრე ადრე. Intel-ის მიერ გატესტილ თამაშებში წარმადობის მატება მერყეობდა 5%-დან Destiny 2-ში და 33%-მდე - Overwatch 2-ში. გარდა კადრების საერთო სიხშირისა, კადრების სიჩქარის პროცენტული ქულა DX11 თამაშებში ახლა ასევე გაუმჯობესებულია საშუალოდ 20 პროცენტით. ეს ნიშნავს, რომ ახალი დრაივერი უზრუნველყოფს ბევრად უფრო დინამიურ გეიმინგ გამოცდილებას მთლიანობაში. 

image.jpeg 

Intel-ის წარმადობის ახალი პარამეტრი GPU Busy ასახავს დროს, რომელიც იხარჯება გრაფიკული პროცესორის მიერ კადრების რენდერინგზე. თამაშების რენდერინგი - ეს არის ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების ერთობლივი დატვირთვა. თამაშში თითოეული კადრის გენერირებისთვის პროცესორმა უნდა წარმოადგინოს თამაშის მდგომარეობის მონაცემებ, რაც უნდა იყოს ნაჩვენები ეკრანზე, შემდეგ მოახდინოს ამ ინფორმაციის ორგანიზება API-ს მოთხოვნისთვის და მიაწოდოს GPU-ს, რომელიც შემდეგ განმარტავს მიღებულ API მოთხოვნას და ასახავს კადრს. 

image.jpeg 

ყოველ ჯერზე, როდესაც CPU დაასრულებს გამოთვლას კადრებისთვის, იგი „მიმდინარე“ ან „რეალურ“ მოთხოვნას უგზავნის GPU-ის დრაივერს. სანამ GPU ახდენს მოხოვნის შესაბამისად კადრის ფორმირებას, CPU-ის ნაკადი, რომელიც პასუხისმგებელია ამ კადრზე მუშაობაზე, არსებითად უმოქმედოა და ელოდება GPU-ს - წარმოადგინოს დასრულებული კადრი CPU-სთვის, რათა მან დაიწყო მუშაობა შემდეგზე. დროის სხვაობას ამ ორ მონაცემთა გადაცემას შორის ეწოდება კადრების ჩარჩოს ხანგრძლივობა (დრო, რომელიც კომპიუტერს სჭირდება კადრების ჩარჩოს ფორმირებისთვის). მითითებული პარამეტრი პირდაპირ გავლენას ახდენს თამაშში გრაფიკის დინამიურობა და ხარისხზე. რაც უფრო მოკლეა კადრის ხანგრძლივობის მნიშვნელობა (გამოითვლება მილიწამებში), მით უფრო დინამიური იქნება თამაში. მას შემდეგ, რაც კადრების ჩარჩო დაგენერირდება GPU-ს მიერ, იგი მოექცევა კადრების ბუფერში, შემდეგ დისპლეის კონტროლერში და აისახება მონიტორის ეკრანზე. Intel-მა გამოიგონა გზა, დაარღვიოს კადრის ხანგრძლივობა და აჩვენოს GPU-ს კონკრეტული წვლილი მის ფორმირებაში დროის მოცემულ მომენტში. ეს ინდიკატორი არის ის, რასაც კომპანია უწოდებს GPU Busy-ს. 

ქვემოთ მოცემული Overwatch 2-ის კადრების დროის გრაფიკი აჩვენებს იმ სამუშაოს, რომელიც Intel-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებმა შეასრულეს Arc გრაფიკული ბარათების მუშაობის ოპტიმიზაციისთვის DirectX 11 თამაშებში, სევე როგორც ინფორმაციას, რომელსაც GPU Busy გვაწვდის. ლურჯი ხაზი აჩვენებს თითოეული კადრის დამუშავებაზე დახარჯულ მთლიან დროს (CPU + GPU). ყვითელი ხაზი გვიჩვენებს, რამდენი ხანი იყო მხოლოდ GPU დაკავებული ამ ჩარჩოს დამუშავებით. იდეალურ შემთხვევაში ორივე ხაზის მწვერვალი უნდა იყოს გლუვი და რაც შეიძლება ახლოს იყოს ერთმანეთთან. 

image.jpeg 

image.jpeg 

როგორც ხედავთ, Overwatch 2-ის შემთხვევაში Arc A750 გრაფიკული ბარათისა და ძველი დრაივერების გამოყენებისას (ზემოთ პირველი გრაფიკი), ლურჯ ხაზზე (ჩარჩოს დამუშავების მთლიანი დრო) ხშირად მნიშვნელოვანი ნახტომები შეინიშნება. უახლესი დრაივერით, რომელიც ახდენს DirectX 11 კოდის ოპტიმიზაციას, თამაში ბევრად უფრო გამართულად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ GPU-ის დატვირთულობის დრო (ყვითელი ხაზი) ორივე შემთხვევაში იგივე დარჩა - 5-6 მილიწამი. შედეგად თამაში ახლა ბევრად უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ვიდრე ადრე და GPU busy განმარტავს, თუ როგორ იქნა ეს მიღწეული. 

image.jpeg 

მაგალითი, როდესაც თამაშის კადრების სიხშირე შეზღუდულია CPU-ით და არა GPU-ის წარმადობით 

GPU busy პარამეტრის გამოყენებით მიღებული მონაცემები მოგვიანებით შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის დასადგენად, თუ რა იწვევს კონკრეტულ თამაშში წარმადობის პრობლემებს და რაზე უნდა იფიქროთ პირველ რიგში კომპიუტერის განახლებისას - ახალ CPU-ზე თუ ვიდეო ბარათზე. თუ GPU-ის ჩატვირთვის დრო ემთხვევა კადრების მთლიან დროს, მაშინ ან თამაში იდეალურადაა ოპტიმიზებული, ან მასში წარმადობის გაუმჯობესება შესაძლებელია ვიდეო ბარათის განახლებით. 

image.jpeg 

დაბოლოს, მონიტორინგის ახალი ინსტრუმენტი PresentMon იძლევა საშუალებას აკონტროლოთ თამაშების შესრულების ყველა ძირითადი პარამეტრი, მათ შორის GPU busy. მას მხარს უჭერს გრაფიკული ბარათების ყველა მწარმოებელი და მუშაობს DirectX 9, DirectX 11, DirectX 12 და Vulkan გრაფიკული API-ებით.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.