Jump to content

სამომავლო პროცესორი Intel Core i7-14700K გაიტესტა და შედარდა აქტუალურ 13700K-ს: 20.7%-ით სწრაფი და 30 ვატით მეტი ენერგომოხმარებით


Recommended Posts

ჩინელმა ვიდეო ბლოგერმა T小白-მა გამოაქვეყნა მოკლე მიმოხილვა Intel-ის სამომავლო დესკტოპ პროცესორის შესახებ - ანგარიშში ჩიპი ფიგურირებს, როგორც 13700KS, რათა ვიდეო პლატფორმის ადმინისტრაციას მასალა არ წაეშალა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: videocardz.com 

რეალურად საუბარი ეხება პროცესორ Intel Core i7-14700K-ს - ეს არის ერთადერთი მოდელი Raptor Lake Refresh სერიაში, რომელშიც წინამორბედთან შედარებით ბირთვების რაოდენობა გაიზარდა და 16-ის ნაცვლად გახდა 20. ჩიპში მოცემულია 8 მაღალი წარმადობის და 12 ეფექტური ბირთვი 28-მდე ნაკადის მხარდაჭერით. შედარებისთვის, აქტუალური Intel Core i7-13700K-ს კონფიგურაციაა 8P + 8E; მაღალი წარმადობის ბირთვების სიხშირე 5.3-დან 5.5  გჰც-მდე გაიზარდა, ენერგოეფექტური ბირთვები 4.3 გჰც-ზე მუშაობს. შედეგად მე-14 თაობის ჩიპის ენერგომოხმარება 232-დან 260 ვატამდე გაიზარდა. 

Intel Core i7-14700K და 13700K 

image.pngimage.pngimage.png 

შედარებისთვის ტესტის ავტორმა შეარჩია მძლავრი კომპიუტერი ASUS ROG APEX Z790 დედა დაფით, ორი 16 გბ DDR5-8600 ოპერატიული მეხსიერების მოდულითა და NVIDIA GeForce RTX 4090 გრაფიკით. ერთბირთვიანი წარმადობა გაიზარდა 4.2% და 4.5%-ით CPU-Z და Cinebench R23 ტესტებში, შესაბამისად, მრავალბირთვიან დატვირთვაზე კი, შესაბამისად 14.3% და 20.7%-ით. როდესაც ტესტის ავტორმა ახალ ჩიპში ოთხი „ახალი“ ბირთვი გათიშა, მაჩვენებლები პრაქტიკულად გაუტოლდა Intel Core i7-13700K-ს. გეიმინგ წარმადობა უმნიშვნელოდ გაიზარდა - ტესტირებისთვის შერჩეული იყო CS:GO, Genshin Impact და PUBG. 

Intel Core i7-14700K და 13700K: გეიმინგ ტესტები 

image.pngimage.pngimage.pngimage.png 

განახლებული K სერიის პროცესორების ოფიციალური ანონსი მოსალოდნელია სექტემბერში ღონისძიება Innovation 2023-ზე და გაყიდვაში სავარაუდო ოქტომბერში გამოვა. წინასწარი სერიული ნიმუშები უკვე იგზავნება OEM-ებთან და ზემოთხსენებული მაგალითი სავარაუდოდ ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს. 

Link to comment
Share on other sites

სადამდე მოუმატებენ ქეშს და ბირთვებს საინტერესოა. ერთი 10 წელი კიდე იმაიმუნებენ  ამ ტექნოლოგიებით მაგრამ მერე მოუწევთ უკვე ინოვაციების დანერგვა. 

ამოწურა თითქმის თავი ამ ტექნოლოგიამ.

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ნუ კეშის გაზრდა შეუძლიათ კიდე უფრო, ჰიბრიდული ბირთვების უფრო ნავაროჩენი ვარიანტის გამოშვება, მაგალითათ 3-4 ნაწილათ დაყოფა ბირთვის სიმძლავრის, მაგის გარდა შეიძლება ერთ სოკეტზე ორი ან სამი პროცესორის დაყენება თუ ვეღარ შეძლეს დიდზე ტეხნოლოგიის გაუმჯობესება, ამიტომ რაღაცას ნამდვილათ მოიგონებენ ან რაც ეხლა აქვთ მაგას დახვეწავენ მაქსიმალურათ მოშნათ კიდე, თვითონ ამდ აპირებსო ჰიბრიდულ პროცესორების გამოშვებას, ისე რატომღაც მგონია 3 ნანომეტრზე ეგენი არ გაჩერდებიან, მაგაზე უფრო დაბალ ტეხპროცესზეც გამოვა პროცესორები ალბათ 10-15 წლის შემდეგ თუნდაც

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

დიდი ალბათობით არა, უფრო ალბათ 10-11-ან 14 პირდაპირ, მაშინ მოგცემს კარგ სხვაობას თამაშებში და მულტითრიდინგში, გააჩნია რა მოდელს აიღებ, თუმცა 14600K კი აჯობებს კარგათ იგივე 10850 ან 11900K ყველაფერში ფაქტიურათ, თრიდების რაოდენობა იგივე აქვს მაგ ახალსაც, მაგრამ სხვა ყველაფრით ჯობია მაგ ძველს და კეშიც გაცილებით მეტი უყენია, შეიძლება უკვე 7 ნანომეტრიან 15 სერიაზე გაზარდონ ბირთვების რაოდენობა კიდე, ეგ 14 ფაქტიურათ 13 რეფრეშია და დაჟე Z690 ნორმა მაზერზე არ გაახურებს ბიოსის აპდეიტით ეგ პროცესორი რომ დასვა, კარგ მაზერზე დაჟე 14900K უნდა დაჯდეს 12900K მაგივრათ, ნუ მანდაც ზოგს უღირს და ზოგს არც ისე გადასვლა, მაგრამ ვინც ეხლა იღებს რა თქმა უნდა ძალიან კარგი ვარიანტი იქნება ძველი სისტემიდან მაგაზე გადასვლა უკვე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.