Jump to content

Xiaomi-მ წარადგინა ფლაგმანური Redmi K60 Ultra


Recommended Posts

ხალ დასაკეც სმარტფონ Mix Fold 3-ის, პლანშეტ Pad 6 Max-ის, სმარტ-საათ Smart Band 8 Pro-სა და რობოტიზებულ ძაღლ CyberDog 2-ის პარალელურად კომპანია Xiaomi-მ წარადგინა ახალი ფლაგმანური სმარტფონი Redmi K60 Ultra. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Xiaomi 

სმარტფონს აქვს 6.67-დუიმიანი P-OLED დისპლეი 2712 × 1220 პიქსელი გაფართოებით, პიქსელების სიმჭიდროვეა 446 PPI, DCI-P3 ფერთა გამა და 2880 ჰერცი განათების პულსაციის მოდულაცია. ეკრანის კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი, სენსორული ფენის განახლების სიხშირე - 480 ჰერცი. 

image.jpeg 

Redmi K60 Ultra-ს საფუძვლად გამოყენებულია პროცესორი MediaTek Dimensity 9200+. ორიგინალი Dimensity 9200-ისგან იგი განსხვავდება ბირთვების ტაქტის სიხშირით. მთავარი ბირთვი Arm Cortex-X3 აჩქარებულია 3.05-დან 3.35 გჰც-მე, სამი მაღალი წარმადობის Cortex-A715 - 2.85-დან 3.0 გჰც-მდე, ხოლო ოთხი ეკონომიური Cortex-A510 ბირთვი - 1.8-დან 2.0 გჰც-მდე. ასევე გაუმჯობესდა გრაფიკული ქვესისტემა Immortalis-G715. მისი წარმადობა 17%-ით გაიზარდა. Redmi K60 Ultra-ს შემადგენლობაში აგრეთვე გამოყენებულია დამხმარე ვიდეოპროცესორი PixelWorks X7, რომელიც Xiaomi-ს მიერ შემუშავებულ ალგორითმზე მუშაობს. იგი პასუხისმგებელია კადრების დაბალი შეყოვნების ინტერპოლაციაზე, რომელსაც შეუძლია გააორმაგოს, გაასამმაგოს ან გააოთხმაგოს კიდეც კადრების სიხშირე 10 მილიწამ ნაკლები შეყოვნებით. 

~image.jpeg 

კამერების მთავარ ბლოკში შედის 1/1.49-დუიმიანი 50-მეგაპიქსელიანი Sony IMX800 სენსორი ტექნოლოგია Fusion Megapixel-ის მხარდაჭერით, რომელიც 4 პიქსელს ერთ 2 მკმ ზომისაში აერთიანებს. სენსორს აგრეთვე აქვს ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა. მასთან ერთად მოცემულია 8-მეგაპიქსელიანი სენსორი მსხვილფორმატიანი გადაღებისთვის და 2-მეგაპიქსელიანი სენსორი - მაკროგადაღებისთვის. ფრონტალური კამერა 20-მეგაპიქსელიანია, მის საფუძვლად გამოყენებულია სენსორი Sony IMX596. 

image.jpeg 

სმარტფონს აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120 ვატი სიმძლავრის დამუხტვის მხარდაჭერით. კომპანიის განცხადებით მისი სამუშაო ციკლი ხანგრძლივია: დამუხტვის 1000 ციკლის შემდეგ მოცულობა 80%-ზე ნარჩუნდება. მოწყობილობის სისქე 8.49 მილიმეტრია, წონა - 204 გრამი. 

image.jpeg 

სმარტფონს აქვს უსადენო სტანდარტ Wi-Fi 6E-ს და Bluetooth 5.3 პროტოკოლის მხარდაჭერა, აგრეთვე NFC 3.0 მოდული, ასევე წარმოდგენილია ორი სტერეოდინამიკი, IP68 სტანდარტის დაცვა წყლისა და მტვრისგან. მხარდაჭერილია ტექნოლოგიები Dolby Atmos, Dolby Vision и HDR10+. სმარტფონს აქვს ორი nano-SIM ბარათის სლოტი და მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 13-ზე საფირმო პროგრამული უზრუნველყოფით - MIUI 14. 

image.jpeg 

Redmi K60 Ultra-ს აქვს 12-დან 24 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება LPDDR5X და 256-დან 1024 გბ-მდე მუდმივი მეხსიერება UFS 4.0. ქვემოთ მოცემულია ვერსიების ფასები: 

  • Redmi K60 Ultra 12 გბ ოპერატიული + 256 გბ მუდმივი მეხსიერება - 2599 იუანი (357$); 

  • Redmi K60 Ultra 16 გბ ოპერატიული + 256 გბ მუდმივი მეხსიერება 2799 იუანი (385$); 

  • Redmi K60 Ultra 16 გბ ოპერატიული + 512 გბ მუდმივი მეხსიერება 2999 იუანი (412$); 

  • Redmi K60 Ultra 16 გბ ოპერატიული + 1 ტბ მუდმივი მეხსიერება  3299 იუანი (454$); 

  • Redmi K60 Ultra 24 გბ ოპერატიული + 1 ტბ მუდმივი მეხსიერება - 3599 იუანი (495$). 

ახალი სმარტფონი წარმოდგენილი იქნება სამი ფერის კორპუსით: Shadow Green (მწვანე), Ink Feather (შავი) და Clear Snow (თეთრი). 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.