Jump to content

NVIDIA-მ დააანონსა L40S - ახალი უნივერსალური ამაჩქარებელი Ada Lovelace-ის ბაზაზე


Recommended Posts

კორპორაცია NVIDIA-მ განაახლა L40 ამაჩქარებლების სერია, რომელიც გამოვიდა გასულ შემოდგომაზე, როგორც OVX პლატფორმის ნაწილი. ახალი ბარათი NVIDIA L40S გვევლინება, როგორც ორსლოტიანი FHFL-ბარათის ფორმ-ფაქტორის უნივერსალური ამაჩქარებელი PCIe 4.0 x16 ინტერფეისით და იგი პრაქტიკულად ნებისმიერი ამოცანისთვის არის შესაფერისი. 

მრავალი თვალსაზრისით L40S L40-ის მსგავსია - ახალი ამაჩქარებელიც დამყარებულAda Lovelace არქიტექტურაზე, აქვს AD102 GPU, 48 გბ GDDR6 ECC მეხსიერება (384 ბიტი, 864 გბ/წმ). ამაჩქარებელს აქვს 18176 CUDA ბირთვი, 142 მესამე თაობის RT ბირთვი და 568 მეოთხე თაობის Tensor-ბირთვი. ამ მახასიათებლებში არანაირი განსხვავება არ არის L40-ისგან. თუმცა ახალი ამაჩქარებლის TDP 50 ვატით მეტია, შეადგენს 350 ვატს და აქვს პასიური გაგრილება. 

image.png 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

L40S პრაქტიკულად ორჯერ სწრაფია L40-თან შედარებით გამოთვლების ყველა ფორმატში Tensor ბირთვების გამოყენებით, ხოლო მათ გარეშე FP32 წარმადობა უმნიშვნელოდ გაიზარდა - 90.5-დან 91.6 Tflops-ამდე. NVLink-ის მხარდაჭერა ახალ ამაჩქარებელს არ აქვს. ბარათზე წარმოდგენილია ოთხი DP 1.4a პორტი NVIDIA Mosaic-ისა და Quadro Sync-ის მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია vGPU პროფილები vDWS-ის, GRID vApps/vPC-ის, vCS-ისთვის. მხარდაჭერილია Secure Boot Root of Trust-ით და NEBS Level 3 სტანდარტთან შესაბამისობა. 

image.png 

მრიგად, ახალი ამაჩქარებელი შესაფერისია არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მოდელების ან დასკვნის სისტემების მომზადების აჩქარებისთვის, არამედ პოზიციონირებს, როგორც საფუძველი 3D გრაფიკის, ვიზუალიზაციის ან მეტა-სამყაროებისთვის აპლიკაციების შექმნისა და გაშვებისთვის. NVIDIA აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის ამოცანებში L40S A100-ს აღემატება 1.2-1.7-ჯერ, AV1-ის მხარდაჭერის მქონე სამი NVENC/NVDEC ძრავი კი საშუალებას იძლევა ახალი ამაჩქარებელი გამოყენებულ იქნას ვიდეოს ტრანსკოდირების ეფექტური პლატფორმის სახით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.