Magdalena Posted August 16, 2023 Share Posted August 16, 2023 ჩინელმა ვიდეო ბლოგერმა T小白-მა გამოაქვეყნა მოკლე მიმოხილვა Intel-ის სამომავლო დესკტოპ პროცესორის შესახებ - ანგარიშში ჩიპი ფიგურირებს, როგორც 13700KS, რათა ვიდეო პლატფორმის ადმინისტრაციას მასალა არ წაეშალა. ფოტოს წყარო: videocardz.com რეალურად საუბარი ეხება პროცესორ Intel Core i7-14700K-ს - ეს არის ერთადერთი მოდელი Raptor Lake Refresh სერიაში, რომელშიც წინამორბედთან შედარებით ბირთვების რაოდენობა გაიზარდა და 16-ის ნაცვლად გახდა 20. ჩიპში მოცემულია 8 მაღალი წარმადობის და 12 ეფექტური ბირთვი 28-მდე ნაკადის მხარდაჭერით. შედარებისთვის, აქტუალური Intel Core i7-13700K-ს კონფიგურაციაა 8P + 8E; მაღალი წარმადობის ბირთვების სიხშირე 5.3-დან 5.5 გჰც-მდე გაიზარდა, ენერგოეფექტური ბირთვები 4.3 გჰც-ზე მუშაობს. შედეგად მე-14 თაობის ჩიპის ენერგომოხმარება 232-დან 260 ვატამდე გაიზარდა. Intel Core i7-14700K და 13700K შედარებისთვის ტესტის ავტორმა შეარჩია მძლავრი კომპიუტერი ASUS ROG APEX Z790 დედა დაფით, ორი 16 გბ DDR5-8600 ოპერატიული მეხსიერების მოდულითა და NVIDIA GeForce RTX 4090 გრაფიკით. ერთბირთვიანი წარმადობა გაიზარდა 4.2% და 4.5%-ით CPU-Z და Cinebench R23 ტესტებში, შესაბამისად, მრავალბირთვიან დატვირთვაზე კი, შესაბამისად 14.3% და 20.7%-ით. როდესაც ტესტის ავტორმა ახალ ჩიპში ოთხი „ახალი“ ბირთვი გათიშა, მაჩვენებლები პრაქტიკულად გაუტოლდა Intel Core i7-13700K-ს. გეიმინგ წარმადობა უმნიშვნელოდ გაიზარდა - ტესტირებისთვის შერჩეული იყო CS:GO, Genshin Impact და PUBG. Intel Core i7-14700K და 13700K: გეიმინგ ტესტები განახლებული K სერიის პროცესორების ოფიციალური ანონსი მოსალოდნელია სექტემბერში ღონისძიება Innovation 2023-ზე და გაყიდვაში სავარაუდოდ ოქტომბერში გამოვა. წინასწარი სერიული ნიმუშები უკვე იგზავნება OEM-ებთან და ზემოთხსენებული მაგალითი სავარაუდოდ ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს. https://tinyurl.com/3rcaa73v Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bloodred Posted August 16, 2023 Share Posted August 16, 2023 სადამდე მოუმატებენ ქეშს და ბირთვებს საინტერესოა. ერთი 10 წელი კიდე იმაიმუნებენ ამ ტექნოლოგიებით მაგრამ მერე მოუწევთ უკვე ინოვაციების დანერგვა. ამოწურა თითქმის თავი ამ ტექნოლოგიამ. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 17, 2023 Share Posted August 17, 2023 ნუ კეშის გაზრდა შეუძლიათ კიდე უფრო, ჰიბრიდული ბირთვების უფრო ნავაროჩენი ვარიანტის გამოშვება, მაგალითათ 3-4 ნაწილათ დაყოფა ბირთვის სიმძლავრის, მაგის გარდა შეიძლება ერთ სოკეტზე ორი ან სამი პროცესორის დაყენება თუ ვეღარ შეძლეს დიდზე ტეხნოლოგიის გაუმჯობესება, ამიტომ რაღაცას ნამდვილათ მოიგონებენ ან რაც ეხლა აქვთ მაგას დახვეწავენ მაქსიმალურათ მოშნათ კიდე, თვითონ ამდ აპირებსო ჰიბრიდულ პროცესორების გამოშვებას, ისე რატომღაც მგონია 3 ნანომეტრზე ეგენი არ გაჩერდებიან, მაგაზე უფრო დაბალ ტეხპროცესზეც გამოვა პროცესორები ალბათ 10-15 წლის შემდეგ თუნდაც Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ADRENALINI Posted September 23, 2023 Share Posted September 23, 2023 13 სერიიდან 14-ზე გადაბარგება ღირს, იქნება რამე შესამჩნევი სხვაობა ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 23, 2023 Share Posted September 23, 2023 დიდი ალბათობით არა, უფრო ალბათ 10-11-ან 14 პირდაპირ, მაშინ მოგცემს კარგ სხვაობას თამაშებში და მულტითრიდინგში, გააჩნია რა მოდელს აიღებ, თუმცა 14600K კი აჯობებს კარგათ იგივე 10850 ან 11900K ყველაფერში ფაქტიურათ, თრიდების რაოდენობა იგივე აქვს მაგ ახალსაც, მაგრამ სხვა ყველაფრით ჯობია მაგ ძველს და კეშიც გაცილებით მეტი უყენია, შეიძლება უკვე 7 ნანომეტრიან 15 სერიაზე გაზარდონ ბირთვების რაოდენობა კიდე, ეგ 14 ფაქტიურათ 13 რეფრეშია და დაჟე Z690 ნორმა მაზერზე არ გაახურებს ბიოსის აპდეიტით ეგ პროცესორი რომ დასვა, კარგ მაზერზე დაჟე 14900K უნდა დაჯდეს 12900K მაგივრათ, ნუ მანდაც ზოგს უღირს და ზოგს არც ისე გადასვლა, მაგრამ ვინც ეხლა იღებს რა თქმა უნდა ძალიან კარგი ვარიანტი იქნება ძველი სისტემიდან მაგაზე გადასვლა უკვე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.