Jump to content

Apple ტესტავს განახლებულ Mac mini-ს M3 ჩიპით, თუმცა მოწყობილობა 2024 წელზე ადრე არ გამოვა


Magdalena

Recommended Posts

Bloomberg-ის Apple-ის პროდუქტის ექსპერტ მარკ გურმანის ინფორმაციით კომპანია ამჟამად ახალ Mac-ის ტესტირებას ახდენს. სავარაუდოდ, ახალი მოწყობილობა Mac mini-ა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: StockSnap / Pixabay 

გურმანის თქმით „Mac-ს, რომელიც ამჟამად ტესტირების ეტაპზეა, აქვს რვა CPU ბირთვი (ოთხი მათგანი ენერგოეფექტურია, ოთხი - მაღალი წარმადობის), ასევე 10 გრაფიკული ბირთვი და 24 გბ მეხსიერება. ეს მოწყობილობა მუშაობს macOS Sonoma 14.1-ზე - Mac-ისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის პირველ განახლებაზე“. 

რაც შეეხება ახალი მოწყობილობის გამოსვლის თარიღს, გურმანი ვარაუდობს, რომ ეს მომავალ წლამდე არ მოხდება. Apple-ის ბოლო საშემოსავლო ანგარიშზე დაყრდნობით კომპანია მოელის, რომ Mac-იდან შემოსავალი მეოთხე კვარტალში ორნიშნა პროცენტით შემცირდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი პროდუქტი მომავალ წლამდე არ გამოვა. 

გურმანის აზრით ტესტირების ეტაპზე იმყოფება შემდეგი მოწობილობები: 

  • 13-დუიმიანი MacBook Air ჩიპით Apple M3 (კოდური სახელი Mac 15,1 და J513/J613); 

  • 15-დუიმიანი MacBook Air ჩიპით Apple M3 (კოდური სახელი Mac 15,2 და J515/J615); 

  • 13-დუიმიანი MacBook Pro ჩიპით Apple M3 (კოდური სახელი Mac 15,3 და J504); 

  • iMac ჩიპით Apple M3 (კოდური სახელი Mac 15,4, Mac 15,5, J433 და J434); 

  • 14- და 16-დუიმიანი MacBook Pro M3 Pro და M3 Max ჩიპებით (კოდური სახელი Mac 15,7, Mac 15,8, J514 და J516); 

  • Mac mini ჩიპით Apple M3, სავარაუდო კოდური სახელი Mac 15,12. 

მიმდინარე წლის დასაწყისში გურმანმა განაცხადა, რომ ახალი კომპიუტერები M3 ჩიპით სავარაუდოდ, 2023 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდებოდა, ამიტომ 2024 წელს გამოშვების თარიღი გარკვეულწილად გადახრილია ამ პროგნოზისგან. Mac-ის სიახლეების გარდა გურმანი მოელის, რომ ახალი iPhone 15-ის პრეზენტაცია შედგება 12 ან 13 სექტემბერს, რაც ნიშნავს, რომ სულ რაღაც ერთი თვე გვაშორებს მის მსოფლიო პრემიერას. 

თუ ეს ვარაუდები დადასტურდება, Apple შეინარჩუნებს პოზიციას ბაზარზე და კვლავ შესთავაზებს მომხმარებლებს ახალ და უფრო მძლავრ მოწყობილობებს. თუმცა, როგორც ყველა პროგნოზი, ეს ინფორმაცია სიფრთხილით უნდა იქნას განხილული, სანამ იგი ოფიციალურად არ დადასტურდება კომპანიის მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალი თვეები Apple-ის თაყვანისმცემლებისთვის საინტერესო იქნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.