Jump to content

NVIDIA AI Workbench დააჩქარებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვას ორგანიზაციების მიერ


Recommended Posts

NVIDIA-მ დააანონსა ინსტრუმენტების ნაკრები NVIDIA AI Workbench, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს სწრაფად შექმნან, შეამოწმონ და დააკონფიგურირონ წინასწარ განსწავლული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელები NVIDIA-ს პლატფორმებზე, დაწყებული კომპიუტერებიდან და მონაცემთა ცენტრების სამუშაო სადგურებიდან - საჯარო ქლაუდითა და NVIDIA DGX Cloud-ით დამთავრებული. 

სერვისი AI Workbench სერვისი ხელმისაწვდომია გამარტივებული ინტერფეისით, რომელიც ლოკალურ სისტემაზე მუშაობს. იგი დეველოპერებს საშუალებას აძლევს დააკონფიგურირონ და გატესტონ მოდელები პოპულარული რეპოზიტორებიდან, როგორებიცაა Hugging Face, GitHub და NVIDIA NGC პროპრიეტარული მონაცემების გამოყენებით და წვდომა იქონიონ ქლაუდ რესურსებზე, როდესაც საჭიროა მასშტაბირება. შემდეგ მზა მოდელები შეიძლება მრავალ პლატფორმაზე ამოქმედდეს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

NVIDIA-ს კორპორატიული გამოთვლების ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ AI Workbench-ის შექმნის მიზეზი არის დიდი ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნის სირთულე და შრომატევადიანი ძალისხმევა. საწარმოთა მასშტაბის ხელოვნური ინტელექტის პროექტები მოითხოვს სწორი პლატფორმისა და ხელსაწყოების მოძიებას მრავალ საცავში ისევე, როგორც მოდელის მორგება კონკრეტული გამოყენების შემთხვევისთვის. ამოცანა კიდევ უფრო რთულდება, როდესაც აუცილებელი ხდება პროექტები ერთი ინფრასტრუქტურიდან მეორეში გადავიდეს. 

NVIDIA AI Workbench დეველოპერებს საშუალებას მისცემს დააკონფიგურირონ და გაუშვან გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით. იგი საშუალებას იძლევა დეველოპერების ინსტრუმენტების ნაკრებში გაერთიანდეს და ერთმანეთთან დაკავშირდეს ყველა საჭირო მოდელი, ფრეიმვორქი, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ნაკრები, ღია ბიბლიოთეკები და NVIDIA AI პლატფორმები. NVIDIA-ს თანახმად Dell Technologies, HPE, HP, Lambda, Lenovo, Supermicro და მრავალი სხვა ვენდორი უკვე იყენებს AI Workbench გადაწყვეტილებას. 

NVIDIA-მ ასევე დააანონსა NVIDIA AI Enterprise AI პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმის მეოთხე ვერსია, რომელიც გთავაზობთ ინსტრუმენტებს, რომლებიც საჭიროა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და მორგებისთვის. პლატფორმა მოიცავს NVIDIA NeMo ფრეიმვორქს, NVIDIA Triton სერვისს და NVIDIA Base Command Manager Essentials პროგრამულ უზრუნველყოფას. NVIDIA AI Enterprise 4.0 ინტეგრირებული იქნება კომპანიის პარტნიორების ბაზრებზე, მათ შორისაა AWS, Google Cloud Platform და Microsoft Azure, ასევე Oracle Cloud Infrastructure. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.